07 აგვისტო, 2015
მამა პეტრეს მიმართვა შვილს - „ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება...“
გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა მამა პეტრეს მიერ  შვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას დიდი სკანდალი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მამაოს ბევრი იცავდა და წერდა, რომ მისმა შვილმა ჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო და მისი გამოქვეყნებით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზოგის აზრით კი ქრისტიანობა ძლიან გამიწიერდა და სწორედ ამიტომ არ სწამდათ მღვდლების, წერდნენ ეკლესიაში ღმერთთან მივდივართ და არა მამაოსთანო.

სკანდალს მამა პეტრე კიდევ ერთი სტატუსით ეხმაურება. რამდენიმე წუთის წინ შვილს სოციალურ ქსელში მიმართა: 

''კიდევ ერთი წერილის დაწერა დამჭირდა იმისთვის, რომ სათქმელი დაუფარავად
გითხრა. კარგია, რაც მოხდა.ძალიან მიხარია, ორი დღეა შენს ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად.

ძალიან ბედნიერი ვარ, საკუთარი თვალებით რომ დაინახე, რა შეიძლება მოჰყვეს შენს ყოველ ნაბიჯს. არც იმის იმედი მაქვს, მავანმა წერილის პათოსი სწორად გაიგოს და შეაფასოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ აუცილებლად მიმიხვდები სათქმელს.

შენთვის არასდროს დამიძალებია ლეჩაქით და კოჭებამდე კაბით სიარული, არც ცეკვა-სიმღერა და აღარც შენი მომავალი კარიერული წინსვლა. არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ დამძიმდე და მთელი ცხოვრება მონობაში იყო, საზოგადოებრივი აზრს ემსხევრპლო და პიროვნულად ვერ განვითარდე.

პირიქით, ჩემგან ყოველთვის მხარდაჭერა გქონდა და გექნება მომავალშიც, აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგივა და არასდროს დაინტერესდე სხვისი ცხოვრებით. ნურც დაბოღმილ ადამიანებს მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას, თუ შეგიძლია, გაუგე, თუ არადა, უბრალოდ მოისმინე და გაიარე.ყველას რომ პასუხი გასცე, მიზნამდე ვერ მიაღწევ.

მთავარია, უფლის სწავლებას არ უღალატო, შეიყვარო არა მხოლოდ ის, ვინც გაფასებს, არამედ ისიც, ვინც ავადმყოფურად კრიტიკულია შენს მიმართ...

როგორც გითხარი, მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ადრიდანვე მსურს შეეგუო, როგორი ქარტეხილებით მოგიწევს სვლა.შენ თავისუფალი ხარ, უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგანიჭა, მართო და აკონტროლო საკუთარი თავი.

არავის აქვს უფლება შეგზღუდოს და არტახები დაგადოს.ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან და არა მასობრივი აზრის მიერ დაზომბირებული მიდგომებით...

ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება. დაკომპლექსებული მდგომარეობით კი თავისუფლებას ვერასდროს იპოვის.შენ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო.

გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა. ეს ,,შტორმებიც" საინტერესოა, სხვა მხრივ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას გული არაფერზე იტკინო.მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი, აუცილებლად გავინაპირებთ''...


სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
...
"ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით..." მართალი ხარ, პეტრე, და ერთ-ერთი მათგანი შენ ხარ, გარყვნილი ადამიანი, რომელიც ანაფორას ეფარება, რომელიც ბიჭებს დასდევს, და ერთი სული აქვს, ორალური სექსი ჰქონდეს ან ტუჩებში აკოცოს. იქნებ მოკეტო და ერის გაუნათლევბლობაზე ლაპარაკას საკუთარ გახრწნილებას მიხედო, ვიდრე ყველაფაერს ხმამაღლა ვიტყვი!
19:37 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მანდილოსანი
შეცდა ადამიანი პროფესიის შერჩევაში. ეგონა, რომ ეკლესიაში იყო მისი ადგილი. შემოწირულობებით იცხოვრა და ცოტა არ იყოს... მობეზრდა. იფიქრა: "ამ უცოდინარ, გაუნათლებელ ერზე, როდემდე უნდა ვილოცო. რა ჩემი საქმე და პრობლემაა, ამ უწიგნურ ხალხზე ლოცვა" და გადაწყვიტა გახდეს, სელფის მამა-ო! აბა გაიხსენეთ 13 ივნისის ტრაგედია თბილისში, რის შემდეგაც გამოვარდა FB-ში პეტრე კარტოზია და უწმინდესის სიტყვები გააკრიტიკა, საკმაოდ ხისტად! შემდეგ ერთერთ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ აქვს საკუთარი თავის იმედი, იქ მას უფალი არ უხსენებია. შარვალში ქალი გამოაგდო ტაძრიდან და არც კი დაინტერესებულა, რამ მიიყვანა ის ქალბატონი ეკლესიაში, იქნებ გულის ტკივილით მივიდა, რწმენით... ეს ადამიანი, მიზანმიმართულად სცოდავს და ცოდვაში აგდებს მრევლს. ერსაც და ბერსაც, რადგან მისი საქციელი იწვევს უნდობლობას ერში, პატიოსან მამებში კი გაოგნებას. იმის მაგივრად, რომ სულიერებას, სიკეთეს და კეთილშობილებას ასწავლიდე შვილს, ადამიანებს აძულებ, რომლებმაც არ მოიწონეს და არ გაიზიარეს... არა შენი შვილის, არამედ შენი საქციელი, როგორც მამის და როგორც სასულიერო პირის. პირადად მე, სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული. მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი. მყავს ძალიან კეთილი და ლამაზი შვილები, განათლებულები, კარგი სამსახურით. ვარ ძალიან ბედნიერი დედა და მეუღლე. პეტრე კარტოზია, შენ ერთი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდი, რომელმაც დედა ეკლესიას შეაფარე თავი. იცხოვრე, იმ ადამიანების შემოწირულობებით, რომლებსაც დღეს ლანძღავ! ხარ პროვოკატორი, მაცდური, ხიბლში მყოფი, ამპარტავანი და რაც ყველაზე ამაზრზენია, ხარ აგრესიული ადამიანების მიმართ. მადლობა უფალს, რომ არ ხარ ჩემი მოძღვარი!
03:22 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ანნა თორელლ
ასეთი ინტრიგანი მამაო რომ ეკოლება ერს, იმ ერს რამე ეშველება? მრევლის მოზიდვის გამო ეს უნდა იკადროს? საოცარია პირდაპირ! ვაი ჩემო საკარტველოვ!
22:26 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მერის
"სწორი" და "არასწორი" აღზრდა სულ რამდენიმე წელში გამოჩდეა. ისე კი ეგ ღმერთის გადასაწყვეტია და არა თქვენი და ჩემი, დაოკდით.
22:22 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მამაოს
მოკრძალებით გაგიმხელთ,რომ მყავს ორი ქალიშვილი,რომელნიც სხვათა აზრით და არა ჩემით,შენს შვილზე ნაკლებები არ არიან ფიზიკურად. რაც შეეხება მათ განსწავლულობას,რაც ჩემმა შვილმა მიშას პერიოდში მიაღწია უდიდესი შრომით, მშობლების ხელშეწყობითა და უფლის დახმარებით,არა მგონია,შენმა 7-მა თაობამ შეძლოს(ჯერ საქართველოში სწავლის მიღება და მერე საზღვარგარეთ დამთავრება და ისეთი პრესტიჟული სამსახურის შოვნა, პენსიონერი მშობლების პირობებში ) მაგრამ ის არასოდეს არ მომცემს ნებას,მისი თანდასწრებით მასზე რამე კომპლიმენტი ვთქვა.მიუხედავად იმისა,რომ არ იქნება გადაჭარბებული.მათი ფოტოებით აფიშირება და საქვეყნოდ ასეთი ამბები ხომ საერთოდ...წარმოუდგენელია... მამაო.თქვენი შვილი ჯერ 13 წლისაა. ღმერთმა ქნას,რამოდენიმე წელში აზრზე მოვიდეს და ამ ამბავს ჯანსაღად შეხედოს,მერე გაქვთ პასუხი თქვენს საქციელზე? თუ დარწმუნებული ხართ,რომ ასე არ მოხდება-ყველაფერი ხომ უფლის ხელშია??? და კიდევ: თუ წინასწარ მოელოდით "გაუნათლებელი "ხალხის ასეთ რეაქციას და მაინც გადადგით ეს ნაბიჯი,ეს არასრულწლოვანი შვილის უფლებების დარღვევა არ არის თქვენის აზრით? და ბოლოს,სიამოვნებით გაგეჯიბრებოდით ეს 66 წლის ქალი IQ-ში...
21:50 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათია
მამაო, თქვენი შვილი რომ ლამაზი და მომხიბვლელია-უდავოა, წარმატებებს და ბედნიერებას ვუსურვებ მას, მაგრამ საქმე თქვენშია:30 წელია მრევლის წევრი ვარ,მიკვირს თქვენი-როგორც მღვდელმსახურის და არა როგორც კაცის და მამის...თქვენ ხომ მღვდელი ხართ-შუამავალი უფალსა და კაცს შორის, არ შეგფერით ამდენი დროის ხარჯვა ფბ-ზე, ეს დრო იქნებ მომეტებულ ლოცვაში ატაროთ, არ შეგფერით უდავოდ ლამაზი თქვენი შვილის სექსუალური სურათის გაზიარება ნახევრადშიშველ ფორმაში, თქვენ მას სულიერებაში დაეხმარეთ და არა მისი სექსი ფოტოების გაზიარებაში-ამას სამოდელო სააგენტოც გააკეთებს. მეტი ილოცეთ მამაო, იქნებ წაადგეს ეს ლოცვა მრევლსა და სამშობლოს
13:15 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მერი
საოცრად სწორი აღზრდის მეთოდი, სრულიად ვეთანხმები მამა პეტრეს, ეს არის მაგალითი, როგორია შვილის მიმართ სწორი დამოკიდებულება. ეს არის ის, რის გამოც მჯერა რომ მამა პეტრე არის ნემდვილად ღვთისმოსავი და მისთვის ეკლესია და რწმენა არ არის "შპს ეკლესია"
13:07 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
sop
mamaos shvili magaliti unda iyos sxvebistvis,ambiciuri mamaoa, shvisac egets zrdis, ijeqit tqventvis wynarad,ras gamowendit saxalxod.
10:06 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
sop
mamao simartles ambobs, magram titqos provokacias uwyobs sazogadoebas,shvils saxalxod ar unda arigebdes, es apishirebaa,ojaxshi daarigos mshvidad,gogo tvitonac gaerkveva cxovrebis sirtuleshi,bavshvia jer.
10:01 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
აღფრთოვანებული ვარ მამაო თქვენი საქციელით.აქ საუბარი იმაზე არ ყოფილა რომ თქვენმა შვილმა ასე რატომ გადაიღო სურათები.აქ თქვენს საქციელზე იყო საუბარი.როგორც მღვდელს თქვენ გაქვთ ჯერ იმის უფლება რომ კამერის წინ მოდელივით იპოზიოროთ და სოციალურ ქსელებში ავრცელოთ და მერე თქვენი შვილის სურათები დაამატოთ ზედ?ყოჩაგთ მამაო,კარგად გეხერხებათ ხალხის ყურადღების თქვენს შვილზე გადატანა და თქვენი საქციელის დაფარვა.უწიგნური ადამიანი თუ დაგიჩერთ დღეს მხარს ზუსტად როგორც თქვენ იძახით და აღფრთოვანდება თქვენით.სიამაყით განაცხადებთ ეს ჩემი შვილია და ასეთი და ისეთი კარგიაო.გააქვთ კია სიამაყის უფლება?როგორც მამა თქვენს პოზიციას შვილთან მიმართებაში ვეთანხმები,მაგრამ აქ თქვენს საქციელზეა დავა და არა თქვენს შვილზე.შემინდოს უფალმა,მაგრამ როგორც მღვდელს ვერ გაფასებთ.
09:45 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS