06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
#
განათლებულობისა არ ვიცი,მაგრამ ლამაზიო?
00:43 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
anna
რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? 16-17-18??? 21 საუკუნეა ბნელებო...რა მოხდა მამამ შვილის სურათები,თუგინდ კუპალნიკში დადოს ინტერნეტში!!!
00:40 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო ჭელიძე
:) სასაცილოა ადამიანები რომლებიც განიკითხავენ,მე მყავს მეგობრებში მამ პეტრე არ ვიცნობ,არც ის ვიცი ოდესმე პირადად თუ გავიცნობ,მაგრამ მსიამოვნებს თვალით და გულით ამ ადამიანს ფოტოებიც აზრიანი ლექსს მიღმა ლექსი,და აზრს მიღმა აზრი,წადით მიხედეთ საყვარელ ადამიანებს ,შვილებს,მეუღლეებს,რატომ გაქვთ დრო ვიღაცის თვალშ ბეწვები ეძებოთ?!რითი ცხოვრობთ?ვისაც რა უნდა ის გამოაქვეყნოს,არ მოგწონს წაშალე,ეს მოწამვლა რაღაა?და დაუსაბუთებელი არსაიდან მოტანილი ბნელი აზრები....
00:32 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დავითი
გვეკაიფება მამაო რას ერჩით რეაქციები აინტერესებს.რა ჩვენი გასაკითხია მამაოს "საქციელი" ჩვენ უარესს ვაკეთებთ მაგრამ მაგალითი მაინც კაია ალგებრაში გამოგვადგება. ვაი საქართველო საით მიექანები...
00:19 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მედეა
მამაო მიყვარხართთქვენ და თქვენი შვილები..ნეტავ თქვენნაირი მამაოები ცოტა მეტი იყოს...ქრისტეს მხიარული და არამოშურნე ხალხი უყვარს...
00:09 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკა დადიანი
მამოც ჩვეულებრივი ადამიანია! ამიტომაც არ დავდივარ მათთან სალოცავად და ზიარებაზე :) ტაძარში შევდივარ, ვლოცულობ ხატებთან,ვანთებ სანთლებს და ამით მთავრდება ჩემი მღვლებთან კავშირი.
23:59 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მერე რა რო ესეთი ფოტო გადაიგო მტავატია მამა პეტრე გულით სწამს გმერთი ხალხნო
23:55 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
პეტიკო პროსტამც ბლოგერია, გეიძრე ბიჭო მაი ანაფორა, "ტელნიაჟკა" ხომ არ გგონია?
რა უნდა სვეტიცხოველში ამ 21-ე საუკუნის ფარსმან სპარსს? ოღრაშული სული ძევს მასში!
23:54 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
ეს ულამაზესი გოგონა ჯერ კიდევ ბავშვია . მამა პეტრეს კი მისი პირველი ქალიშვილის სილამაზე თუ უხარია. ქვა ვესროლოთ?
23:48 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
eka
დაიჯერეთ,რომ მამა პეტრეს მხოლოდ შვილის სიყვარულმა გადააღებინა ეს ფოტო,ვგიჟდები,ამ ადამიანს როგორ უყვარს ოჯახი...
23:43 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS