06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
ნათია
გამარჯობათ საზოგადოებავ. ალალად თქვით, ვის გყავთ სახლში ასეთი ლამაზი, კარგად აღზრდილი და ნიჭიერი შვილები? ბევრს არა. რატომ გავიწყდებათ, რომ მამა პეტრეც მამაოს გარდა მამაა და ეს გრძნობები მასსაც აქვს. მასსაც უხარია, უყვარს და ეამაყება. თქვენ რომ გულახდილები ხართ მამაოსთან, მას არ უნდა ახასიათებდეს ეგ თვისება? მამა პეტრე მამაოა და არა შავი ბერი. მე პირადად არ ვიცნობ მას, მაგრამ მის ოჯახს უნდა ვიცნობდე, როგორხ მახსოვს, მამა იოანეს ვაჟია და ისეთ ოჯახშია თავადაც აღზრდილი, სადაც ყველაფერი ესმით და ყველას თავისი ადგილი უკავია. ასე რომ, ხალხნო ნურავის განიკითხავთ ტყუილად, ჯერ გაიაზრეთ კარგად და მერე დაწერეთ სახალხოდ.
07:31 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
კი,ზოგ სურათზე ვიფიქრე,რომ არ უნდა დაედო ფეისბუკზე...
07:19 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მანუჩარ
ამ სურათში რა ნახეს ვერ ვხვდები. ძროხები რო ხართ და სილამაზის გშურთ. უსაფრთხოების კოდი მოზვ მომცა ერი მიამატეთ და ეგ ხართ თქვენ.
03:16 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
აქ 2 ძირითადი ფაქტორია,პირველი ის რომ მამაო თუ მამა თუ მეუფე,ჩვეულებრივი ადამიანია დამერწმუნეთ და რადგან წვერი და ანაფორა არ მაცვია ეგ არ ნიშნავს იმას რომ ჩემზე მეტად მორწმუნეა,აქედან გამომდინარე სრული უფლება აქვს როგორი სურათებიც უნდა ისეთი დაალაიქოს,მითუმეტეს შვილის,გამომდინარე იქიდან რომ ამ ხალხა ვერ აღვითქვავ ბოლომდე ერის მამებად,მესმის ბერი რომელიც გამოკეტილია სადღაც მთაში და მართლაც რწმენით უძლებს ყველაფერს და არა მამაო რომელიც გადაადგილდება ტოიოტა პრადოს ჯიპით და სარგებლობს მაქბუქით,ეს მამაო კი არა ხელშეუხებელი ბიზნესმენია,რომლის საქონელიც ანუ ხატები სანთლები და სხვა საეკლესიო ინვენტარი საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში არ იბეგრება და ა.შ ,მეორე მთავარი ფაქტორი არის ერის სიბნელე,რადგან მამაოს შვილია ან ვინმე სახელგათქმული ოჯახის უფლება არა აქვს თავის საკუთარი სურათი "გამოფინოს" ფეისბქზე,რადგან ერის სირცხვილია,ეს არის ქართული მენტალიტეტის ერთერთი სიბნელის ნიშანი,მე რა უფლება მაქვს ვიღაცა გავაკრიტიკო,დარწმუნებული ვარ აქ ჩამოთვილთაგან ვინც ამათ აკრიტიკებს,ბევრად უარესი ან შვილი,შვილიშვილი,ან ვინმე ეყოლებათ რომელზეც უფლება ექნებათ შენიშვნა მისცეს მაგრამ ვინ უსმენს????იმიტომ რომ წავიდა ნეოლითის ხანა,21-ე საუკუნეში ვართ,უფრო სწორად არიან ყველა ჩვენს გარშემო თორემ ჩვენ კი ვართ ჩარჩენილი ნეოლითის ხანაში..
02:36 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო.ღლონტი
სრულიად ვეთანხმები სალომე დადიანის მიერ გაკეთებულ სტატიას.ყველამ მის თავს მიხედოს და პატარა გოგოს აცალონ თავისი ასაკობრივი სიხალისე.მერწმუნწთ მამ პეტრეს ქალიშვილის გენეტიკა კარგის მეტს არაფერს გვეუბნება.გადაიღე შვილო ფოტოები და დატკბი შენი მშვენიერებით.მამა პეტრეს შვილობა შენთვის ფოტოსესიების შემზღუდავი რად უნდა იყოს.
02:16 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსა
ვისაც პირადი ცხოვრება არ აქვს მოწესრიგებული და სხვისი კარგი კარგად არ ენახვება ის განიკითხავს მხოლოდ მამა პეტრესაც და სხვასაც... ჯერ საკუთარ ცხოვრებას გადახედოს ყველამ და მერე ისე გაიშვიროს სხვისკენ ხელი!
01:41 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
რა ნახეთ ახლა ვითომ ამ სურათებში გასაკიცხი? ჩვეულებრივი ბავშვია, მონაზონი ხომ არა? დარწმუნებული ვარ, ისეთები აკრიტიკებთ , ვისი შვილებიც ნახევრად შიშვლები დადიან, თანაც მდინარეზე კი არა, ქუჩაში. თქვენს შვილებს მიხედეთ
01:09 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ადამიანის სხეულის სილამაზით აღფრთოვანება არ არის მართმადიდებლობისთვის დამახასიათებელი,უფრო კათოლიკურია, თუ რუსთაველს იტყვით - ის ფეხებზე და მკერდზე არაფერს წერდა; ყველაზე დიდი-სახეზე. და ესეც გრიგოლ ხანძთელის მერე იყო ნაბიჯი უკან. მგონია, რომ "ფარისევლური მართმადიდებლობის" წინააღმდეგ ბრძოლის დროშის ქვეშ ქრისტეს ეკლესიის მღვდელს უბრალოდ შეეშალა, ან არ ვიცი მაშინ რა. პატივისცემით და სიყვარულით.
01:02 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ვინატრებდი,რომ სამღვდელოებას მამა პეტრეს მსგავსი მამაო ყავდეს უმრავლესობა. რამ გაგაგიჟათ ხალხო, რამ გაგაბოროტათ, ყველაფერ ლამაზს რატომ სვრით და აბინძურებთ? ხომარ ჯობია ჩაიხედოთ საკუთარ სულში, იქნებ ის ოღრაშული სულის პატრონი თვითონ ხარ. სული თუ სუფთადა ლამაზი გაქვს მახინჯსაც ლამად აღიქვავ. ნუ განკიხავ თორემ განიკითხებიო ნათქვამია.... მე მომწონს სიცოცხლით სავსე პატარა გოგონა ბუნებაში, ღმერთმა ამრავლოს ასეთი მშვენიერი ქალიშვილები
00:56 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ამ ხალხს შური და ბოროტება უფრო ალაპარაკებს ამდენს,თავად არ შეუძლიათ შვილების აგზრდა,მამა პეტრეს 6-ანგელოზი ყავს,6 საუკეთესო შვილი,ყველას ასე რომ შეეძლოს თავისი შვილების აგზრდა უბედნიერესი ერი ვიქნებოდით,მიყვარს მამა პეტრე და ქედს ვიხრი მისი ცმინდა და ლამაზი ოჯახის ცინაშე,იხარონ და იმრავლონ
00:50 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS