06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
აი
ბევრი მამაო მინახავს გულზე 1 კგ ოქროს ჯაჭვი კიდია, ბოლო მოდელის უცხოური მარკის ავტომობილზე ზის და ხელში 2 ათას დოლარიანი მობილური უჭირავს, მის გარშემო კი ამდენი უპოვარი და გაჭირვებული. ერთი ანეგდოტისა არ იყოს ,, პატარა ბიჭმა დაინახა სწორედ ასეთი მამაო და ეუბნება -- მამაო მგონი მარტო თქვენთვის ლოცულობთო"
10:57 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
აი
ბევრი მამაო მინახავს გულზე 1 კგ ოქროს ჯაჭვი კიდია, ბოლო მოდელის უცხოური მარკის ავტომობილზე ზის და ხელში 2 ათას დოლარიანი მობილური უჭირავს, მის გარშემო კი ამდენი უპოვარი და გაჭირვებული. ერთი ანეგდოტისა არ იყოს ,, პატარა ბიჭმა დაინახა სწორედ ასეთი მამაო და ეუბნება -- მამაო მგონი მარტო თქვენთვის ლოცულობთო"
10:50 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვინც კიცხავს ის შეიძლება უარესს აკეთებს...მე პირიქით მამშვიდებს და Iმედს მიტოვებს მამა პეტრე,რომ ცოდვილს,ყოველდღიური საზრუნავით სავსე ადამიანსაც მაქვს შანსი გადარჩენის,რომ შიში არ შეიქმს სიყვარულსა, რომ...რომ...რომ...გვიყვარდეს ერთმანეთი
10:38 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ძია
მამა პეტრე თუ სურს, რომ ერისკაცი იყოს და გამოაქვეყნოს ასეთი ფოტოები, არავინ უშლის ხელს... მაგრამ მამა პეტრე, გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, ის სასულიერო პირიცაა და ასეთი ნარცისული გამოვლინებები, რომლებიც ჭარბადაა მის საფეისბუქო თუ სხვა მოღვაწეობაში, გარკვეულწილად, ერეტიკოსობას წააგავს. და კიდევ ერთხელ, თუ რატომ უნდა განიკითხო. დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ ადამიანის ქცევას, რომელიც არაა საჯარო პირი, მაგრამ მამა პეტრე, ცალსახად, საჯარო პირია და, შესაბამისად, მისი "განკითხვა" (კომენტარებს ვგულისხმობ), ბუნებრივია. აბა, ჩემი მეზობელი ლოთი ნოდარა რა განსაკითხია, - ის მხოლოდ თავის თავის უბედურია... და კიდევ: (ამას ბევრი ამჩნევს): მამა პეტრეს ცოტა კუთხურობისადმი მიდრეკილებას (მასთან მიბმული ნარცისული ელემენტებით) ბევრი ამჩნევს, რაც არ არის სასურველი საჯარო პირისათვის.
10:29 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალო
მიზანს ვერ ვიგებ, ხალხო, მიზანს!.. მამამ, სასულიერო პირმა, რატომ უნდა დადოს ქალიშვილის ფოტოები ასეთ პოზებში? ,,ლამაზიაო,, რომ ეუბნებიან არ აკმაყოფილებს და ახლა ,,სექსუალურობის,, სტატუსიც უნდა? ვინც დადებითად შეაფასეთ ფოტოები, დარწმუნებული ვარ, გულში არც თქვენ მოგეწონათ მამაო-მამის საქციელი.
10:20 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ადამიანო ნუ დაგავიწყდწბა რომ ღმერთს ისეთები ვუყვარვართ როგორიც ვართ, რა ნახეთ ამ სურათში ისეთი?ნუ დაგავიწყდებათ რომ მღვდელიც ადამიანია,თავისი გრძნობებით,უყვარს ყველა და ყველაფეტი ლამაზი და სათუთი, გვავიწუდება უფლის ერთი მცნება ნუ განვიკითხავთ
09:55 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რელიგია სულს უნდა აცესრიგებდეს,და სიკეტეს ემსახურებოდეს,ზალიან მაინტერესებს განკითხვა და მხილება რით განსხვავდება,არავის განკიტხვა მახარებს,მე მხოლოდ კრისტე მინდა დავინახო სუფთა მინიდან და ამაში მოზგვარი უნდა მეხმარებოდეს,მიციერიც ბევრია თვითეულ ჩვენგანში და სულის ცამალი კრისტე,თუ ჩემში აგარ არის ეკლესიაშI Dა მოზგვარში უნდა მეგულებოდეს,მიკვარხართ ადამიანებო,ტკვენივე კარგიტ და ცუდიტაც
09:54 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
აბ ფოტოებში რა არის ცუდი? მე ძალიან მომწონს, ან რატომ არ არის მისაღები? ვერ გამიგია.... მამა პეტრეს და მის ოჯახს ბედნიერებას ვუსუვრებ!!!
09:37 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გუგუგლი
ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლ-შვილი. მე მეორეს ვემხრობი :)
09:29 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
სოფიოს პასუხი: არაგცხვენიათ რა სისულელეს წერთ, თავად თუ გაქვთ გააზრებული
07:42 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS