06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
ნიკა
დაიკიდეთ რა, ცხოვრებას რატო ირთულებთ? არ გკიდიათ ვინ რა ფოტოს დადებს და რას დააწერს, მღვდელი იქნება თუ პაპი... ქართველებს ოღონდ სალაპარაკო მიეცი და თემას არ აქვს მნიშვნელობაო, სულ ვამართლებთ, ყოველდღე...ადრე მახათი იყო ახლა კლავიატურაა, საქმე იგივეა, ერთი ინსტრუმენტი იცვლება მარტო... :*
12:45 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
აი ხედავთ ხალხო რახანც მამაოა ამიტომ ყველაფერი ეპატიება?გენაცვალე თამილა კრიტიკისთვის.თქვენ კი მამა პეტრე ჯერ კამერის წინ პოზიორობა მოიშალეთ,მერე ოჯახი მართლმადიდებლობის დაცვას მიაჩვიეთ,ადამიანთა კრიტიკის მოსმენა ისწავლეთ და მერე ისე გამოხატეთ თქვენი აზრი საქვეყნოდ.პატრიარქს კითხეთ გაქვთ თუ არა უფლება თქვენი ქალიშვილის ფოტოები ასეთ ფორმაში ასე აქვეყნოთ?მამა პეტრე ჩვეულებრივი მამა რომ იყოს რამდენი ფოტოც მოუნდება იმდენი გამოაქვეყნოს,მაგრამ ხალხო რატომ გავიწყდებათ რომ ის სამაგალითო უნდა იყოს ადამიანებისთვის.იგი უფლის სამსახურშია და უფლის მცნე ები უნდა დაიცვას.ხედავთ ერთი რას წერს?იმიტომ არ დავდივარ ეკლესიაში და არ ვეზიარები რომ მღვდლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიანო.ხედავთ მამაო თქვენი საქციელით რამდენ ადამიანს ღუპავთ?ან თქვენ იმიტომ ეზიარებით რომ ხალხი იქამდე მიიყვანოთ რომ მღვდლის შავი კაბა მათთვის უბრალო შავი ნაჩრის ფრიალის ფასი გახადოთ?არადა იესო ხომ ამბობს მე არ ვცნობ მათ ვინც არ ეზიარება ჩემს სისხლს და ხორცსო.კიდევ რამდენი ადამიანის სულის დაბრკოლებას აპირებთ თქვენი საქციელით?
12:44 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გია
რა პროვინციელი ხალხი ვართ.მომწონს ეს კაცი საღად აზროვნებს , რაც მიუღებელია თქვენი კომპლექსებისთვის. განათლების დეფიციტია.
12:18 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სიყვარულით, ნ. ხომერიკი
მე არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ბრმად აკანტურებს თავს ყველაფერზე, "მღვდელია და ...ყველაფერში სწორია, მასწავლებელია და... არ შეეკამათო...და ა შ" ახლად შეღერებული ქალიშვილის ნახევრადშიშველი კი არა მთლად შიშველი ფოტოებიც არ არის დღეს გასაკვირი, მაგრამ მღვდელი რომ გქვია და ერისკაცს რომ ვნებებისგან თავშეკავებას ასწავლი, შენ თითონ ვნებებისკენ არ უნდა უბიძგებდე, მგონი, თანაც შეგნებულად. სოციალურ ქსელში მთელი ქვეყანა, ყველანაირი კატეგორია ათვალიერებს ამას და მამისთვის თუ ეს პატარა გოგო და შვილია, მისი ტოლისთვის - სხვაა... ეს უნდა ესმოდეს კაცს. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანს ან ეხლა შეეშალა, ან თუ ამას ვერ ხვდება, საერთოდ პროფესიის არჩევანი შეეშალა, რაც სამწუხაროა. არ ვიცნობ, მაგრამ პატივს ვცემ იმის გამო, რომ 6 შვილს ზრდის, ღმერთმა მფარველობა მისცეს და ყველას შეგვაგნებინოს ჩვენ-ჩვენი შეცდომა.
11:39 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
მე ვიცნობ მამა პეტრეს, არაჩვეულებრივი ადამიანია. სკოლაში რელიგიას მასწავლიდა. მის გაკვეთილზე უკუნითი სიჩუმე იყო ყოველთვის. გულში და სულში ჩამწვდომი საუბარი იცის. მას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოეწვია. და არ დაგავიწყდეთ რომ ადამიანის განკითხვის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს.
11:34 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თათკა
მე ეს ფოტოები არ მომეწონა, რაღაცნაირად გამომწვევია, მამაომ ესეთი ფოტოები არ უნდა ატვირთოს, მე ჩვეულებრივი მრევლი ვარ და მე არ ვდებ ისეთ სურათებს სადაც ლიფი მიჩანს და ტრუსიკი და მამა პეტრე ძალიან ნუ გაგვითანამედროვევდება,მღვდლობა ძალიან რთულია ამიტომ ეს საქმე იმან უნდა აირჩიოს ვინც უკიდურესად მორწმუნე და ამქვეყნიური სიამეებისგან ჩამოშორებული იქნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მღვდლობა ყველაზე რთული პროფესიაა თან ხალხი ყველა შენს ნაბიჯს აკონტროლებს, ერთი პატარა რამეც რომ შეგეშალოს არავინ არ გაპატიებს.
11:29 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მეამბოხე მამაოა – ძალიან გათანამედროვებული ასე ვიტყოდი, არც ერთ ქართველ კაცს, მე ამ ეტაპზე როგორც მამაოზე კი არა, ქართველ კაცზე მაქვს საუბარი – არ მოწონს მისი შვილის თამამი სურათების გამოფენა, სწორედ ამან გააკვირვა ხალხი.
11:19 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკა დადიანი -s
არ გიფიქრიათ, რომ ქრისტიანი როცა მამაოს განკითხვით დაკავდებით, როცა მამაომ თავისი ლამაზი ბავშვის სურათი დადო არც შიშველი, არც ვულგარული-უბრალოდ, სურათი და ამბობთ, რომ ტაძარში შევდივარ, ვლოცულობ ხატებთან,ვანთებ სანთლებს და ამით მთავრდება ჩემი მღვლებთან კავშირიო, ამით თქვენი ღმერთთან კავშირი მთავრდება...
11:11 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
პეტიკო პროსტამც ბლოგერია-s
სხვის ანაფორას თავი დაანებე და ამ ბავშვს კი უფალმა სიკეთე მისცეს.
11:08 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
# -s
მართლა ლამაზია ეს გოგო! ეშხიანს რომ იტყვიან, ისეთი. და ბუნებრივი. ღმერთმა სიკეთე მისცეს! თქვენ კი-ბოღმამ არ დაგახრჩოთ! ერთითქვენი შვილის სურათები დადეთ და შეგვადარებინეთ, რა.
11:04 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS