06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
ნიკა გურინს:
როგორც კი სახელი და გვარი დაიწერება და ანონიმურობა დაცული აღარ იქნება,მერწმუნეთ,წავა პირში ქება-დიდება და სიმართლე ისევ დაიმალება.არ გირჩევნიათ,რომ ხალხმა სიმართლე წეროს და იქნებ მიხვდეს მამაო,რომ ცოტა დაძლიოს საკუთარ თავში ზაღვარგადასული მოდური თავისუფლება,რითიც ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ისედაც მეორედ მოსვლის ახალგაზრდა თაობას?
15:12 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მამაოს ნაცნობი ადამიანისგან:
ძალიან მომწონს თქვენი ლექსები,მამაო,არაჩვეულებრივი მუსიკა გადმოედინება მათი ყოველი სტროფიდან,მაგრამ იცით,რა შთაბეჭდილება მრჩება,როდესაც ვკითხულობ მათ ?რომ თქვენ თითქოს აუხდენელ სიყვარულზე წერთ,თქვენი განცდები ეკუთვნის არა თქვენს მეუღლეს,რომელმაც ამდენი შვილი გაგიჩინათ და მრავალი წელია უკვე თქვენს გვერდით არის,თქვენი ფიზიკური და სულიერი საყრდენია,არამედ მას,ვისაც ყმაწვილობის ასაკიდან ეტრფოდით და უბრალოდ არ გახდა თქვენი ცოლი იმ უბრალო მიზეზის გამო თუნდაც,რომ სხვა შეიყვარა...ნუ მიწყენთ გულში,როდესაც ამ აზრს წაიკითხავთ,მე თქვენი მკითხველი ვარ და ვიტოვებ უფლებას,რომ გამოგიმჟღავნოთ ჩემი განცდილი.როდესაც პოეტს მეუღლე არ ყავს მუზად,ის არარსებულს იგონებს,ან ბავშვობის სიყვარულს ეტრფის ისევ.თქვენი პოეზიიდან სწორედ ეს გადმოედინება...რაც შეეხება თქვენი შვილის ამგვარ ფორმას ისევ თქვენს მიერ დადებულს,ვერც ამას შეგიქებთ დიდად.რატომ უნდა ჰქონდეს მღვდელს იმის სურვილი,რომ მის ქალიშვილს ვიღაცამ გულის აღთქმით შეხედოს,და არა სულიერი თვალით და იამაყოს მისი შინაგანი და არა -გარეგნული ფასეულობით,დასველებული მგზნებარე კერტებით და არა დაფარული საკინძით,რომელიც უფრო მეტად არის მიმზიდველი,ვიდრე ხელის გულზე ხონჩით მორთმეული სიშიშვლე?მესმის,რომ საცურაო კოსტიუმით ბანაობს ყველა,მუსულმანივით სახედაფარეული არავინ შედის წყალში,მაგრამ ამაში არაა საქმე,აქ თქვენი ,როგორც მღვდლის ტენდენცია იკვეთება ცუდად-რატომ გაქვთ მიდრეკილება არა იმისკენ,რომ საკუთარი ქალიშვილი არათუ დაიცვათ გარეშე ბინძური თვალისგან,არამედ,პირიქით,ყველა მამრს ამისკენ ხელოვნურად უბიძგებთ?ძალიან მიკვირს...ალბათ ზღვარი სახარებისეულ ცოდნასა და პრაქტიციზმს შორის,წაგეშალათ და ვერც ხვდებით იმას,როდის მოხდა ეს.დასანანია...
14:52 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ბივი
იქნებ ის უფროა უწიგნურობაა, სხვისი კრიტიკა (ვინ არ უნდა იყოს ის ! ) რომ ადვილი ხდება თვითკრიტიკაზე. სხვისი საქციელის სიმძიმე-სიმსუბუქეზე რომელი რელიგიური კანონი აადვილებს ერთმანეთის განკითხვას? ეს უსაქმური ბოღმაა, თუ მეტი არაფერი!!!
14:50 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
“ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან, ნაყოფი ხენეში გამოიღოს”(მათე. 7-15)
“და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.”(მათე“ 18-6,7)
14:18 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სახელი
ამიტომ ხალხნო იცამეტ ყპალი.გიკვარდეტ იგი.და ახსარებაც მასვე უტხარიტ.მარხვაც სენიტ მიიგე სულიერი და არა სამარხო ნუგბარიტ.ერტმანეტის განკიტხვის უპლება არ გვაკ.არც ჰკუის დარიგების.რადგან კველას საკუტარი ტავი ბრდენი გონია.და გასცეს პასუხი იმ ბრდენს ტვიტ უზენაესმა.დიდება უპალს...ამინ
14:15 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათა
და კიდე, არაფრის მაქნისო ადამაინებო, ნუ იყენებტ რელგას, და სხვებისგანაც ნუ ელიტ თქვენსავთ დაბეჩავებულობას (მეუკაცრავადდა). არაინ ადამიანები რელიგიასთან ერთად ბევრი სასიხარულო რომ გვაქვს და ნუ სკდებით დაგვაცადეთ რა.
14:01 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ხალხნო ეგ არის ბავშვი 13, წლის, მართალია მამაო, ყველა დადის გახდილი მაგალითად ზღვაზე, საერთოდაც ადამი და ევა შისვლები იყვნენ, მთავარი ჩასაცმელი კი არაა ხედვაა..უნდა აღვქვათ ხელოვენბს ნმშად (მთუმეტეს რომ ბავშვა) და მოდელობას აპრებს. მოდელობა ხოლევნობაა და არა კაცებს მსაზდ სფერო, სხვა გონება შერყეულებ ამას როგორ აღქვავენ სხვა საქმეა და პლუს კ მოდელებც არან ვნც თავს სფეროს კაცებს მოსაზდად ყენებს მაგრამ ეგ სხვაა მასეტებ არამოდელებც არან.
13:58 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სიყვარულით, ნ. ხომერიკი-ს და ხათუნას!!!!
საოცრად ზუსტად წერთ, მღვდელი არ არის ის, ვინც ქალს სველ, გამჭვირვალე ტანსაცმელში მკერდს და შიშველ ბარძაყებს სურათს უღებდეს! მითუფრო, თუ ეს მისი ქალიშვილია! არ მჯერა, რომ ეს მამაოს ქალიშვილია... ასე არ გაიმეტებდა!!!!
13:28 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თამო
რელიგიები არაა გათვლილი 21_ე საუკუნეზე.
13:10 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ხალხო მამა პეტრე მღვდელია და არა ჩვეულებრივი მამა რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს.მას ჯერ უფალი უნდა უყვარდეს და მერე თავისი ოჯახი.რატომ პატიობთ რახანც სასიამოვნო გარეგნობის ადამიანია,წერს ლამაზ ლექსებს და კამერაში მომხიბვლელად იყურება?ლამაზი გარეგნობა ბევრ მამაკაცს აქვს,ბევრი წერს ლამაზ ლექსებს და სურათებსაც ბევრი იღებს არაჩვეულებრივს.მამა პეტრეს ურჩევნია თუკი უფლის გზა აირჩია უფალს ემსახუროს უფლის მცნებების დსცვით.მათ კი ვინც მამა პეტრეს ამართლებს ჯერ მართლმადიდებლობა რას ნიშნავს და შავი კაბით შემოსილ ადამიანს რა ევალება ის ისწავლონ.თქვენკი მამა პეტრე ნახეთ რას წერს ხალხი იმიტომ არ დავდივარ ეკლესიაში და იმიტომ არ ვეზიარები რომ მღვდელი ჩვეულებრივი ადამიანიაო?ასე იცით რამდენი ფიქრობს?კიდევ რამდენი ადამიანის სული უნდა დაღუპოთ?
12:59 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS