06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
დიახ
მე მამაჩემი ასეტ სურატებს არ მიღებს და დარწმუნებული ვარ არც თქენი აქ სხვა რამე იმალება
19:24 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ინსეს
ასეტ სექსუალურ სურატებს არც ერტი მამა არ უღებს შვილს მტ უმეტეს მამაო, ლოლ ამატ სხვა დამოკიდებულება უნდა ქონდეტ
19:14 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
marina
Ra gchirt xalxno? Moeshvit parisevlobas...tkvens svilebs mixedet....
18:27 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
13 წლის ბავშზე რა ამბავი ატეხეთ? თქვენს შვილებს მიხედეთ, ნახევრად შიშვლები რომ დადიან და დუნდულები უჩანთ
17:52 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
გასაგიჟებელი და გასაკვირი აღარაფერია ამ სამყაროში....უბრალოდ,ძალიან მინდა და კარგი იქნება,რომ სასულიერო პირი,რომელიც წარმოადგენს ქრისტეს სახეს დედამიწაზე,იყოს ზნეობრიობისა და წესიერების მაგალითი ადამიანებისათვის...ეს და ასეთი ფოტოები,პირადად ჩემთვის მიუღებელია და არა აქვს მნიშვნელობა ვისი შვილია. ეს არის ჩემი პირადი აზრი.თუ გნებავთ დაეთანხმეთ, თუ გნაბავთ არა.უFალმა ყველას მისცა თავისუფალი არჩევანის უფლება!!!!!
17:40 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუგეშა
მღვდელმა, მითუმეტეს მოძღვარმა უნდა იცოდეს და უნდა სარგებლობდეს წმ მამათა იმ ჭეშმარიტი სწავლებით, რომლის მიხედვითაც მსგავსი საქციელი საკუთარი შვილის თუ ცოლის, თუ ოჯახის წევრის ესე მიმზიდველად წარმოჩინება რომელიც მნახველთა დიდ რაოდენობას როგორც მინიმუმ გონებრივ ცოდვაში აგდებს, უხეშად რომ ვთქვათ არც მეტი არც ნაკლები სუტინიორობაა!..
17:29 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა ნახეთ გასაგიჟებელი ამ ფოტოებში. ლამაზი ფოტოებია ნუ ეძებთ ყველაფერში გარყვნილს და ცუდს.
16:56 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატ
დაკომპლექსებული ქართველები...ყველაფერში ცუდს და ამაზრზენს ხედავთ..
16:38 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
დინარეზე ლამის კაბა აცვია საცურაო კოსტუმში ვინც ზღვაზე არ დადის თავისი საქმეა..დაანებონ სხვებს თავი...მამა პეტრე
15:28 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ეს ისე უბრალოდ
უბრალოდ მოქალაქე მამამ შვილის ასეთი სურატი არ უნდა დადოს მითუმეტეს მამაომ
15:27 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS