06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
მარი
რა თქმა უნდა არაა ლამაზი. თუმცა, ამ "მღვდლისგან" არც არაფერი მიკვირს. ზუსტად ეგ იყო, პატრიარქის ეპისტოლეზე რომ თქვა (სადაც სუროგატ დედებზე საუბრობდა), სიცივე ვიგრძენი, როცა დედაჩემმა ეპისტოლე სახლში მოიტანაო და კიდევ, შობას სახლში შევხვდი, იქ მეტი სიწმინდე გადმოვიდა ჩემზე, ვიდრე ეკლესიაშიო... რამდენიც გინდათ იმდენია ეგეთი მღვდლები. უბრალოდ, გაატარეთ და ნუ განიკითხავთ. მე ბევრი კარგი მღვდელიც ვიცი.
12:55 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
νανα
მამამ გადაგიღოს ის ჯობია ესეთი სურათები ,ვიდრე სხვამ. მე ასე ვფიქრობ ,რომ ეს მამაო ძალიან ახლოა თავის შვილთან და ძალიან კარგადაც აღზრდის.
11:12 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ფოკუსას
აზრები დააფოკუსე,შენთვივე აჯობებს!!!
11:11 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი დედა
გახსოვთ,დეისაძემ პირველად თავისი აზრები რომ "გადმოაფრქვია" სახალხოდ: დედაჩემი აბაზანაში შიშველი და ..ასე წარმოვიდგინეო...რა ამბები ატყდა! სწორედ ასე იცავდნენ თქვენნაირი 22-ე საუკუნის "თავისუფლადმოაზროვნენი" მას და შედეგიც სახეზეა. ასე იქნება ცოტა ხანში ეს მამაოც,მითუმეტეს რომ ტელეწამყვანობა უპირებია... გინდა ბნელი მიძახეთ,ჩამორჩენილი და რაც გინდათ ის,მაგრამ რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს,იმ 10 მცნებას მაინც ვეთაყვანები და დავიცავ,მიუხედავად მამა პეტრესნაირი "საღადმოაზროვნე" მამაოსა და თქვენნაირების დაცინვისა!!! ტყუილად რატომ შვრებით და რატომ გინდათ უწოდოდთ კახაბერი იმას,ვი არ არის კახაბერი??? ისე კი დიდი მადლობა მამაო(ჯერ-ჯერობით),რომ გამომაფხიზლეთ და "მეორედ მოსვლა დამიდეთ"ცხვირწინ,რათა მეტი შემართებით ვიღვაწო სულის გადასარჩენად.დიდი მადლობა!
09:36 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
კარგი გოგო ყოლია მამა პეტრეს...ამ ხალხს სულ სექსი დ სქსუალური ელანდება.მშვენიერი ფოტოებია,ბავშვს მაინც მოერიდეთ მღვდელს რომ თავი დავანებოთ! რა გინდა ხალხო რა.((( არანაირი ვულგარული არაა ამ ფოტოებში სილამაზის დანახვის ნაცვლად ტვინში სულ სექსუალურობა უტრიალებს ხალხს. ავდაა ქართველი ერი ფაქტია.
09:31 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ფოკუსა
ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს. აღშფოთებულებმა უკან ხელი მოისვით და თქვენ გარყვნილ სულში ჩაიხედეთ. ქალი რომელიც მამის მიერ გადაღებულ სურათში სექუალურუბას და ამორალურობას დაინახავ ის თვითონაა გარყვნილი სულით, თორე ეგეთი აზრი თავში როგორ მოუვა?!
08:56 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაზარე
ვაი ჩვენს თავს,სურათების გამო ამდენ უაზრობას რომ თხზავთ უსაქმურები,რა მაინტერესებს იცით? ადამიანის გაკიცხვა და ტყუილი ბრალდებები შეიძლება და ტავისუფლად ცხოვრება არა? მოდით რა ყველამ თქვენ სურათებს და თავებს მიხედეთ და ეს ადამიანი როგორმე მიხედავს საკუთარ თავს,თუ ცოდვაა უკვდავთ არ გვაქვს უფლება ჩვენ განვსაჯოთ ,განვიკითხოტ და გავკიცხოთ ვინმე..ამიტომ დაეტიეთ საკუთარ კანში და ნუ ცდილობთ სხვას გააცალოთ ტყავი .. :)
02:04 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დანო
მხოლოდ მახინჯი, სულიერად ავხორია და გარყვნილი ადამიანი დაწერს მსგავს კომენტარებს, რასაც ეს უნამუსოები წერენ ამ ანგელოზი ბავშვის სურათის დანახვისას.
23:07 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ამ ფოტოებზე რა ამბავი ატეხეთ ხალხო..ნეტა თუ არ გრცხვენიათ... ღმერთს არ უთქვამს შვილის საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტო ფეისბუქზე არ დაპოსტოს სასულიერო პირმაო..თუ ცოდვა ცაიდინა აგებს პასუხს ღმერთის წინაშე თქვენ ვისი მეცამეტე გოჭები ხართ?
20:36 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
ეკლესიის კართან მე ესეთ მამაოს უფრო გავყვები ვიდრე აგრესიულ ყალბი გრძნობებით დიქტატორული ტონით მოღაღადე ადამიანს :) ადამიანებო არ დაკარგოთ პოზიტივი და თუ სხვას თხოვთ რომ რამე შეცვალონ ჯერ საკუთარი შვილებით და თავებით დაიწყეთ. და რჩევა სანამ სხვის "კრიტიკას" დაიწყებთ ჯობია იმაზეც იფიქროთ, რომ ეეე მანდ სადმე ადამიანობა არ მიგეკარგოთ :)
19:43 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS