06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
ვასილისა
გადასარევი გოგოა და თან ძალიან კარგი ფოტოებია, არა ვულგარული, არამედ ლამაზი და საყვარელი. რას ერჩით ამ მღვდელს ვერ ვხვდები! მგონი ბევრს ამ გოგოსი შურს!
23:14 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
Nino
Vai zog-zogiertebis tqvens debil patrons,ra geshvelebat xalxo,ratom xandaxan tqvens tavebs ar uyurebt,mgoni ras schadixart xolme da sxvaze kargad msjelobt da saubribt.pui sogi ra usircxilo da unamusoa.raxan mamaos shvilia monazcnad unda agikvecos?Didi ragac sacurao kostiumshi gadagebuli suratebi arasdros ginaxavt?nu gamoshterdit sul martla xalxo!gonebas cota azri daatanet da ise imsjelet da isaibret,chianchvelas spilod nu aqcevt xolme!
13:22 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ჩვენს ქვეყანაში ხალხი მხოლოდ სხვისი კრიტიკით არის დაკავებული, არაფერი საგანგაშო არ არის სურათებზე, რა ქნას ამ გოგონამ თუ მამამისი მოძღვარია,არაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს და სახლიდან თავსაც არ ჰყოფდეს?ნუ იქნებით ზედმეტად მორალისტები.
22:56 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაბილინა
ეს მამაო ასეთი ხერხებით იქცევს ხალხის ყურადღებას და ასე იგროვებს მრევლს, შესაბამისად შემოსავალს. რას იზამ, ჭირს ცხოვრება.
21:21 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეტი
ხალხნო მსჰვენიერი პოტოებია რა პანიკები სეყარეტ კიდევ რამნისვნელობა აქ ვისი სვილია ან რა დაინახეტ ამნაირი მსვენიერი მოკრდალებულად არის ბავსვი
18:12 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ნატვრის ხეში მარიტას პერსონაჟს, რაც შეეხება რას ერჩოდნენო რომ კითხულობ, "ის" სოფლის სიწმინდის და სისუფთავის სიმბოლო იყო და ხალხამ ამ სიწმინდის შებღალვა არ აპატია, იმიტომაც ესვრიან ტალახს. ამ ფაქტთან ეგ არაფერ შუაშია, მე ვთვლი რომ ეს მღვდელი არ უნდა იყოს ეკლესიაში ღმერთისგან უფრო აშორებს ადამიანებს ვიდრე აახლოვებს
16:28 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ზნეობა წახდა
ამ ბავშვს ტრუსიკის სამკუთხედი უჩანს და ეს მოსწონს მამაოს?
16:08 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
რატი
ყველა მამაოს სხვადასხვანაირად ესმის რჯულისკანონი. ეს მამაო კოლხი კი მალე ალბათ შიშველასც გადაუღებს თავის შვილს და კიდევ დაელოდება საზოგადოების რეაქციას. მაგრამ იმაზეც ექნება გამზადებული პასუხი: იტყვის, ღმერთმა შიშვლებად შექმნა ადამი და ევაო. გავარტყი ამისთანა "ნავაროჩენ" და "პროგრესულ" მამაოებს
14:27 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მეც ყოველთვის მიკვირდა რას ერჩოდნენ მარიტას "ნატვრის ხე"და ეხლაც ვერ ვხვდები რას ერჩიან მარის.განა შეიძლება ამ სურათების გამო ამ პატარა გოგოს ასე ატკინოთ გული. მარი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი უსაქმური, არასწორად მოაზროვნე, შურიანი ადამიანი ცხოვრობს,ამიტომ გულთან ნუ მიიტან ამ უმსგავსობას ცხოვრებას ისე შეხედე როგორც ამას შენი მამა გასწავლის აპატიე,წელში გასწორდი და ისე გააგრძელე გზა,ბევრი ვერ ხვდება რომ ვითომ მამა პეტრეს აკრიტიკებენ მაგრამ გულს შენ გტკენენ ამ პატარა გოგოს გამო მაინც შეიკავეთ თავი
14:21 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათი
საქმე იმაშია,რომ უდაოდ ლამაზი გოგონას ეს ფოტოები ერისკაც მამას რომ გაეზიარებინა-ამდენი მითქმამოთქმა არ მოჰყვებოდა, მაგრამ როდესაც ხარ მღვდელი და არა ერისკაცი, მეტი მორიდება და მოწიწება გმართებს შენი რელიგიის მიმართ-ესაა და ეს, მეტი არაფერი. იქნებ მამა პეტრე თავის მოძღვარს დაეკითხოს, როდესაც თუნდაც შვილის , მაგრამ მაინც თამამ ფოტოებს აზიარებს, ისე, მამაო, თუ ერში მოგენატრათ ყოფნა, ანაფორის გახდა არ შეიძლება?ნელ-თბილი ადამიანი უფალს და ნელთბილი რწმენა ქრისტიანობას არ უყვარს, ხომ ასეა?
14:07 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS