06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
ლალი
მე აქ საგანგაშოს ვერ ვხედავ და არაფერს არა მიწიერს და ისეთს რომ ანტი ქრისტიანული იყოს
22:42 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
sofio
ამ კაცმა გაუაზრებელ ემოციურ ფონზე მიიღო ალბათ თავის დროზე სასულიერო პირად გახდომის გასდაწყვეტილება და ეხლა ქვეცნობიერად ნანობს, გაორებულია,ის მიწიერი ბილწი თავისებურად ტკბილი ცხოვრება იზიდავს,ითრევს და ცდილობს ამ ყველაფერს გამართლება მოუძებნოს ქრისტიანობის ერთერთი დოგმატის _-არგანკითხვის პრინციპით !ვერ ხვდება რომ მრავალს აცდუნებს, ისედაც მცირედ მორწმუნეებს,შიგნიდან ძშირს უთხრის ეკლესიას
22:39 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მშვენიერი ქალიშვილი ყოლია მამა პეტრეს, არც გამკვირვებია, ღმერთმა წარმატებები მოგცეს შვილო, რატომ არ უნდა გამოექვეყნებინა, რადგან მამაოს შვილია? რატომ ის ადამიანი არაა? ჩვენ რაღაცეები გვერევა და ეს უკვე ქრისტიანობასთან ახლოს არაა, მამაოც ადამიანია, ღმერთი ხომ არაა.
22:30 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
Mama petres
Dzalian kargi gogoa da gmertma kargad gimkopot,momtsons dzalian.
22:20 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიო
.. სცორედ მამაოს მოეტხოვება დოგმებიტ ცხოვრება..არ არის მოსაცონი.. ტუ ასე სურდა მამაოს ტავისი მარტლაც მშვენიერი ქალიშვილი გაეცნო აზოგადოებისტვის..სხვაგვარადაც შეიდზლებოდა.. რაგაც უპრო პოტოსესიას უპრო გავს ეს ყველაპერი.
21:57 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS