06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
თამო
აი ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები,რომ არა თუ არ ღირს კამათი,კომენტარიც ზედმეტია,მაგრამ არ შემიძლი არ ვთქვა დ ერთი რამ.საკუთარ თავებს,სულებს და საზრუნავებს მივხედოთ.ის რაც დასანახია არ დაიკარგება.არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა არის.აქვე,სილამაზის სწორად აღქმას რელიგია არ კრძალავს და საერთოდაც,როცა ღმერთი მაძლევს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლებას,ადამიანი ვერ ამიკრძალავს.დიახ, ლამაზია და მას ამის უფლება აქვს.დიახ, მოაზროვნეა და მას ამის უფლება აქვს.დიახ,იღებს ფოტოებს და მას ამის უფლება აქვს.ის ამით არ სცოდავს,მაგრამ ბრმა და ყრუ სცოდავს უგუნურების ხარჯზე.სიბნელე და შური გონებქას ართმევს ჯანსაღად აზროვნების საშუალებას :)
23:42 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
დავიჯერო კარგის დანახვა არ შეგვიძლია? მარტო ცუდს რატომ ვხედავთ ყველაფერში? სხვისი განსჯის უფლება ვინ მოგცათ ხალხო? მითუმეტეს ესეთი ადამიანის !
23:34 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
პეტრე გაიხადე კაბა , სასულიერო ანაფორა რა და უკეთ იქნები დამიჯერე, არაა შენი ადგილი ეკლესიაში
23:33 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
me
cuds verapers vxedav sxva ramit rom dakavdet ar jobia ? neta sxvebi rogor dadixart zgvaze an mdinareze , paltoebit??? radganac mama mamaoa ar nishnavs rom mis shvili monazonivit gamoikurebodes. kvelam chven tavebs mivxedot ra.
23:31 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
სოფიო, ნიო, ვინ მოგცათ სასულიერო პირის განკითხვის უფლება, და მამო მიმართვის ფორმაა და არა არსებითი სახელი, მოძღვარი ან მღვდელი მაინც თქვით. თუმცა ურწმუნოებს რა მოეთხოვებათ....
23:31 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მარ
ყველაფერზე ნუ მსჯელობტ ხალხო რაარის აქ ისეტი
23:30 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მარ
რამოხდა ხალხო რაარის აქ ისეტი
23:28 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მესაკუთრე
ყველა მამაომ ვისაც ამაზე ლამაზი და ჭკვიანი შვილები ყავთ,დადონ მაშინ სოც ქსელებში,ნახევრად შიშველი სურათები.რეკლამას უკეთებს საკუთარ შვილს?
23:08 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა გურინი
პირველრიგში ძალიან კარგი იქნება თუ სახელსა და გვარს მიაწერთ კომენტარებს და ანონიმურობას მოეშვებით. აი ესაა ჩვენი უბედურება რომ დავდევთ ვინ რა გააკეთა ვინ რა ფოტო გამოაქვეყნა. ყველამ ჩვენს თავს რომ მივხედოთ არ ჯობია? მამაო"როს ქვებს გესვრიან, ფეხზე ხარ ისევ. და ვერ გართმევენ მას რაც შენშია.. შენ უფალთან ხარ, ღმერთი შენ გისმენს, შენი სიდიდე - ლექსის ფერშია" პატივისცემით.
23:02 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
პატივცემულო მამაო, რა დღეში ხართ?
22:47 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS