06 აგვისტო, 2015
სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - „ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა...“
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა... ფოტოებს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი,თამილა ნიჟარაძე წერს:

"მამათა ნაწერებს მაინც გადახედეთ. ასეთი სურათი შეიძლება ყველას უდევს სახლში, მაგრამ მღვდელმა არ უნდა გამოაქვეყნოს, მით უმეტეს საკუთარი შვილის და თანაც ისეთი სტატუსით, რაც ამ სურათს ახლავს, ცუდია,
თუ ამას ვერ ხვდებით. სამწუხაროდ, ჩვენი ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

Rating

მოგვიანებით სასულიერო პირმა შვილთან ერთად გადარებული სურათი გამოაქვეყნა და დაწერა:

"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლბული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.

ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...

Rating

ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ.."- წერს კოლხი. .

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 115 /
DAVITI -ს
იმდენი,რამდენიც შენ თავად ნინო არა ხარ?!!!
09:02 / 11-08-2015
გამოხმაურება / 0 /
კახა
ძალიან ლამაზი გოგოა, სურათებიც მხატვრულია და არა ვულგარული, ერთადერთი რაც შეიძლება უჩვეულო იყოს დეკანოზის მიერ ფოტოების გავრცელება, რადგან მათგან საზოგადოება უფრო სულიერი სიმტკიცისა და ქრისტიანული ღირებულებების გავრცელებას ელის.
08:30 / 11-08-2015
გამოხმაურება / 0 /
DAVITI
Nino-ს მომწონს თქვენი სიტყვები, აზროვნება... მადლობთ...
23:00 / 10-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინე
კი მაგრამ ისინი ანუ მამაოები, ხომ უცებ გააკრიტიკებენ სხვას. ამიტომაც მათი ქცევა და ოჯახი მისაბაძი უნდა იყოს სხვისთვის.
17:04 / 10-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ნამდვილად...სულ სხვის ცხოვრებას აკრიტიკებენ....დაბოღმილები დადიან...აცალეთ ყველამ თავისი ცხოვრებით იცხოვროს და თავისი ბედნიერება იპოვოს...გაიღიმეთ და ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენებათ..
13:01 / 10-08-2015
გამოხმაურება / 0 /
Nino-ს
ნუ იჯღარკნები რაღაცას! ვინ ამბობს,მამაოს შვილი აუცილებლად მონაზონი უნდა გამოვიდესო!!!!!!!!!!!! მამისაგან 13 წლის არასრულწლოვანი ქალიშვილის ნახევრად შიშველი ფოტოების საჯარო სივრცეში დადება და ამით ქართველი ერის გამოყენება "საექსპერიმენტო თაგვებად" , მერე კი მათი მოხსენიება "გაუნათლებლებად " და უწიგნურებად,ესაა სირცხვილი მამაოსგან და მიუღებელი ხალხითვის,გაიგეეეეეეეეეეეეეეეეე!!! ათასი სურათი იდება შიშველი მედელების. ვინმე თქვა რამე???? მამა იმას არ ფიქრობს,სექტემბერში მისი შვილი სკოლაში რომაა მისასვლელი-ყველა კლასელი ერთნაირად აზროვნებს??? მაგ მამაომ თუ წაიყვანა თავისი ქალიშვილი მდინარე ვერეს გადარევისას ახალგაზრდების სანახავად და მათ მისაშველებლად???? აი,ამაშია ქალო საქმე და ჯერ ქართული შრიფტის აკრეფა ისწავლე კლავიატურაზე... იმედია,ადმინი არ დაბლოკავს,რაც ამ მამაომ ერს უწოდა იმაზე უარესი არაფერი დამიწერია!
09:03 / 10-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დიაგნოზი-მანია გრანდიოზა
რა გიკვირთ მანდ 99 პროცენტი ეგეთია.
06:19 / 10-08-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
მშობელი უნდა იყოს სამაგალითო შვილისათვის, დანარჩენს უფალი განსჯის, ჩვენ არ გვაქვს განსჯის უფლება !!!
00:04 / 10-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მედეა
სხვა საქმე არგაქვთ
23:31 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ელი
ძალიან საKვარელი გოგოა და ულამაზესი ფოტოებია! ვერ გავიგე რა დაინახეთ აქ ისეთი, რომ დაიBოღმეთ! მოკლედ რა მართალი და ჭკვიანი ხალხი ვართ ეს ქართველები, ვაააახ (სარკაზმი)!
23:18 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS