30 ივლისი, 2013
სადუნიშვილი ბეგაშვილს: შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთან ერთად პრემიერებზე სიარულია?
მაგრამ ის ხალხი ვინც "ლაიქებით" გცხრილავს ასეთი მარტივი ლოგიკით ცხოვრობს, კარგად იცი ჩვენი სკანდალების ისტორიაც ჟურნალისტების გაფეტიშებულია. ვწუხვარ ჩემი როგორც წამყვანის პროფესიული მოვალეობის შესრულება პირად მტრობად თუ აღიქვი ბოლო ორი დღეა შორენა ბეგაშვილისა და თიკო სადუნიშვილის სკანდალი "ფეისბუქისა" და ინტერნეტსივრცის მთვარი თემაა. "ფეისბუქის" კედელზე შორენა ბეგაშვილმა სადუნიშვილს წამოაძახა, რომ ის ციხეში დადიოდა და დედობის უფლება აქვს ჩამორთმეული. როგორც ჩანს, სკანდალი გრძელდება და შორენას ბრალდებებს დღეს თიკო გამოეხმაურა

ძვირფასო შორენა, სიმართლე გითხრა დიდხანს ვფიქრობდი გამოვხმაურებოდი თუ
არა შენს "პოსტს" მერე იმაზეც ვფიქრობდი ეს რა ფორმით გამეკეთებინა, ყველაზე ადვილი შენი მსგავსი ბრალდებების გამოქვეყნება იყო, რომელსაც დამეთანხმები დიდად ჭკუის დატანება არ ჭირდება. როგორც ამბობ ამ დიდებულ ტექსტს სამი წამი დაუთმე და გილოცავ! ამით გაუნათლებლობის გამოვლინების უმაღლესი მაგალითი დაგვანახე.

მადლობა ღმერთს მშობლებმა ისე გამზარდეს, ასეთივე სტატუსის ჩემგან გამეორება იმწამსვე გამოირიცხა. არა და სულ გაჩუმებაც არ გამოვიდოდა, გაგიგონია ალბათ "დუმილი თანხმობის ნიშანიაო" პირადად მე ამ გამოთქმას ვერც ვიტან და არც ვეთანხმები. მაგრამ ის ხალხი ვინც "ლაიქებით" გცხრილავს ასეთი მარტივი ლოგიკით ცხოვრობს, კარგად იცი ჩვენი სკანდალების ისტორიაც ჟურნალისტების გაფეტიშებულია. ვწუხვარ ჩემი როგორც წამყვანის პროფესიული მოვალეობის შესრულება პირად მტრობად თუ აღიქვი.

იმ იაფფასიანმა ჭორებმა, რომელზეც შენ ლაპარაკობ ძალა ორიათასიან წლებში დაკარგა აი სწორედ მაშინ პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჯართს, რომ აგროვებდი. ( დიახ, ჩვენც ვუყურებთ პროფილს ხანდახან:)) კარგად ვაცნობიერებ პოპულარობას ბონუსად ათასი ბინძური ჭორიც მოყვება, ამის წინააღმდეგ იმუნიტეტი დიდი ხნის წინ გამოვიმუშავე.

მერწმუნე, შენ ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა ის რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთან ერთად პრემიერებზე სიარულია,თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
სესო
ზაან არ მაჯავრებს ასეთი ამბები, მაგრამ... ეს ბოღმიანი თიკო რატომ ვერ ისვენებს ნეტა? ხანდახან დაფიქრდი თიკო, შენ არც ინტელექტით, არც გარეგნობით,არც გვარიშვილობით არ გამოირჩევი, არაფრით სხვაზე მეტი არ ხარ და საიდან ამდენი ირონია? ერთი ენამცარე ქალის შთაბეჯდილებას ტოვებ, რას ერჩი სხვებს, რას გესლავ???? და აი მიიგე კიდეც! გული არ გისკდება ამდენ უარკოპით კომენტარებს რო კიტხულობ? თუ არ კითხულობ, დაინტერესდი!!!!!
00:41 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
შორენა რომ გაუნათლებელი და უტაქტოა,მაგას დავა არ სჭირდება.რაც შეეხება თიკოს,მე მის ადგილას,შორენას ბრალდებებს ძაღლად არ ჩავაგდებდი.
00:04 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
შენ ძალიან განათლებული ხარ?ეჰ,უბედურო საქართველოოოб. უსწავლია სიტყვა იმუნიტეტი და ყველა ინტერვიუში ხმარობს.
23:37 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS