ძვირფასო შორენა, სიმართლე გითხრა დიდხანს ვფიქრობდი გამოვხმაურებოდი თუ
მადლობა ღმერთს მშობლებმა ისე გამზარდეს, ასეთივე სტატუსის ჩემგან გამეორება იმწამსვე გამოირიცხა. არა და სულ გაჩუმებაც არ გამოვიდოდა, გაგიგონია ალბათ "დუმილი თანხმობის ნიშანიაო" პირადად მე ამ გამოთქმას ვერც ვიტან და არც ვეთანხმები. მაგრამ ის ხალხი ვინც "ლაიქებით" გცხრილავს ასეთი მარტივი ლოგიკით ცხოვრობს, კარგად იცი ჩვენი სკანდალების ისტორიაც ჟურნალისტების გაფეტიშებულია. ვწუხვარ ჩემი როგორც წამყვანის პროფესიული მოვალეობის შესრულება პირად მტრობად თუ აღიქვი.
იმ იაფფასიანმა ჭორებმა, რომელზეც შენ ლაპარაკობ ძალა ორიათასიან წლებში დაკარგა აი სწორედ მაშინ პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჯართს, რომ აგროვებდი. ( დიახ, ჩვენც ვუყურებთ პროფილს ხანდახან:)) კარგად ვაცნობიერებ პოპულარობას ბონუსად ათასი ბინძური ჭორიც მოყვება, ამის წინააღმდეგ იმუნიტეტი დიდი ხნის წინ გამოვიმუშავე.
მერწმუნე, შენ ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა ის რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთან ერთად პრემიერებზე სიარულია,თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.
იხილეთ სრულად




















