06 აგვისტო, 2015
ლეღვის ფოთოლით დამწვრობის 6 ახალი შემთხვევა - რა მიზნით გადაისხა 62 წლის ქალმა ნახარში
ასეთი შემთხვევების შემდეგ დამნაშავედ გრძნობენ თავს და იკეტებიან ყოველ  ზაფხულს საქართველოში ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობას რამდენიმე ადამიანი იღებს. მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება. მიუხედავად ექიმების არაერთი გაფრთხილებისა, კარგი ნამზეურის მიღების მიზნით ლეღვის ფოთოლს საქართველოში მონდომებით ხარშავენ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძეს ამ თემაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ. 

- წელს, ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვართა შორის ერთ-ერთი 62 წლის ქალბატონია, თქვენთვის ცნობილია, რა მოხდა ამ კონკრელტულ შემთხვევაში.  62 წლის ქალბატონს წესით უნდა სცოდნოდა, რა შედეგს მიიიღებდა...
- ეს ქალბატონი თავს ახალგაზრდულად გრძნობს და მისი მოტივი იყო გარუჯვა.

- წარმოშობით საიდანაა?
- თბილისელია. წელს ექვსი მსგავსი შემთხვევა მოხდა. ოთხ მათგანს დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა, ორი მათგანს ამბულატორიული დახმარება ჩაუტარდა. ორი მათგანის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და ოთხ მათგანს კი გადასხმები დასჭირდა.

- ლეღვის ნახარშით დამწვრების ოჯახის წევრები რას ამბობენ, ალბათ მათაც უკვირთ მსგავსი შემთხვევები.
- ექიმი ვარ, მასწავლებელი ხომ არ ვარ, რომ დავსაჯო ვინც ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიიღო. პაციენტები ასეთი შემთხვევების შემდეგ დამნაშავედ გრძნობენ თავს და ჩაკეტილები ხდებიან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მაგალითი იქნება და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება. ისეთი შემთხვვა არ გვქონდა, რომ ერთხელ დაიწვა და მეორედ კიდევ ეცადოს ლეღვის ნახარშის გადავლება, თუმცა რას გაიგებ, უკვე ყველაფერი შეიძლება, ვივარაუდოთ.



მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელა
ზურა,მეც გამეღიმა შენს ხუმრობაზე, მაგრამ ზომიერად. კაცს ასეთი სტილი შეურჩევია. რა მოხდა მერე? სალვადორ დალის გავს.
13:32 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
კოსტაია ხმაააააალიიიიიიი
07:37 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS