02 აგვისტო, 2015
ანიტა რაჭველიშვილი: „თბილისი - ჯოჯოხეთია - თუ ფულს არ მისცემ მანქანის დაჩხაპნით და ათასი საშინელებებით გემუქრებიან!“
სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს მსოფლოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, რომელიც უკვე წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:

ანიტა რაჭველიშვილი: "თბილისი - ჯოჯოხეთია აეროპორტიდან დაწყებული უკვე! ქაოსი, დეზორგანიზაცია, ციგნები თუ ფულს არ მისცემ მანქანის დაჩხაპნით და ათასი საშინელებებით გემუქრებიან! და ვინ არის ნეტა მომხედავი და პატრონი?!

მანქანა მამაჩემმა 45 წუთი ვერ დააყენა. ხალხი რიგში დგას და ამით ფულს აკეთებენ! ჩემოდანს საათნახევარი ველოდებოდი! უზრდელურად გელაპარაკებიან! რომელი ერთი ვთქვა? დიდი მადლობა ასე რომ ზრუნავთ ჩვენზე!!!

მარაზმსაც უნდა
ჰქონდეს საზღვარი! იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება ორი წლის წინ, რომ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს!!! ჯობია ისევ უკან წავიდე!“ - წერს ანიტა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნათია ზანდუკელი
მე ჩემი საქართველო ისეთი მიყვარს და მტკივა, როგორიც არის. მისი ასეთი სიკარგ-სიავე კი ჩვენი დამსახურებაა. თუ ერთმანეთს მეტი სიყვარულით მოვეკიდებით, მერე ვნახოთ რომელი ქვეყანა გვაჯობებს. ხელის განძრევა ჩვენ არ გვინდა და თავისით კი არაფერი მოდის. სულ ცოტა სითბოსა და სიყვარულს კი არ სჭირდება მილიონები.
15:40 / 04-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინკა
100%-იან სიმართლეს ამბობს,მართლაც ასეთი ქაოსია,ყოველ ჩამოსვლაზე მეც იგივე განცდა მაქვს,მაგრამ რა ნდა ვქნათ? ჩვენ რისი შეცვლა შეგვიძლია? ყველა რომ გავიქცეთ ამ ქვეყნიდან ეგაა გამოსავალი?იმედი ვიქონიოთ,დრო მოვა და ჩვენთანაც შემოვა ცივილიზაცია...
14:55 / 04-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ისე ”გაუკვირდა” თითქოს ციდან ჩამოფრინდა...ვერ ვიტან,როცა ასე ლანძღავენ ჩემს ქვეყანას,ჩემს ქალაქს!!!საკმაოდ ბევრს უხდიან და ჩვენი ქვეყნის ”სიყვარულით” არ ჩამოსულა!!!როდესაც ასეთი რანგის მომღერალი ხარ,სულ ცოტა ტაქტი გმართებთ!!!წადით,ვისაც არ მოგწონთ!!!ისე,საინტერესოა,ამ ქალმა რატომ ერთხელ მაინც არ გააპროტესტა მართლა ჯოჯოხეთური 9 წლიანი რეჟიმი???!!!იქნებ იმიტომ,რომ ამ ჯოჯოხეთური რეჟიმის დიქტატორი-ლიდერი მისთვის მისაღებია...ასე რომ,ამ ქალს ქვეყნის სიყვარულს და ხალხის სიყვარულს მაინც ნუღარ დააბრალებთ!!!
22:27 / 03-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
კი, მასეა ჩემო ანიტა, მასე!! ქართველები 2012 წლის შემდეგ გახდნენ თავისუფლები. ხალხმა ღრმად "ამოისინთქა" და სრულიად დაუბრუნდა თავის ბუნებრივ, ჯიგრულ ყოფა-ცხოვრებას. ქართველების ადგილი არის იქ, სადაც ორი საუკუნის განმავლობაში, მართალია მონური, მაგრამ ბედნიერი ცხოვრებით ირთობდნენ თავს.
09:51 / 03-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS