28 ივლისი, 2015
სოფო ბედია: ''ჩემი გამარჯვება რეალური იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა''
პროექტები მთავრდება და ცხოვრება გრძელდება პროექტი ''ერთი ერთში'' დამთავრდა, თუმცა დღემდე საუბობენ, რომ გამარჯვებულ თაკო გაჩეჩილაძეს დანარჩენმა მონაწილეებმა გამარჯვება არ მიულოცეს. ოთო ნემსაძემ თქვა, რომ გამარჯვება მიულოცვა თაკოს თუმცა მერე იმის გამო რომ ძალიან ცუდი გარემო იყო პროექტში, სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა. ვესაუბრეთ სოფო ბედიას, რომელიც პროექტში მესამე ადგილზე გავიდა და 20 ათასი ლარი მოიგო. თაკოს პრეტენზიის შესახებ მომღერალს ვკითხეთ რას უპასუხებდა.

- თაკო გულდაწყვეტილია. არავინ მომილოცა გამარჯვებაო? ოთო ნემსაძემ თქვა, რომ მიულოცა და ეს კადრებიდანაც ჩანს. შენ ამასთან დაკავშირებით არაფერი გითქვამს. რა
მოხდა რეალურად, რატომ იყო პროექტში ასეთი დაძაბული სიტუაცია?
- როგორც კი გამოაცხადეს, გამარჯვებული თაკო იყო, ავდექი, ჩავეხუტე და მივულოცე. ის ისეთი ბედნიერი იყო ალბათ არ ახსოვს! მე გულით მივულოცე! პირადად არავისთან არ მქონია დაძაბულობა! ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს!

ყველას გვინდოდა გამარჯვევა! მათ შორის მეც და ამისთვის ვიყავი შემზადებული. ცხრა კონცერტის ლიდერი ვიყავი და ძალიან რეალური იქნებოდა, ჩემი გამარჯვევა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

იმ მომენტში ნამდვილად დამწყდა გული ჩემ თავზე, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! პროექტები მთავრდება და ცხოვრება გრძელდება, ასე რომ მე თაკოს ყოველთვის გამარჯვებას ვუსურვებ ყველგან და ყველაფერში.

- მოგებულ თანხას რაში გამოიყენებ?
- მოგებული თანხა არის 20000 ლარი. 20 პროცენტის დაქვითვის შემთხვევაში ხელზე ავიღებ 16000. ჯერ არ ამიღია! ბანკის ვალი მაქვს და რაღაც ნაწილს შევიტან.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ლიბერალი
ნამდვილად არაა საკამათო ის, რომ უნჭიერესი ახალგაზრდებიგვყავს. სოფოს ნიჭიერებას ვერ დამალავ, ვერც ოთო ნემსაძის. ეს ზალიან კარგია. ერისთვის საამაყოა. მე ერთ შენიშვნას შევიტანდი ასეთი პროექტების ორგანიზებაში. კერძოდ, ისეთ პროფესიონალ მომღერლებს, როგორებიც არიან თაკო გაჩეჩილაძე და თუნდაც ზურა მანჯავიძე, იმედის ადმინისტრაციის ადგილზე, მე ჟიურში მივუჩენდი ადგილს, მუდმივს, მაღალი ანაზღაურებით და არა სცენაზე, ახალბედებთან კონკურსანტის რანგში. ეს სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჭიდილს ჰგავს. ბინა, მანქანა კი შეიძლება უნდოდეთ მომღერლებს, მაგრამ რანგი და წონა უნდა განირჩეოდეს. ტაკომ დაამტკიცა რომ არის უნიჭიერესი, მაგრამ ეს სიახლე არ იყო.
15:53 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ჩიჩა
თაკო ნამდვილი პროფესიონალია, მასეთი მომღერალი ქართველებს არც გვყოლია და არც გვეყოლება. გილოცავ თაკო, შენ გაიმარჯვე. სამართალმა პური ჭამა.
15:53 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
თაკო უძლიერესია და ღირსეულად მოიგო კიდეც,მე მას წარმატებებს ვუსურვებ,თავი ვერ შეიკავა სოფო ბედიას ქმარმა,ისე დაიბოღმა,ალბათწინა დღეს სიზმარში ნახულობდა მანქანას და ბინას,მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა
15:18 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ნამდვილად სად ტაკო ,სად სოფო. სახვადასხვა დონეა. ტაკო ძალიან განატლებული და ერუდირებული მუსიკოსია. პროფესიაონალი. მომღერლობა მარტო ხმა არ არის ხალხოოოოოოოოოოოო!!!!
15:17 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სისი
ნამდვილად სოფოს უნდა გაემარჯვა,მაგრამ ტავიდან აქცენტი კეტდებოდა ტაკოზე,რაც დზალიან ცუდად ცანდა.სად სოფო და სად ტაკო.ცემი აზრი ასეტია.
14:22 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS