28 ივლისი, 2015
სოფო ბედია: ''ჩემი გამარჯვება რეალური იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა''
პროექტები მთავრდება და ცხოვრება გრძელდება პროექტი ''ერთი ერთში'' დამთავრდა, თუმცა დღემდე საუბობენ, რომ გამარჯვებულ თაკო გაჩეჩილაძეს დანარჩენმა მონაწილეებმა გამარჯვება არ მიულოცეს. ოთო ნემსაძემ თქვა, რომ გამარჯვება მიულოცვა თაკოს თუმცა მერე იმის გამო რომ ძალიან ცუდი გარემო იყო პროექტში, სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა. ვესაუბრეთ სოფო ბედიას, რომელიც პროექტში მესამე ადგილზე გავიდა და 20 ათასი ლარი მოიგო. თაკოს პრეტენზიის შესახებ მომღერალს ვკითხეთ რას უპასუხებდა.

- თაკო გულდაწყვეტილია. არავინ მომილოცა გამარჯვებაო? ოთო ნემსაძემ თქვა, რომ მიულოცა და ეს კადრებიდანაც ჩანს. შენ ამასთან დაკავშირებით არაფერი გითქვამს. რა
მოხდა რეალურად, რატომ იყო პროექტში ასეთი დაძაბული სიტუაცია?
- როგორც კი გამოაცხადეს, გამარჯვებული თაკო იყო, ავდექი, ჩავეხუტე და მივულოცე. ის ისეთი ბედნიერი იყო ალბათ არ ახსოვს! მე გულით მივულოცე! პირადად არავისთან არ მქონია დაძაბულობა! ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს!

ყველას გვინდოდა გამარჯვევა! მათ შორის მეც და ამისთვის ვიყავი შემზადებული. ცხრა კონცერტის ლიდერი ვიყავი და ძალიან რეალური იქნებოდა, ჩემი გამარჯვევა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

იმ მომენტში ნამდვილად დამწყდა გული ჩემ თავზე, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! პროექტები მთავრდება და ცხოვრება გრძელდება, ასე რომ მე თაკოს ყოველთვის გამარჯვებას ვუსურვებ ყველგან და ყველაფერში.

- მოგებულ თანხას რაში გამოიყენებ?
- მოგებული თანხა არის 20000 ლარი. 20 პროცენტის დაქვითვის შემთხვევაში ხელზე ავიღებ 16000. ჯერ არ ამიღია! ბანკის ვალი მაქვს და რაღაც ნაწილს შევიტან.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ნინკა -- ვინ გითხრა რომ ყველას სოფოს გამარჯვება უნდოდა? უმეტესობას ზუსტად თაკოს გამარჯვება უნდოდა.
14:22 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
ნუ შეგვჭამეთ ამ კაკულიას სიმღერით, მთელი ცხოვრება მაგის პაროდიას აკეთებდა და აბა ვერ იმღერებდა? რამდენი ვერ იმღერა ეხლა ისინი ჩამოგითვალოთ? ჯობია მორჩეთ ეხლა კაკანს.
14:07 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
სოფო-- შენ ხომ თვითონ იცი ხალხის მაღალი ქულები რა ხერხით მოგდიოდა , ენა როგორ გიბრუნდება და როგორ ამბობ-- ყველაზე ხშირად მე ვიყავი ლიდერიო-- არა გრცხვენია?
14:05 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ნათია-- სოფო პროფესიონალია და თაკო არა???? ჰაჰაჰაჰჰააა ეხლა ძალიან გამაცინე, უნდა გრცხვენოდეს ამ სიტყვების მერე.
14:00 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიოლა
დავიწყოთ იქიდან რომ თაკო დაიბადა მუსიკალურ ოჯახში, მამა კომპოზიტორი და დირიჯორი, დედაკი ყოფილი მომღერალი, ბავშობოდან მუსიკალურ განათლებას იღებდა , დაამთავრა 7 წლედი, მერე 10 წლედი და შემდეგ კონსევატორია, 8 წლის ასაკიდან დგას სცენაზე, მრავალ საერთასორისო კონკურსებიდან სულ 1 ადგილები აქვს ჩამოტანილი, არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, აი ამის მერე როგორ უნდა მოგიბრუნდეთ ენა და თაკოზე რამე ცუდი ილაპარაკოთ. ყველამ კარგად დაინახა მისი შესაძლებლობა, ქართულებსაც და უცხოურ სიმღერებსაც მაღალ დონეზე მღერის და თითქმის მთელი საქართველო გახარებულია მისი გამარჯვებით , შედით და ნახავთ კომენტარებს , დაბოღმილი ადამიანების გარდა ყველა რა სიყვარულით და სიხარუ ლით ულოცავს გამარჯვებას. იქნებ გეყოთ და გათავდეს ამაზე ჭორაობა , ნუთუ აღარ დაიღალეთ, კონკურსი ვის არ წაუგია , ესეთი გაუთავებელი არაფერი მინახია, აღარ გრცხვენიათ ?
13:58 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
რეზი
ვიღაცამ დაწერა თაკოს ქართული სიმღერების შესრულება არ შეუძლიაო და ამაზე ბევრი ვიცინე ,ეტყობა არ მოგისმენიათ მისი ქართული სიმღერები და და ამიტომაც ესე ილანძღებით, გოგომ მერაია , ვიტნი და ბიონსე შეასრულა და თავის მშობლიურს ვერ იმღერებს? მაგრა უბერავთ ხომ იცით. ნუ გასაგებია თქვენ ყველა სოფოს ხალხი ხართ ვინც ამას ამბობთ , მაგრამ სიმართლეს ხომ უნდა შეხედოთ თვალებში.
13:47 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ნნნ---მადონას გვერდით როგორ იქნებოდა როცა საქრთველოში ცხოვრობს , რამეს რომამბობ ცოტა ტვინი დაატანე, იქ რომ დაბადებულიყო დარწმუნებული ვარ რომ იქნებოდა.
13:07 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ნათია--სად დაინახე რომ ქაჩავდნენ , იმდენჯერ დაუწერეს დაბალი ქულები, რეებს იგონებ, მერე თანდათან აჯობა ყველას და აბა არ უნდა დაეწერათ მაღალი ქულები? ეხლა ჩამოვთვალო რამდენჯერ შეასრულა ყველაზე კარგად? რათ გინდათ ესეთი არასწორი ლაპარაკი, თქვენ გონიათ მაგით სოფოს ეხმარებით ? მე კიდე მგონია პირიქით
13:05 / 02-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნნნ
მსოფლიო დონის მომღერალი თაკო არ არის ასე რომ იყოს მადონას გვერდში იმღერებდა.სოფოს უნდა მოეგო
10:39 / 01-08-2015
გამოხმაურება / 0 /
პარტ
ეკა ღმერთია პირველი მარადჟამ.და ას უნდა ვუხდიდთ პირველად მადლობას ვაი შენს პატრონს რეგვენო
09:39 / 31-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS