27 ივლისი, 2015
გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი გოგონას მშობლები გახდებიან
სახლში დაბრუნებულმა წყვილმა ტორტი გაჭრა
მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის და მარინა კარპის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, პირველ შვილს ელოდებიან.

მარინამ უკრაინის კლინიკაში ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაიტარა. ცნობილია ბავშვის სქესი.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგის დედის, ციცი ფალავანდიშვილის მიერ გაზიარებული ვიდეოდან შევიტყვეთ.

გიგის და მარინას კლინიკიდან ტორტი გამოატანეს, რომლის შიგთავსის ფერიც პატარას სქესს ატყობინებს. ცისფერი კრემი ბიჭს მიგვანიშნებს, ვარდისფერი კი გოგოს.

სახლში დაბრუნებულმა წყვილმა ტორტი გაჭრა. კრემი ვარდისფერი იყო და გიგიმ გახარებულმა წამოიძახა "გოგონა" და მარინას გადაეხვია.

ციცი ფალავანდიშვილმა
ამჯერად ფეხმძიმე რძლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით, "ჩემი მარინა სიხარულის მოლოდინში".


Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნანა
საყვარლებო და კარგებოო,გილოცავთ,ეს გოგო როგორი ლაღი,ხალისიანი და თავისუფალია,არ ვიცნობ მაგრამ სიხარულსა და სიყვარულს ასხივებს.
21:55 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
ქართველი გოგო ვერ იპოვა ხო?
21:01 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
მიხარიაააა , გილოცაააააავთ. მარინა ძალიან მიყვარხაააააარ, უკარგესი და უსაყვარლესი ხარ.
02:02 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS