24 ივლისი, 2015
თამარ ივერი ქართული კულინარიული გადაცემების წინააღმდეგ - „მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა...“
თავად ვარ მომსწრე,მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა ტირილით ოპერის მომღერალი თამარ ივერი კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს

''მაპატიეთ მაგრამ ქვეყანაში, სადაც ხალხის ძალიან დიდი ნაწილი შიმშილობის ზღვარზეა, დამშეული პენსიონერები, სოციალურად დაუცველი თუ გაჭირვებული ამდენი ოჯახი, სადაც დილით საწყალ დედას გათენების ეშინია რომ ისედაც ამ გაუფასურებული ლარის და მომატებული ფასების ფონზე ბავშვებს რა აჭამოს ჯერ კიდევ არ იცის.

სადაც, ბავშვები ხშირად მთელ დღეს პურის ყუით ხელში ატარებენ ტელევიზიის ყველა არხებიდან ამდენი გაუწყვეტელი ტაფების შიშხინი, წვა, ხრაკვა, ხარშვა, ცხობა, დიქტორების
უსასრულო ნეტარებაში ჩავარდნილი ეპითეტები: "ვაიმეეე, უგემრიელესია", "თითებს ჩაიკვნეტ","სასწაული კერძი გამოვიდა", "აბა, გემშვიდობებით -ჩვენ კი ამ კერძებს შევექცევით"და ა.შ.

ცოტა არ იყოს უკვე მეტისმეტია. კი,ბატონო,რაღაც ერთ-ორ არხზე კვირაში ერთი ორი გემოვნებით გაკეთებული სამზარეულოზე მიძღვნილი გადაცემა მესმის. თავადაც მიმიღია მონაწილეობა და ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული და კარგი შოუც გამოვიდა მაგრამ ასე დღე და ღამე, ყოველდღე, თითქმის ყველა არხზე,მთელ შუადღეს ამდენი ხრაკვა-ბრაწვის ასეთი დოზით "აგრესიული პრომოუშენი". "ან", უკვე მეტისმეტია.

და რას ემსახურება ეს ყოველივე? ვინმეს მართლა იმის ილუზია აქვს ხომ ხალხი კალამი და ფურცლით ზის ტელევიზიებთან და მათ რეცეპტებს იწერს? ეს ხომ მხოლოდ შოუა და მეტი არაფერი? და თუ შოუა, მაშინ ვის აინტერესებს რა კერძი როგორ კეთდება და რამდენად გემრიელი გამოდის?

კერძის სიგემრიელე და მისი მომზადების პროცესი ყველას აინტერესებს თუ მას თავად გასინჯავს არა? თუ არადა წავა კაცი და ქვეყნის ფერადფერადი სპეციალური წიგნები და ჟურნალებია სამზარეულო რეცეპტების და თავად იყიდის, თავად გააკეთებს და თავადვე იტყვის თუ რამდენად "გემრიელიაა" და გაუნაწილებს ოჯახის წევრებს. მაგრამ ვაი, რომ ამ ყველაფერს ფინანსური კეთილდღეობა სჭირდება.

თავად ვარ მომსწრე, მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა ტირილით "მაგას არ შევჭამ,აი აქ რომ გააკეთეს ეს საჭმელი მინდაო" და რამდენი ადამიანია ცისფერ ეკრანებთან იგივე შეგრძნების ქვეშ როცა ტელევიზიებიდან პირდაპირ ეთერში ამდენი კერძების კეთების პროცესებს აყურებინებენ "იფ,იფ" შეძახილებით და მას კი სახლში პურის და წიწიბურას მეტი არაფერი აქვს.

კი, უცხოეთშიც არის ამ სტილის გადაცემები მაგრამ ჯერ ეს ერთი, იქ ხალხის ხელფასები და სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მაღალია, მაცივრებიც სავსე აქვთ და ტელეეკრანებთან, დამშეულები კბილებს არ აკაწკაწებენ.

თუ მაინცდამაინც რაღაცას უნდა დაეთმოს გადაცემის წუთებიჩართონ ამ გადაცემებში ყოველდღიურად რაიმე "ზოოკუთხე" და გააცნონ და შეაყვარონ ხალხს და ბავშვებს სხვადასხვა ცხოველები.

მოუყვნენ მათ ჯიშებზე, ხასიათზე,მიიყვანონ სტუდიაში პატარა, პორტატული ზომის ცხოველები,გაყიდონ და გააჩუქონ ეთერში ისინი. ან ყოველდღიურად ვინმე ნიჭიერი ადამიანის ნამუშევრები თუ სამკაული და ა.შ
წარადგინონ და გაყიდონ პირდაპირ ეთერში.

ამით მასაც დაეხმარებიან და ტელევიზიასაც შეუვა თანხები. დაიღალა ხალხი ამ გაუთავებელი ვირტუალური გემრიელი კერძებით.

მოკლედ, როგორც იტყვიან:  большой "Пир во время Чумы"и ни больше!!''...

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
Ubeduri makurebeli
Qarttuli TV mamebis tvini amaze shors ver midis,chama-sma da vanos shou!
22:36 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ვეტანხმები
20:53 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გეთანხმები
გეთAნხმები ეს ყველაფერი ემსახურება იმას რომ გარრთონ და ტელევიზიის ხარჯზე გამოძღნენ კიდეც და თან ხელფასიც აიღონ, გაიხარე თამარ ჩEმი სათქმელი თQვი
20:40 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
00000
მე ვეთანხმები ამ ქალს
19:38 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერტი რამ ვერ გავიგე ქ-ნო თამარ, გული გტკივათ ამდენი დამშეული ადამიანი რომ უყურებს კულინარულ გადაცემებს, ის არ გაღელვებთ ამ გაუბედურებულ ხალს ე.წ.ელიტის გარდერობს, ყოველდღიურ ცხოვრებას, ან სხვადასხვა ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებას რომ აყურებინებენ კვირაში ცხრაჯერ?ან ის ახალგაზრდები არ გეცოდებიან, ვინც ნარკოტიკებით გამდიდრებულ იგივე ელიტისაგან წამალს ყიდულობენ? თუ შერჩევითია ამ ქვეყანაში ყველაფერი და ათმაგი სტანდარტებიც მოსულა....
18:08 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ვეთანხმები!!!
100% ვეთანხმები!!! დილიდან რამდენიმე არხზე რომ კულინარიული გადაცემები გადის, მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელია უკვე!!!!ზოგს ელემენტარული პროდუქტი არ აქვს და ამოვიდა უკვე ყელში ჭამა-ყლაპის გადაცემების ყურება! გადართვით კიდევ, რამდენიმე არხზე ერთდროულად გადის ხოლმე..... აქ ისეა საქმე: მაძღარს ყველა მაძღარი ეგონა-ო!"
17:49 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
!
აბა ესა ყოფილააა... ტელეგადაცემების წინააღდეგ გამოსვლას ხომ არ სჯობია ხელისუფლების ყურამდე მიიტანოთ ეს ამბავი, რომ ბავშვები შიმშილობენ... თუმცა იციან კაცო, ბოდიში... სწორია დახურეთ კულინარიული გადაცემები! ეს ისეთი კალორიული იქნება, ბავშვებიც დანაყრდებიან და თქვენც მშვიდად დაიძინებთ! იქნებ ჯობდა რამე კერძი მოგემზადებინათ და მეზობლის ბავშვისთვის მიგეწვდიათ... თუმცა სად გეცალათ, ეგრევე კომპიუტერს მიუჯექით პოსტის დასაწერად და პრობლემის გადასაჭრელად... (P.S. ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი სარკაზმი, მაგრამ მართლა ყელში ამოვიდა ამ ცნობილების "ჰუმანურად" წარმოჩენის მცდელობები...
17:15 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS