24 ივლისი, 2015
თამარ ივერი ქართული კულინარიული გადაცემების წინააღმდეგ - „მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა...“
თავად ვარ მომსწრე,მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა ტირილით ოპერის მომღერალი თამარ ივერი კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს

''მაპატიეთ მაგრამ ქვეყანაში, სადაც ხალხის ძალიან დიდი ნაწილი შიმშილობის ზღვარზეა, დამშეული პენსიონერები, სოციალურად დაუცველი თუ გაჭირვებული ამდენი ოჯახი, სადაც დილით საწყალ დედას გათენების ეშინია რომ ისედაც ამ გაუფასურებული ლარის და მომატებული ფასების ფონზე ბავშვებს რა აჭამოს ჯერ კიდევ არ იცის.

სადაც, ბავშვები ხშირად მთელ დღეს პურის ყუით ხელში ატარებენ ტელევიზიის ყველა არხებიდან ამდენი გაუწყვეტელი ტაფების შიშხინი, წვა, ხრაკვა, ხარშვა, ცხობა, დიქტორების
უსასრულო ნეტარებაში ჩავარდნილი ეპითეტები: "ვაიმეეე, უგემრიელესია", "თითებს ჩაიკვნეტ","სასწაული კერძი გამოვიდა", "აბა, გემშვიდობებით -ჩვენ კი ამ კერძებს შევექცევით"და ა.შ.

ცოტა არ იყოს უკვე მეტისმეტია. კი,ბატონო,რაღაც ერთ-ორ არხზე კვირაში ერთი ორი გემოვნებით გაკეთებული სამზარეულოზე მიძღვნილი გადაცემა მესმის. თავადაც მიმიღია მონაწილეობა და ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული და კარგი შოუც გამოვიდა მაგრამ ასე დღე და ღამე, ყოველდღე, თითქმის ყველა არხზე,მთელ შუადღეს ამდენი ხრაკვა-ბრაწვის ასეთი დოზით "აგრესიული პრომოუშენი". "ან", უკვე მეტისმეტია.

და რას ემსახურება ეს ყოველივე? ვინმეს მართლა იმის ილუზია აქვს ხომ ხალხი კალამი და ფურცლით ზის ტელევიზიებთან და მათ რეცეპტებს იწერს? ეს ხომ მხოლოდ შოუა და მეტი არაფერი? და თუ შოუა, მაშინ ვის აინტერესებს რა კერძი როგორ კეთდება და რამდენად გემრიელი გამოდის?

კერძის სიგემრიელე და მისი მომზადების პროცესი ყველას აინტერესებს თუ მას თავად გასინჯავს არა? თუ არადა წავა კაცი და ქვეყნის ფერადფერადი სპეციალური წიგნები და ჟურნალებია სამზარეულო რეცეპტების და თავად იყიდის, თავად გააკეთებს და თავადვე იტყვის თუ რამდენად "გემრიელიაა" და გაუნაწილებს ოჯახის წევრებს. მაგრამ ვაი, რომ ამ ყველაფერს ფინანსური კეთილდღეობა სჭირდება.

თავად ვარ მომსწრე, მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა ტირილით "მაგას არ შევჭამ,აი აქ რომ გააკეთეს ეს საჭმელი მინდაო" და რამდენი ადამიანია ცისფერ ეკრანებთან იგივე შეგრძნების ქვეშ როცა ტელევიზიებიდან პირდაპირ ეთერში ამდენი კერძების კეთების პროცესებს აყურებინებენ "იფ,იფ" შეძახილებით და მას კი სახლში პურის და წიწიბურას მეტი არაფერი აქვს.

კი, უცხოეთშიც არის ამ სტილის გადაცემები მაგრამ ჯერ ეს ერთი, იქ ხალხის ხელფასები და სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მაღალია, მაცივრებიც სავსე აქვთ და ტელეეკრანებთან, დამშეულები კბილებს არ აკაწკაწებენ.

თუ მაინცდამაინც რაღაცას უნდა დაეთმოს გადაცემის წუთებიჩართონ ამ გადაცემებში ყოველდღიურად რაიმე "ზოოკუთხე" და გააცნონ და შეაყვარონ ხალხს და ბავშვებს სხვადასხვა ცხოველები.

მოუყვნენ მათ ჯიშებზე, ხასიათზე,მიიყვანონ სტუდიაში პატარა, პორტატული ზომის ცხოველები,გაყიდონ და გააჩუქონ ეთერში ისინი. ან ყოველდღიურად ვინმე ნიჭიერი ადამიანის ნამუშევრები თუ სამკაული და ა.შ
წარადგინონ და გაყიდონ პირდაპირ ეთერში.

ამით მასაც დაეხმარებიან და ტელევიზიასაც შეუვა თანხები. დაიღალა ხალხი ამ გაუთავებელი ვირტუალური გემრიელი კერძებით.

მოკლედ, როგორც იტყვიან:  большой "Пир во время Чумы"и ни больше!!''...

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ნინო
კი, მართალია.მაგრამ მაინტერესებს თავად თუ დახმარებიხართ გაჭირვებულ ოჯახრბს და მოშიმშილე ბავშვებს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებთ.მოდი ასე ვთქვათ, დღეს ვისაც ბევრი ფული აქვს ყველა განცხრომაში ცხოვრობს და მაშინ რატომ არ ფიქრობენ გაჭირვებულებზე? გაჭირვებულები ტელევიზორშიც და რეალობაშიც კარგაფ ხრდავევ რესტორნებში და კაფე ბარებში მოქეიფეებს.აი თქვენ , როდესაც თითო კონცერტში დიდ თანხებს გიხდიან,ან დასავენებლად საქართველის კურორტებს რომ აღარ კადრულობთ.მაშინ ფიქრობთ გაჭირვებულენზე?მოდი, სანამ ვინმეს გააკრიტიკებთ,საკუთარში ჩაიხედეთ!
19:29 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
გაიხარე და გამრავლდი მარტალი ხარ............
18:10 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
გამეცინა"კბილების კაწკაწზე")))) კაი იყო... ისე, რატომ ლაპარაკობს ეს ხალხი ამდენს ტელეგადაცემების ავკარგიანობაზე? ტელევიზია ქვეყნის სახეა გარკვეულწილად და აქედან გამომდინარე, რატომ ველით ღრმადშინაარსიან გადაცემებს? გამორთეთ, ხალხო, გამორთეთ, როცა არ მოგწონთ და წიგნი წაიკითხეთ, იმღერეთ, დაუკარით....ძალიან მარტივია ტელევიზიის "ლომკის" გადაგდება, დამიჯერეთ.
17:16 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
მართალია!!! :(((( გაჭირვებულებს მაინც მიეცით თქვენ რომ მიირთმევთ მერე...არ გაკლიათ ისედაც!!!
12:44 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
აბსოლიტურად მართალია თამარი,თითონ აღარ იციან რითი გაერთი და მარტო თავისი მაღალი ხელფასებით საზღვრავენ,იციცნ ხალხი რა გაჩირვებაშია? იციცნ? დაფიქრდნენ აბა,ჩვენი პატივცემული ჟურნალისტები.......მომაბეზრებელია მართლაც.იყოს იმის საშუალება რომ ვიყიდოთ ის პროდუქტები და როგორმე მოვახერხებთ საჭმლის გამზადებასაც,დამშვიდდნენ.
09:01 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცინო
მარტალი ბრდზანდებიტ ქალბატონო ტამარ მარტლაც ამ სიდზვირესჰი როცა გსჰია და ვერ ყიდულობ რაიმეს სასჰინელებაა ამის ყურება როგოტ მიირტმევენ პირდაპირ ეტერსჰი და ტანა არავის სჰეურაცყოფას არ ვაყენებ მაგრამ ქვაბიდან რომელი კოვზიტაც სინჯავს ისევ ქვაბსჰივე რომ აბრუნებს ვერ ხვდება რომ არაა გიგიენური
08:55 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ta
ყველაფერში დოზაა საჭირო.. რადგან გაჭირვებული ხალხი ვართ იმას კიარ ნიშნავს რომ ყველაფერს უნდა ჩამოვრჩეთ, აბა სულ ვაის და უის ჩემმა მტერმა უყურა. რათქმაუნდა გასართობი გადაცემებიც საჭიროა და კულინარიულიც, ოღონდ შესაბამისი დოზით. რაც ჩვენს ტელევიზორებში ხდება მართლაც რომ ზედმეტია.
06:59 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
აბსოლიტურად ვეთანხმები თამარ ივერის ამ მოსაზრებას. ძალაინ ბევრი გადაცემაა დასახური. ვერ ვხვდები რა მიზანს ემსახურება გადაცემა "გარდერობში" საკუთარი გარდერობის საქვეყნოდ გადმოლაგება და ბრენდებით თავის მოწონება. ბევრ ცნობად სახეს ვითომ აგიზიანებს, როცა მის პირად ცხოვრებას საჯაროდ განიხილავენ და ეს გასაგებიც არის, მაგრამ ნუთუ საკუთარი გარდერობს ყველას თვალწინ ამაყად გადმოლაგება არ არის მათ მხრიდან მათივე პირადი ცხოვრების ნებაყოფლობით გასაჯაროების ძალიან ვულგარული და არამართებული მცდელობა?
02:15 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
tata
Es kidev zgvashi cvetia imastan shedarebit rasac serialebit gviketeben, turkuli Ginda tu induri, zaladoba, suicidi- rasac chveulebriv movlenad agikvamen, aborti- romelsac ar aprotesteben, gaunatlebloba rac gaunatlebelia adamiani MIT uketesia.achvenon Iseti filmebi tu serialebi sadac torelantobas, ha.atlebisadmi sikvaruls iscavlis xalxi. An fulis daxarjva enanebat an shekvetaa xalxis gadasgavareblad
23:03 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მე 111
და მაინც ეს ყველაფერი ისევ თავიდან იტრიალებს ჩვენს ცისფერ ციფრულ მაუწყებელში.................. არადა ზეთი ნისიად რომ მეყიდა კარტოფილისთვის წერილი მივწერე კუთხის მაღაზიის პატრონს (ხელფასამდე--და მაინც რამდენს ეყოფა 250 ლარი) და 5 წლის შვილს გავატანე,მე შუბლის ძარღვმა შემაწუხა................
22:56 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS