24 ივლისი, 2015
თამარ ივერი ქართული კულინარიული გადაცემების წინააღმდეგ - „მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა...“
თავად ვარ მომსწრე,მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა ტირილით ოპერის მომღერალი თამარ ივერი კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს

''მაპატიეთ მაგრამ ქვეყანაში, სადაც ხალხის ძალიან დიდი ნაწილი შიმშილობის ზღვარზეა, დამშეული პენსიონერები, სოციალურად დაუცველი თუ გაჭირვებული ამდენი ოჯახი, სადაც დილით საწყალ დედას გათენების ეშინია რომ ისედაც ამ გაუფასურებული ლარის და მომატებული ფასების ფონზე ბავშვებს რა აჭამოს ჯერ კიდევ არ იცის.

სადაც, ბავშვები ხშირად მთელ დღეს პურის ყუით ხელში ატარებენ ტელევიზიის ყველა არხებიდან ამდენი გაუწყვეტელი ტაფების შიშხინი, წვა, ხრაკვა, ხარშვა, ცხობა, დიქტორების
უსასრულო ნეტარებაში ჩავარდნილი ეპითეტები: "ვაიმეეე, უგემრიელესია", "თითებს ჩაიკვნეტ","სასწაული კერძი გამოვიდა", "აბა, გემშვიდობებით -ჩვენ კი ამ კერძებს შევექცევით"და ა.შ.

ცოტა არ იყოს უკვე მეტისმეტია. კი,ბატონო,რაღაც ერთ-ორ არხზე კვირაში ერთი ორი გემოვნებით გაკეთებული სამზარეულოზე მიძღვნილი გადაცემა მესმის. თავადაც მიმიღია მონაწილეობა და ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული და კარგი შოუც გამოვიდა მაგრამ ასე დღე და ღამე, ყოველდღე, თითქმის ყველა არხზე,მთელ შუადღეს ამდენი ხრაკვა-ბრაწვის ასეთი დოზით "აგრესიული პრომოუშენი". "ან", უკვე მეტისმეტია.

და რას ემსახურება ეს ყოველივე? ვინმეს მართლა იმის ილუზია აქვს ხომ ხალხი კალამი და ფურცლით ზის ტელევიზიებთან და მათ რეცეპტებს იწერს? ეს ხომ მხოლოდ შოუა და მეტი არაფერი? და თუ შოუა, მაშინ ვის აინტერესებს რა კერძი როგორ კეთდება და რამდენად გემრიელი გამოდის?

კერძის სიგემრიელე და მისი მომზადების პროცესი ყველას აინტერესებს თუ მას თავად გასინჯავს არა? თუ არადა წავა კაცი და ქვეყნის ფერადფერადი სპეციალური წიგნები და ჟურნალებია სამზარეულო რეცეპტების და თავად იყიდის, თავად გააკეთებს და თავადვე იტყვის თუ რამდენად "გემრიელიაა" და გაუნაწილებს ოჯახის წევრებს. მაგრამ ვაი, რომ ამ ყველაფერს ფინანსური კეთილდღეობა სჭირდება.

თავად ვარ მომსწრე, მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა ტირილით "მაგას არ შევჭამ,აი აქ რომ გააკეთეს ეს საჭმელი მინდაო" და რამდენი ადამიანია ცისფერ ეკრანებთან იგივე შეგრძნების ქვეშ როცა ტელევიზიებიდან პირდაპირ ეთერში ამდენი კერძების კეთების პროცესებს აყურებინებენ "იფ,იფ" შეძახილებით და მას კი სახლში პურის და წიწიბურას მეტი არაფერი აქვს.

კი, უცხოეთშიც არის ამ სტილის გადაცემები მაგრამ ჯერ ეს ერთი, იქ ხალხის ხელფასები და სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მაღალია, მაცივრებიც სავსე აქვთ და ტელეეკრანებთან, დამშეულები კბილებს არ აკაწკაწებენ.

თუ მაინცდამაინც რაღაცას უნდა დაეთმოს გადაცემის წუთებიჩართონ ამ გადაცემებში ყოველდღიურად რაიმე "ზოოკუთხე" და გააცნონ და შეაყვარონ ხალხს და ბავშვებს სხვადასხვა ცხოველები.

მოუყვნენ მათ ჯიშებზე, ხასიათზე,მიიყვანონ სტუდიაში პატარა, პორტატული ზომის ცხოველები,გაყიდონ და გააჩუქონ ეთერში ისინი. ან ყოველდღიურად ვინმე ნიჭიერი ადამიანის ნამუშევრები თუ სამკაული და ა.შ
წარადგინონ და გაყიდონ პირდაპირ ეთერში.

ამით მასაც დაეხმარებიან და ტელევიზიასაც შეუვა თანხები. დაიღალა ხალხი ამ გაუთავებელი ვირტუალური გემრიელი კერძებით.

მოკლედ, როგორც იტყვიან:  большой "Пир во время Чумы"и ни больше!!''...

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ნატალი
მართალი - "სხვისი დადანაშაულება ასე ადვილია გვესმის. . .", გვამცნობს მართალი. მაგრამ, მე ვინმეს დადანაშაულების შესახებ, თამარის ინტერვიუში, ვერაფერი ამოვიკითხე. აზრის გამოთქმა და კრიტიკა ამა თუ იმ გადაცემის მიმართ, ყველას აქვს.. რომელ დანასაულზე საუბრობთ, იქნებ ახსნათ. ან საიდან იცით, რომ თამარი არ დაეხმარა იმ მეზობლის ბავშვს, რომელიც ატირდა ამ გადაცემის შემყურე? მე მჯერა, რომ დაეხმარებოდა. მოკლედ, აზროვნებაში -0.
16:32 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მებო
ნინო-ს. რატომ გგოგია, რომ თამარი არ ეხმარება გაჭირვებულებს? ან სად გაგიგია ან გსმენია, რომ როცა კერძო პირი ვინმეს ეხმარება, ამის შესახებ ხმამაღლა ამბობდეს. თამარს რომ ეს ეთქვა, ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ყველაზე, მათ შორის შენზეც. ვისაც დაეხმარა, იმან შეიძლება თქვას, კი ბატონო. რა ლოგიკით აზროვნებთ, გასაკვირია პირდაპირ. ოდესმე თუ გაგიგია ივანისვილისაგან -"ამას დავეხმარე", "იმას დავეხმარე" და ა.შ.!!!! კარგით რა ხალხნო, ცოტა იაზროვნეთ და ნუ საუბრობთ ნიშნის მოგებით.
16:25 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ასე მგონია.....
მართალი-ს. რა მაგარი სახელი შეგირჩევია, მაგრამ შენს კომენტარს, სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს. შენზეა ნათქვამი "მაძღარ კაცს, ყველა მაძღარი ეგონაო". თამარის მოსაზრებას, ბუნებრივია ვეთანხმები და ვიზიარებ.
16:04 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მალვინა
სრულიად გეთანხმები ქალბატონო,გაიხარე მაგ სიმართლისთვის,მოგვაბეზრეს თავი
14:22 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ყველაფერში ვეთანხმები ამ ქალბატონს!!!!!!!
22:25 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნოდო
გაიხარე ქალბატონო თამარ, ცამდე მართალი ბრძანდებით, წაიღო ტვინი ამ უნიჭო შოუებმა და ბილწსიტყვაობის კორიანტელმა.
16:34 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
ვეთანხმები თქვენს სტატიას,მართალი ხართ ქალბატონო თამარ.გაიხარე.სიმართლე–სინათლეაო–ნათქვამია.
11:34 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მართალი
თამარ რასაა რომ ამბობ დაფიქრდი. იქნებ სჯობდეს თავად დახმარებოდი იმ ოჯახს და სწორედ იმ ბავშვს, ვისგანაც ის გაიგონე იქ გაკეთებული მინდაო. აიყვამნე ასეთი ბავშვები და დააფინანასე, ხომ გაქვს ამის საშუალება შენს ახლოს მყოფს მაინც გაუწოდო დახმარების ხელი. გადაცემებს თავი დაანებე და იმოქმედე. სხვისის დადანაშაულება ასე ადვილია გვესმის. . .
12:28 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ანანო
უნიჭოთა ზეობაა და მეტი არაფერი ეს გადაცემები. კოკბზიკობა, ბილწსიტყვაობა უგერგილობა და რავიცი კიდევ რა.... ძალიან ბევრი კარგი და ლამაზი გადაცემების გაკეტება შეიძლება, რომ ყველა კატეგორიის მაყურებელი იყოს მთელი არსებით ჩართული და უკმარისობის გრძნობა არავის არ დარჩეს
09:29 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
მართალი ხართ, თამარ. და, საერთოდ, ქართული ტელევიზიების გადაცემებიდან რომელია მისაღები, რაზეა გათვლილი და მოსმენა ან შხედვა თუ შეიძლება? სამარცხვინოა, საინფორმაციოთი დაწყებული თითქმის ყველა გადაცემა...
19:47 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS