24 ივლისი, 2015
თამარ ივერი ქართული კულინარიული გადაცემების წინააღმდეგ - „მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა...“
თავად ვარ მომსწრე,მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა ტირილით ოპერის მომღერალი თამარ ივერი კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს

''მაპატიეთ მაგრამ ქვეყანაში, სადაც ხალხის ძალიან დიდი ნაწილი შიმშილობის ზღვარზეა, დამშეული პენსიონერები, სოციალურად დაუცველი თუ გაჭირვებული ამდენი ოჯახი, სადაც დილით საწყალ დედას გათენების ეშინია რომ ისედაც ამ გაუფასურებული ლარის და მომატებული ფასების ფონზე ბავშვებს რა აჭამოს ჯერ კიდევ არ იცის.

სადაც, ბავშვები ხშირად მთელ დღეს პურის ყუით ხელში ატარებენ ტელევიზიის ყველა არხებიდან ამდენი გაუწყვეტელი ტაფების შიშხინი, წვა, ხრაკვა, ხარშვა, ცხობა, დიქტორების
უსასრულო ნეტარებაში ჩავარდნილი ეპითეტები: "ვაიმეეე, უგემრიელესია", "თითებს ჩაიკვნეტ","სასწაული კერძი გამოვიდა", "აბა, გემშვიდობებით -ჩვენ კი ამ კერძებს შევექცევით"და ა.შ.

ცოტა არ იყოს უკვე მეტისმეტია. კი,ბატონო,რაღაც ერთ-ორ არხზე კვირაში ერთი ორი გემოვნებით გაკეთებული სამზარეულოზე მიძღვნილი გადაცემა მესმის. თავადაც მიმიღია მონაწილეობა და ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული და კარგი შოუც გამოვიდა მაგრამ ასე დღე და ღამე, ყოველდღე, თითქმის ყველა არხზე,მთელ შუადღეს ამდენი ხრაკვა-ბრაწვის ასეთი დოზით "აგრესიული პრომოუშენი". "ან", უკვე მეტისმეტია.

და რას ემსახურება ეს ყოველივე? ვინმეს მართლა იმის ილუზია აქვს ხომ ხალხი კალამი და ფურცლით ზის ტელევიზიებთან და მათ რეცეპტებს იწერს? ეს ხომ მხოლოდ შოუა და მეტი არაფერი? და თუ შოუა, მაშინ ვის აინტერესებს რა კერძი როგორ კეთდება და რამდენად გემრიელი გამოდის?

კერძის სიგემრიელე და მისი მომზადების პროცესი ყველას აინტერესებს თუ მას თავად გასინჯავს არა? თუ არადა წავა კაცი და ქვეყნის ფერადფერადი სპეციალური წიგნები და ჟურნალებია სამზარეულო რეცეპტების და თავად იყიდის, თავად გააკეთებს და თავადვე იტყვის თუ რამდენად "გემრიელიაა" და გაუნაწილებს ოჯახის წევრებს. მაგრამ ვაი, რომ ამ ყველაფერს ფინანსური კეთილდღეობა სჭირდება.

თავად ვარ მომსწრე, მეზობელ გაჭირვებულ ქალს ბავშვი აუღრიალდა ტირილით "მაგას არ შევჭამ,აი აქ რომ გააკეთეს ეს საჭმელი მინდაო" და რამდენი ადამიანია ცისფერ ეკრანებთან იგივე შეგრძნების ქვეშ როცა ტელევიზიებიდან პირდაპირ ეთერში ამდენი კერძების კეთების პროცესებს აყურებინებენ "იფ,იფ" შეძახილებით და მას კი სახლში პურის და წიწიბურას მეტი არაფერი აქვს.

კი, უცხოეთშიც არის ამ სტილის გადაცემები მაგრამ ჯერ ეს ერთი, იქ ხალხის ხელფასები და სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მაღალია, მაცივრებიც სავსე აქვთ და ტელეეკრანებთან, დამშეულები კბილებს არ აკაწკაწებენ.

თუ მაინცდამაინც რაღაცას უნდა დაეთმოს გადაცემის წუთებიჩართონ ამ გადაცემებში ყოველდღიურად რაიმე "ზოოკუთხე" და გააცნონ და შეაყვარონ ხალხს და ბავშვებს სხვადასხვა ცხოველები.

მოუყვნენ მათ ჯიშებზე, ხასიათზე,მიიყვანონ სტუდიაში პატარა, პორტატული ზომის ცხოველები,გაყიდონ და გააჩუქონ ეთერში ისინი. ან ყოველდღიურად ვინმე ნიჭიერი ადამიანის ნამუშევრები თუ სამკაული და ა.შ
წარადგინონ და გაყიდონ პირდაპირ ეთერში.

ამით მასაც დაეხმარებიან და ტელევიზიასაც შეუვა თანხები. დაიღალა ხალხი ამ გაუთავებელი ვირტუალური გემრიელი კერძებით.

მოკლედ, როგორც იტყვიან:  большой "Пир во время Чумы"и ни больше!!''...

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ლელია
მართალი ხართ ქ.თამარ!უზნეობაა დღეს ასეთი შოუების დადგმა.
00:12 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
დამწუხრებული
წავიკიტხე კომენტარები დავრწმუნდი, რომ ავათაა ჩვენი ხალხი. ქალბატონი ტამარი მარტალია,ალბათ პროდუსორი, ჟურნალისტებიც იმ წნეხის ქვეშ არიან მოქცეული/ ეს წნეხი ფულია და ამის გამო მონობა/, რომ ოჯახის სარჩენათ სამწუხაროდ მიდიან ყველაფერზე. არათავისუფალ ადამიანს ყველაფერს უკვეთავენ ესაა ცრუ დემოკრატია აი ასე კვდება ნიჭი, პატრიოტიზმი.თავის სახეს აკარგვინებენ ადამიანებს.
00:08 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
აპა რა გადაცემები გააკეთონ, მარტო მშიერ ხალხზე და ქვეყანაზე?
21:04 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
კოკოს ვეთანხმები! მესმის რისი თქმაც უნდა ამ თამარს,მაგრამ იმის გამო რომ ქვეყანაში ქოცური კრიზისია (და არა მარტო ეკონომიური), მხოლოდ მაგიტომ ვერ აღიკვეთება ქვეყანაში შოუები და ზოგადად,ყოველდღიური რუტინა! ამ "ივერს"თავისი უტაქტობის თუ გრძელი ენის გამო უკვე მოხვედრია და მაინც ვერ გაითვალისწინა ის,რომ ადამიანების გაღიზიანება- მდაბიო ადამიანების ჩვევაა!
20:50 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
გეთანხმებით ქალბატონო თამარ აბსოლიტურად ,ეს რა უბედურებაა უკვე მეტის მეტია
17:35 / 01-08-2015
გამოხმაურება / 0 /
კოკო
სტატუსის პათოსიდან და შინაარსიდან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ მაშინ 17 მაისის მოვლენებზე თქვენი სტატუსის ავტორი მართლა თქვენ ხართ და არა თქვენი მეუღლე, რომელმაც ვითომ თქვენი გვერდით ისარგებლა. დაწყნარდით რა... და იმღერეთ, აკეთეთ თქვენი საქმე, იმდენს ნუ იზამთ, რომ საზღვარგარეთ, ხომ აღარ გიწვევენ წინდაუხედავი კომენტარების გამო და ახლა საქართველოშიც ნუ შეაძულებთ ხალხს თავს თქვენი აგრესიული პოსტებით
12:06 / 31-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ამ ტელეგადაცემებში მონაწილეებმა არ იციან რომ ამას აკეთებენ ქვეყანაში სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობს?მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე,რომ მშიერ ხალხს აყურებინებენ,რა უნდა აუხსნა ამ გააგებინონ?ხალხს,რაც არ აქვს შინაგანად როგორ უნდა
00:52 / 31-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთო
მარტო სამზარეულო? გარდერობი, დასენება -გართობა უმაღლეს დონეზე.თან ამის აფიშირება,იმის მაგივრად რაიმე ღირებულზე იყოს საუბრები და გადაცემები,რას აყურებინებენ ახალგაზრდობას ან ბავშვებს?ან საიდან აქვთ ამდენი? ბარიგობით? ბოდიში და ბოზობით? რითი??????? პატიოსანი შრომით ამდენს ვერ იშოვი,ხო კიდევ რჩეულიშვილებივით ხალხის ყვლეფით..........
17:49 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ქალბატონი თამარის მოსაზრება სწორია და აბსოლუტურად ვეთანხმები.ამ ჩვენს ტელევიზიაში წამყვანები და ასე ვთქვათ რეჟიორები თუ პროდიუსერები მაგრა ერთობიან და დროს თვითონ კარგად ატარებენ.მაგრამ მაყურებელი?რა გვეშველება უფალო?
15:52 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
თინა
გეთანხმები ქ-ნო თამარ!ნამდვილად მომაბეზრებელია
01:32 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS