24 ივლისი, 2015
რა გახდა გურანდა გაბუნიას სერიალიდან გაქრობის რეალური მიზეზი - „ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... “
პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალი სეზონი იმით დაიწყო, რომ დორას პერსონაჟი საახალწლოდ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

გურანდა გაბუნია ამით სერიალს დაემშვიდობა. გუშინ გია ჯაჯანიძის შოუში მსახიობმა სერიალიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

თქვა, რომ არ მოსწონდა ისეთი შვილიშვილი როგორიც ჰყავდა და რომ ანკას გამო დატოვა სერიალი. ''არ მომწონს ისეთი გოგონები, რომლებიც ბილწსიტყვაობენ, მივედი სერიალის მესვეურებთან და ვუთხარი, მე მივდივარ''. აღნიშნა გურანდა გაბუნიამ ''სხვა რაკურსში''. 

ქალბატონ გურანდას აღიარებამ ''სხვა რაკურსში''  სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწყვია.

ჩვენ
დავუკავშირდით ''ჩემი ცოლის დაქალების'' პროდიუსერს მიშა მშვილდაძეს, რომელსაც გურანდა გაბუნიას სერიალიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:

- თინა მახარაძეს როგორი რეაქცია ჰქონდა როდესაც გურანდა გაბუნიას მოთხოვნის შესახებ გაიგო?
- თინას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან მსგავსი თხოვნა არ ყოფილა. პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი და გურანდა გაბუნია წავიდა სერიალიდან. გურანდა რას ფიქრობდა გულში სერიალის გმირზე არ ვიცი.

- ანუ არ უთხოვია სერიალის მესვეურებისთვის ასეთი შვილიშვილის ყოლა არ უნდოდა?
- მსახიობის მხრიდან ასეთი თხოვნა ცოტათი სიგიჟეა (იცინის).

დავუკავშირდით ანკას როლის შემსრულებელ თინა მახარაძეს:

- თინა, უყურეთ ''სხვა რაკურსს''?
- არა, ღმერთო ჩემო.

- გურანდა გაბუნიამ თქვა, რომ არ უნდოდა ისეთი შვილიშვილი ჰყოლოდა, როგორიც ანკაა.
- (იცინის) ქალბატონ გურანდას არ მოსწონდა, რომ ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... ამის შესახებ უთხრა თუ არა სერიალის შემქმნელებს არ ვიცი. ქალბაონ გურანდას გადასაღებ მოედანზე თვეში ერთხელ ვხვდებოდი. მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა.

სალომე დადიანი

იხილეთ ვიდეო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ნინა
გურანდა გაბუნიას განაცხადი,რომ სერიალიდან ანკას გმირის გამო წავიდა არის სრულიად გაუგებარი ჩემთვის,რადგან ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ მსახიობს,არამედ მთელ შემოქმედებით ჯგუფს! ეს მხოლოდ როლია და მსახიობები უამრავ მსგავს როლს აწყდებიან გადაღებების დროს და ,,პრინციპული ყოფილა გურანდა გაბუნიაო",საერთოდ რა შუაშია აქ პრინციპულობაზე საუბარი,რა,რეალურად კიარ ჰყავდა ისეთი შვილიშვილი,როლი უნდა ეთამაშა მხოლოდ! ცოტა თავის თავზე დიდი წარმოდგენის მგონია მე ქალბატონი გურანდა და რადგან ხანდაზმული მსახიობია,ამიტომ ყველაფრის თქმის უფლებას ნამდვილად არ უნდა აძლევდეს მის თავს,თუნდაც ობამაზე რაც თქვა,არც ის იყო სწორი,შეეძლო ეთქვა,რომ არ მოსწონს მისი მოსაზრება,არ ეთანხმება და არა წყევლა დაეწყო...და კიდევ მის პოლიტიკურ გემოვნებასაც აქვს მნიშვნელობა,როგორც ეტყობა, ადამიანების შერჩევა-შეყვარება-დაფასებისას...
16:15 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გიგოია
გინება გამარჯობა-გაგიმარჯოსავითაა ამ ე.წ. საზოგადოებაში.
15:30 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
გინდაც ეგ იყოს მისი სერიალიდან წასვლის მიზეზი, ქალს იმდენად არ მოსწონს სერიალის მიხედვით თინასნაირი ახალგაზრდობა რომ დაჟეეეეე ანაზრაურებაზე თქვს უარი და სერიალი დატოვა. ესაა ადამინის პრინციპი არ მიყვარს და მორჩა. უბრალოდ ტაშის ღირსია გურანდა მეტი არაფერი
15:27 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
buehehehe
ის კი არ თქვა გაბუნიამ, რო მისი გმირი სერიალში დამთავრდა, სხვას დააბრალა. გეგონება ეს გოგო სახლში მიყვებოდა. მოდი და მართლა ბუჰე ჰე ჰე ჰე რა.
15:05 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
თინიკოს
როგორ გაფასებ თინიკო
14:19 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS