24 ივლისი, 2015
რა გახდა გურანდა გაბუნიას სერიალიდან გაქრობის რეალური მიზეზი - „ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... “
პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალი სეზონი იმით დაიწყო, რომ დორას პერსონაჟი საახალწლოდ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

გურანდა გაბუნია ამით სერიალს დაემშვიდობა. გუშინ გია ჯაჯანიძის შოუში მსახიობმა სერიალიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

თქვა, რომ არ მოსწონდა ისეთი შვილიშვილი როგორიც ჰყავდა და რომ ანკას გამო დატოვა სერიალი. ''არ მომწონს ისეთი გოგონები, რომლებიც ბილწსიტყვაობენ, მივედი სერიალის მესვეურებთან და ვუთხარი, მე მივდივარ''. აღნიშნა გურანდა გაბუნიამ ''სხვა რაკურსში''. 

ქალბატონ გურანდას აღიარებამ ''სხვა რაკურსში''  სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწყვია.

ჩვენ
დავუკავშირდით ''ჩემი ცოლის დაქალების'' პროდიუსერს მიშა მშვილდაძეს, რომელსაც გურანდა გაბუნიას სერიალიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:

- თინა მახარაძეს როგორი რეაქცია ჰქონდა როდესაც გურანდა გაბუნიას მოთხოვნის შესახებ გაიგო?
- თინას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან მსგავსი თხოვნა არ ყოფილა. პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი და გურანდა გაბუნია წავიდა სერიალიდან. გურანდა რას ფიქრობდა გულში სერიალის გმირზე არ ვიცი.

- ანუ არ უთხოვია სერიალის მესვეურებისთვის ასეთი შვილიშვილის ყოლა არ უნდოდა?
- მსახიობის მხრიდან ასეთი თხოვნა ცოტათი სიგიჟეა (იცინის).

დავუკავშირდით ანკას როლის შემსრულებელ თინა მახარაძეს:

- თინა, უყურეთ ''სხვა რაკურსს''?
- არა, ღმერთო ჩემო.

- გურანდა გაბუნიამ თქვა, რომ არ უნდოდა ისეთი შვილიშვილი ჰყოლოდა, როგორიც ანკაა.
- (იცინის) ქალბატონ გურანდას არ მოსწონდა, რომ ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... ამის შესახებ უთხრა თუ არა სერიალის შემქმნელებს არ ვიცი. ქალბაონ გურანდას გადასაღებ მოედანზე თვეში ერთხელ ვხვდებოდი. მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა.

სალომე დადიანი

იხილეთ ვიდეო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ნინა1
გურანდა ,პირწავარდნილი ქოცია და ეტყობა "შენიშვნა "მიიღო ძიასგან ,რუსთავი-2ის გამო:) ქვეყანა თავზე გექცევათ და ქოცობას არ "უღალატოთ",რაც მთავარია!
19:49 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
nani
თუნდაც მისი როლი არ დამთავრებულიყო,ან დამთავრებულიყო,ამდენი უზნეო და უცენზურო სიტყვებით თავისივე შვილებს,შვილიშვილებს და ქართველ ახალგაზრდა თაობას რყვნიან და უბინძურებენ აზროვნებას.მერე უკვირთ "ჩემი შვილი,როგორ გამოვიდა გეი,გარყვნილი და ურჩხულიო.თქვენ გეუბნებით,თქვენ,ვინც სცენარებს წერთ,ვინც იწონებთ და ვინც იღებთ.კიდევ იმათ ვინც უფლებას აძლევს ეკრანზე აჩვენონ ეს ყველაფერი.
19:25 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სსსსსსსსს
Aვოეეეეეეეეეეეეეე
19:20 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქქქ-ს
ჯერ ერთი,სპექტაკლში არ მონაწილეობდა ეს ,,ბანოვანი" ქალბატონი,მონაწილეობდა სერიალში და თუ არ მოსწონდა,თავიდანვე ეთქვა უარი,მერე მეორე,თუ თავი სხვაზე უკეთესი გგონიათ,ამ სერიალს თუარ უყურებთ,ძალიან ცდებით და მესამე,ისეთი ძლიერი ახალგაზრდა მსახიობები მოდიან და ნიჭიერები,არამგონია მე,პირადად,როდესმე გურანდა გაბუნია მომენატროს! :) :) :)
19:07 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ყველაფერს ხომ აქვს დასასრული? დაამთავრეთ რა ეგ სერიალი აღარ არის საინტერესო
18:21 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
გურანდასთვის რომ მახარაძე მიუღებელი იქნებოდა მაგას რად უნდა პროდიუსერის დასტურები . სად გურანდა და სად ხელიდან ცასული თინა. თინასნაირთან მე ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ვითანამშრომლებ და ქალბათონი გურანდა და თინააა მოტვინეთ რაა
18:12 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გურანდას
ეს ქალი არის უნიჭო მსახიობი......აბა მითხარით ერთი მისი დასამახსოვრებელი როლი?ხოდა სიკვდილიც სანიმუშო გამოუწერა ლიფონავამ რაც იყო ისე სამარცხვინოდ დაასრულა მისმ გმირმა სიცოცხლე:))))ეს და ქეთი დოლიძე მათ ენაზე რომ ვთქვა "ოდნა პარა საპაგა"
18:01 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
...
არამგონია ესეთი არაპროფესიონალი მსახიობი იყოს რომ, ანკას პერსონაჟის გამო ეთქვას უარი... მგონია რომ თინას მიმართ აქვს აგრესია. მათი პოლიტიკური შეხედულებები არ ემთხვევა... თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გუშინ ვაშალომიძესთან ერთად არ დაჯდა გადაცემაში, ადვილია მისახვედრია თინას ტიპაჟიც მიუღებელი იქნება... ეხ ნეტა რო დავბერდები მეც "დამეცლება კოლოფები"?!
16:46 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნეტა რა სინდისით დათანხმდა რუსთავი 2ს გადაღებაზე? ან რას მიიყვანეს საერთოდ ,იმედშია მაგის ადგილი :)))))
16:28 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქქქ
თინა მახარაძეზე არაფერს ვამბობ, მეტი არაფერი საქმე მაქვს მაგას ვუყურო და მოვუსმინო, გურანდა ნამდვილი ქართველი ბანოვანია, მაგის მსგავსები მალე სანატრელი გაგიხდებათ უბედურებო და საერთოდ არ ვუყურებ მაგ სპექტაკლს მხოლოდ მასეთი უცენზურო სიტყვებით დატვირთვის გამო. დაიკარგეთ!
16:16 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS