24 ივლისი, 2015
რა გახდა გურანდა გაბუნიას სერიალიდან გაქრობის რეალური მიზეზი - „ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... “
პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალი სეზონი იმით დაიწყო, რომ დორას პერსონაჟი საახალწლოდ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

გურანდა გაბუნია ამით სერიალს დაემშვიდობა. გუშინ გია ჯაჯანიძის შოუში მსახიობმა სერიალიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

თქვა, რომ არ მოსწონდა ისეთი შვილიშვილი როგორიც ჰყავდა და რომ ანკას გამო დატოვა სერიალი. ''არ მომწონს ისეთი გოგონები, რომლებიც ბილწსიტყვაობენ, მივედი სერიალის მესვეურებთან და ვუთხარი, მე მივდივარ''. აღნიშნა გურანდა გაბუნიამ ''სხვა რაკურსში''. 

ქალბატონ გურანდას აღიარებამ ''სხვა რაკურსში''  სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწყვია.

ჩვენ
დავუკავშირდით ''ჩემი ცოლის დაქალების'' პროდიუსერს მიშა მშვილდაძეს, რომელსაც გურანდა გაბუნიას სერიალიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:

- თინა მახარაძეს როგორი რეაქცია ჰქონდა როდესაც გურანდა გაბუნიას მოთხოვნის შესახებ გაიგო?
- თინას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან მსგავსი თხოვნა არ ყოფილა. პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი და გურანდა გაბუნია წავიდა სერიალიდან. გურანდა რას ფიქრობდა გულში სერიალის გმირზე არ ვიცი.

- ანუ არ უთხოვია სერიალის მესვეურებისთვის ასეთი შვილიშვილის ყოლა არ უნდოდა?
- მსახიობის მხრიდან ასეთი თხოვნა ცოტათი სიგიჟეა (იცინის).

დავუკავშირდით ანკას როლის შემსრულებელ თინა მახარაძეს:

- თინა, უყურეთ ''სხვა რაკურსს''?
- არა, ღმერთო ჩემო.

- გურანდა გაბუნიამ თქვა, რომ არ უნდოდა ისეთი შვილიშვილი ჰყოლოდა, როგორიც ანკაა.
- (იცინის) ქალბატონ გურანდას არ მოსწონდა, რომ ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... ამის შესახებ უთხრა თუ არა სერიალის შემქმნელებს არ ვიცი. ქალბაონ გურანდას გადასაღებ მოედანზე თვეში ერთხელ ვხვდებოდი. მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა.

სალომე დადიანი

იხილეთ ვიდეო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ნია
ვაიმე,თქვენი გამკვირვებია ხალხო,ვისაც არ მოგწონთ რატომ უყურებთ,ან საერთოდ გამორთეთ ეგ ტელევიზორი თუ ასე გაღიზიანებთ ის,რაც მიუღებელია თქვენთვის! ისე წმინდანობთ აქ,თითქოს გინება ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ გესმოდეთ ქუჩაში,ან ოჯახებში! გვაცალეთ,ვისაც გვიყვარს და ვუყურებთ და საერთოდ,მე მგონი ვინც ღიზიანდება,საკუთარ თავს პოულობს პერსონაჟში და აღარ იცის, როგორ გამოხატოს სიბრაზე!ქართველები ხომ ყველა ნაკლს,რომელიც გვაქვს,ვიღაცას ვაბრალებთ?
14:33 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი 5555
გამაგებინეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გინება არის თუ არა დასჯადი ქმედება? მაშ, ვინ მისცა ამ არამზადებს ასე საქვეყნოდ ბილწსიტყვაობის უფლება? რატომ დუმან სამართალდამცველები? ეს არ არის მაყურებლის უფლებების დარღვევა? მით უმეტს, რომ ტელევიზორს ბავშვებიც უყურებენ... ჩემი ნება რომ იყოს, მთელ ამ უნიჭო შპანას ციხეში ამოვალპობდი საზოგადოებრივი მორალის ფეხქვეშ გათელვისათვის. მაგრამ, ვართ კი საზოგადოება? ამგვარი სერიალობის პოპულარობა ამაში ძალიან მაეჭვებს.
13:20 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
კახი
დაქვეითებული აქვს მაყურებელს გემოვნება, ასეთი სერიალები ბილწსიტყვაობით არ უნდა გადიოდეს ტელევიზორით ამას ხომ ბავშვებიც უყურებენ.
12:56 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
გურანდამ თქვა თინასნაიღი შვილიშვილი არ მინდა მყავდესო. ცხოვრებაშიო და არა როლშიო. ვერ იგებთ ვინ რას ამბობს?
10:27 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გველის წელი
შეიძლება მსახიობმა დატოვოს გადაღეებს ,თუ მას მოთხოვეს ინიტიმური სცენების თამაში ან გახდა და ეს მიუღებელია მისთვის,მაგრამ,ცუდი შვილიშვილი მყავს და აღარ მინდაო ,ასეთი რამ პროფესიონლს არ ეკდრება ,მისი დორა ხომ ძალიან საყვარელი იყო ,,დიდს და პატარას ნერვებს უშლიდა ეკრანის ორივე მხარეს ...
09:46 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
inga
"ჩემი ცოლის დაქალები" სერიალზე მაღლა დგას, მასში ქართული რეალობა ძალიან ნიჭიერად არის გადმოცემული. მიხარია, რომ ამდენ ნიჭიერ ადამიანს ვუყურებ ერთად. დილის 5 საათზე ვიღვიძებ, რომ ვუყურო. საღამოს ჭედავს კომპიუტერი, ბაბაჯანაზე ატვირთეთ გთხოვთ.
01:47 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
t
არ შეიძლება ადამიანს ანკა მოგეწონოს. ასეა, სცენარის მიხედვით ის უარყოფითი პერსონაჟია. და თუ ჩვენ მაყურებელს გვძულს ანკა ეს მსახიობის დამსახურებაა. ისე ქქქ-ს მინდა ვუთხრა ბანოვანი არ არის ქართული სიტყვა, ასე რომ არ არსებობს ასეთი გამოთქმა -"ქართველი ბანოვანი". ისე გურანდა გაბუნია მეც ძალიან მიყვარს.
01:30 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ვეთანხმები!
გურანდა გაბუნია რად უნდა იმსა, რომ უკვე ამოვიდა ყელში ეს უნიჭო სერიალი, უსახური მსახიობები და ბილწსიტყვაობის კორიანტელი!!!!! შეეხედებოდეთ მაინც!!!!
22:56 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
??????????
Visats mogtsoñt ukuret da isiamovnet,maxaradze kidev dgevandeli dgis produktia,ra sxvebi uketesebi arian da taplad igvrebian?
22:27 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
აი რას ვერ ვხდები იცით ხალხო? თუკი პროდუსერი ამბობს მსგავსი მიზეზი მსახიობს სერიალის დატოვებისას არ უხსენებია და მისი როლის შეკვეცა სერიალის სცენარიდან გამომდინარე მოხდაო, ამის საპირისპიროდ მსახიობი კი ამტკიცებს, რომ სკუთარი სურვილით და შესაბამისი მიზეზის მითითებით დავტოვე სერიალიო.. აი, აქ ეხლა რომელიღაცა რომ იტყუება ხო აშკარაა და ტყუილი რო ტეხავს არა????
19:55 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS