24 ივლისი, 2015
რა გახდა გურანდა გაბუნიას სერიალიდან გაქრობის რეალური მიზეზი - „ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... “
პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი ''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალი სეზონი იმით დაიწყო, რომ დორას პერსონაჟი საახალწლოდ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

გურანდა გაბუნია ამით სერიალს დაემშვიდობა. გუშინ გია ჯაჯანიძის შოუში მსახიობმა სერიალიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

თქვა, რომ არ მოსწონდა ისეთი შვილიშვილი როგორიც ჰყავდა და რომ ანკას გამო დატოვა სერიალი. ''არ მომწონს ისეთი გოგონები, რომლებიც ბილწსიტყვაობენ, მივედი სერიალის მესვეურებთან და ვუთხარი, მე მივდივარ''. აღნიშნა გურანდა გაბუნიამ ''სხვა რაკურსში''. 

ქალბატონ გურანდას აღიარებამ ''სხვა რაკურსში''  სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწყვია.

ჩვენ
დავუკავშირდით ''ჩემი ცოლის დაქალების'' პროდიუსერს მიშა მშვილდაძეს, რომელსაც გურანდა გაბუნიას სერიალიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:

- თინა მახარაძეს როგორი რეაქცია ჰქონდა როდესაც გურანდა გაბუნიას მოთხოვნის შესახებ გაიგო?
- თინას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან მსგავსი თხოვნა არ ყოფილა. პერსონაჟმა ამოწურა თავისი თავი და გურანდა გაბუნია წავიდა სერიალიდან. გურანდა რას ფიქრობდა გულში სერიალის გმირზე არ ვიცი.

- ანუ არ უთხოვია სერიალის მესვეურებისთვის ასეთი შვილიშვილის ყოლა არ უნდოდა?
- მსახიობის მხრიდან ასეთი თხოვნა ცოტათი სიგიჟეა (იცინის).

დავუკავშირდით ანკას როლის შემსრულებელ თინა მახარაძეს:

- თინა, უყურეთ ''სხვა რაკურსს''?
- არა, ღმერთო ჩემო.

- გურანდა გაბუნიამ თქვა, რომ არ უნდოდა ისეთი შვილიშვილი ჰყოლოდა, როგორიც ანკაა.
- (იცინის) ქალბატონ გურანდას არ მოსწონდა, რომ ჩემი გმირი ხშირად ამბობს ისეთ სიტყვას, როგორიცაა, ყლ... ამის შესახებ უთხრა თუ არა სერიალის შემქმნელებს არ ვიცი. ქალბაონ გურანდას გადასაღებ მოედანზე თვეში ერთხელ ვხვდებოდი. მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა.

სალომე დადიანი

იხილეთ ვიდეო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
---
გურანდამ კი არა მებურიშვილმა ამოწურა თავი,ყველას რომ თავი მოგვაბეზრა.
07:25 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნოე
ნია, ხვდები მაინც რა უაზრობებს წერ? რას ნიშნავს, თუ არ მოგწონს - გადართე? რა, ტელევიზია ბაბუამაგათის დუქანია? ტელევიზიაში ფულს მაგათი უზრდელობის მოსასმენად ვიხდით? მერე, რა არგუნენტია "თითქოს გინება ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ გესმოდეთ ქუჩაში"? კი, გვესმის, მათ შორის საკუთარი დედისაც, და რა? მოგწონს? წავახალისოთ? სახლშიდაც უნდა ვისმინოთ? ესეც არ იყოს, ადამიანი ბევრ რამეს აკეთებს ისეთს, რისი საქვეყნოდ ჩვენებაც უზნეობაა. თუ ზნეობის ნორმები უკვე გაუქმდა?
02:40 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სალი
ძალიან საზიზგარი გოგოა
01:35 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ზაალი
ქაიხოსროს მიერ ჩამოთვლილ პლეადას არანაკლებ გენიალურ მსახიობებს დავამატებდი: სერგო ზაქარიაძე, იპოლიტე ხვიჩია, ვახტანგ ნინუა, შალვა ღამბაშიძე, კოტე დაუშვილი, იაკობ ტრიპოლსკი, ირაკლი უჩანეიშვილი, გრიგოლ ტყაბლაძე, ელენე ყიფშიძე, მედეა ჩახავა, მედეა თბილელი, თენგიზ არჩვაძე, ზურაბ ქაფიანიძე, და კიდევ რამდენი სხვა... მართლაცდა, სად გაჰქრა ეს ამხელა ხელოვნება? დღეს თინა მახარაძის "შემოქმედება" გავარჩიოთ?
01:23 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ვახუშტი
ვერ ვიტყვი, რომ მაგ სერიალში ყველა მსახიობი უნიჭოა. არა, ასე არაა, არც დამდგმელია უნიჭო. უბრალოდ, ზნეობასთან და ზრდილობასთან აქვთ პრობლემა. თუმცა, ეს მთელი თაობის პრობლემაა. მართლაც, "ჩემი დედას" და "ბ..შვილი ვიყოს" თაობას რა ზნეობა უნდა მოკითხო? ჰოდა, სხედან ჩაცუცქულები, ითხოვენ ნარკოტიკების ლეგალიზებას და ქმნიან საკუთარ "ხელოვნებას"...
00:43 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქაიხოსრო
მაპატიეთ, "ვერიკო ჭიაურელი" დამიწერია. რა თქმა უნდა, სოფიკო ჭიაურელს ვგულისხმობდი. ბოდიშს ვიხდი.
22:44 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მანია
ქალბატონი გურანდას თქმა რად უნდა რომ თინა ერთი ამაზრზენი ქალია.თინას საერდოდ არ უნდა ატამასჰებდნენ მაგ სერიალსი.გაიტანეტ ეგ თინა საერთოოოოოოდ.ყსაზიზგრესია
21:53 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქალბატონი გურანდა მარტალია ჯერ როგორ იცმევს მეორა რა სატყვებს ამბობს
21:16 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ყოჩაღ, გურანდა!
გურანდას ფანი არასდროს ვყოფილვარ, არც მის პოლიტიკურ კრედოს ვიზიარებ, მაგრამ მისმა ამ საქციელმა მართლა სასიამოვნოდ გამაოცა! მაშ კიდევ ყოფილან ღირსებაშენარჩუნებული ადამიანები, რომლებიც ფულის გულისთვის არ გაერევიან უზნეობაში! ეს ჩემთვის დამაფიქრებელი მაგალითი იყო.
16:01 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქაიხოსრო
უშანგი ჩხეიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, ლეილა აბაშიძე, ვერიკო ჭიაურელი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ეროს მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, დოდო აბაშიძე, გიორგი გეგეჭკორი, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, კარლო საკანდელიძე, გივი ბერიკაშვილი.... რომელი ერთი ჩამოვთვალო (მაპატიოს ვინც გამომრჩა). ამას დაამატეთ ათობით დიდი რეჟისორი. აი, ამ სრულიად გენიალური პლეადის შემოქმედებაზე აღზრდილი საზოგადოება ვიღაც უზნეო და უნიჭო ინფუზორიების ამარა დარჩა? ნუთუ ქართულ ხელოვნებას დღეს ეს არარაობები ქმნიან, რომელთაც თავიანთ შემოქმედებით არსენალში არაფერი აქვთ ბილწსიტყვაობის გარდა? ნუთუ ასეთი დაცემა შესაძლებელია? და ამას რომ ვითმენთ, ჩვენ ისევ ერი გვქვია?
15:51 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS