23 ივლისი, 2015
თორნიკე ყიფიანის სკანდალური განცხადება - ''ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მივიღებ''
დღესდღეობით, ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე ''X ფაქტორის'' გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი ''ფეისბუქზე'' სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. 

''გამარჯობა! ერთი ამბავი მინდა გითხრათ.ზოგადად ვცდილობ, ყოველთვის თავი შევიკავო, მაგრამ ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემასთან დაკავშირებით და...

შარშან „X ფაქტორში“ მივიღე სერტიფიკატი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობის უფლებით, რაც ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, ჩემდამი სიმპატიის გამოხატვისთვის.

თუმცა დღესდღეობით, ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე, რადგან დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და
შემომთავაზა პლუს ფონოგრამაზე გამოსვლა (რომელიც გულისხმობს ვითომ სიმღერას) რისი წინააღმდეგიც ვიყავი და ვარ დღემდე...

ასევე ბევრი მელაპარა უსახსრობაზე, უფულობაზე, რომ არ გვაფინანსებს არავინო და შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ. სირცხვილია, უნამუსობა და შეურაცხყოფაც. უპატივცემულობაა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად მუსიკოსების მიმართ.

ვფიქრობ, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მივიღო იმ შემთხვევაში თუ რაიმეს არ გამოასწორებს ვინმე. ძალიან მინდა, ეს ამბავი მთავარ ორგანიზატორამდე მივიდეს, რადგან მგონია, ვიღაცა რაღაცას "ღრმად იდებს" და თუ მომეხმარებით და "დააშეარებთ" მადლობელი დაგრჩებით. პატივისცემით თქვენი ყიფო'' - წერს ყიფიანი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მირო მორტენა
რავი რანაირად დაგეხმარო არ ვიცი.. მარა შენი რატომღაც მჯერა და შენს გვერით ვარ თუ რამეა :)
20:00 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მემე
სგსგ ყიფო =)
10:40 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მეგი
თორნიკე, შვილო, გეთანხმები ყველაფერში. ღმერთმა ძალა მოგცეს, რომ არ უღალატო შენს პრინციპებს. მუსიკა ეს ხომ ყველაზე სათუთი და სუფთაა, ამათ კი ვაჭრობა ყიდვა0გაყიდვა გამართეს. სირცხვილი მაგათ!!!
18:36 / 23-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS