''გამარჯობა! ერთი ამბავი მინდა გითხრათ.ზოგადად ვცდილობ, ყოველთვის თავი შევიკავო, მაგრამ ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემასთან დაკავშირებით და...
შარშან „X ფაქტორში“ მივიღე სერტიფიკატი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობის უფლებით, რაც ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, ჩემდამი სიმპატიის გამოხატვისთვის.
თუმცა დღესდღეობით, ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე, რადგან დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და
ასევე ბევრი მელაპარა უსახსრობაზე, უფულობაზე, რომ არ გვაფინანსებს არავინო და შემპირდნენ, რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ. სირცხვილია, უნამუსობა და შეურაცხყოფაც. უპატივცემულობაა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად მუსიკოსების მიმართ.
ვფიქრობ, ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მივიღო იმ შემთხვევაში თუ რაიმეს არ გამოასწორებს ვინმე. ძალიან მინდა, ეს ამბავი მთავარ ორგანიზატორამდე მივიდეს, რადგან მგონია, ვიღაცა რაღაცას "ღრმად იდებს" და თუ მომეხმარებით და "დააშეარებთ" მადლობელი დაგრჩებით. პატივისცემით თქვენი ყიფო'' - წერს ყიფიანი.
სალომე დადიანი




















