23 ივლისი, 2015
რატომ დაშორდა ლალი მოროშკინა მესამე ქმარს - ''ეს ჩემი ცხოვრების ტრაგედიაა''
როგორც ჩანს, მე არ გამოვდექი იმდენად ძლიერი, რომ ეს ორი ჭაპანი ერთად მეზიდა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ქმარს, ირაკლი ჯაფარიძეს დაშორდა. 20 ივლისიდან წყვილი ოფიციალური ცოლ-ქმარი აღარაა. ლალი მოროშკინამ ამ თემასთან დაკავშირებით ექსკლუზიურად "ინფო 9"-თან ისაუბრა.

"20 ივლისს გავაწერეთ ხელი და ოფიციალურ ქორწინებაში აღარ ვიმყოფებით. ძალიან მტკივა და ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, თავს ვიკავებ დანარჩენი კომენტარებისგან.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული კარიერა და ოჯახი პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ძალიან ძლიერი ქალების ხვედრია ან
როგორც ჩანს, მე არ გამოვდექი იმდენად ძლიერი, რომ ეს ორი ჭაპანი ერთად მეზიდა - ოჯახიც და კარიერაც.

ზედმეტად დაკავებული ცოლი არცერთ ქმარს არ მოსწონს და როგორც ჩანს, მერე უკვე სხვა პროცესები იწყება მის ცხოვრებაში. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი თანაცხოვრების ორ წელიწადში ბევრი კარგი რამ იყო. მე შევეცდები, ამ სტრესიდან გამოვიდე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი სტრესია.

დაშორების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. თავდაპირველად, მე მივიღე და ცხადია, ჩემს მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა აღარ გამოვიდოდა".

ლალი მოროშკინას თქმით, მისთვის ეს არის ცხოვრების ტრაგედია.

ლალი მოროშკინა მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა ამბობს, რომ ღირსეულად შეხვდება მის ცხოვრებაში მომხდარ ამბავს. ჟურნალისტებს სთხოვს თავი შეიკავონ ამ ამბით ზედმეტად დაინტერესებისგან.

"მძიმე მდგომარეობაში ვარ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა და მარტივი ამბავია. ძალიან რთულია. ძალიან მძიმეა. მე არც ისეთ ასაკში ვარ და არც იმ მდგომარეობაში, რომ შემეძლოს ყურადღების გადატანა რაღაც ფერად-ფერად ამბებზე. შესაბამისად, ეს ჩემთვის არის ცხოვრების ტრაგედია.

ლალი მოროშკინა და ირაკლი ჯაფარიძე ორი წლის წინ დაქორწინდნენ. ეს მოროშკინასთვის მესამე ქორწინება იყო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
სანო
რა დროს ივლისია ???აპრილია გარეთ
02:20 / 12-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ე.ი პრობლემა უკვე თვითონ ქალშია...
13:23 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
nestan111
ცუდია
00:59 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
აბცდეფგ
აუ,ეს რა გავიგე:)))))))))))რაღადროს მოროშკინაა, აღად დაუმთავრდა მოხმარების ვადა ამ ქალს?:)))
13:57 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
შენ ცოლად რომ მობიყვანს,იმას ცხოვრეგაში რაზე უნდა ქონდეს პრეტნზია....
თუ არ ვცდები ამ კაცთან ციხეში მოაწერა ხელი... ხოდა რას ერჩით, ციხიდანაც დროზე გამოვიდა და კაი პოეზდკაც დაურტყა ევროპაში, ეხლა გაძღა ეს კაცი და რას ერჩით. ჩემმა მტერმა უყურა მოროშკინას მთელი ცხოვრება.
01:36 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
komentarebis damtserebs
Gixariat sxvisi ubedureba?Neta tqveni ra saqmea sxvisi piradi tsxovreba,sakutari mixedet tu gagachniat!
22:32 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქქქ
ქმრებს რის მიხედვით ითვლის ნეტავ, ხელი ვისთანაც ქონდა მოწერილი? სხვები?სხვები რამდენი იყო, შენთვის დაითვალე, ჩვენ არ გვაინტერესებს. პირველი ბედი ბედია, მეორე მონაგონია, მესამე ვირზე ჯდომაა და მეოთხე გაჭენებაა, ყველა გავლილია, მესუთსე სახელი შენ დაარქვი/
16:49 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
შენ ცოლად რომ მობიყვანს,იმას ცხოვრეგაში რაზე უნდა ქონდეს პრეტნზია....
09:48 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ან ქმარი ან დეკოლტე(ვითომ ხუმრობით)
ლალი მამაკაცის პერანგით რო მივიდა 'პროფილში' ტან შეკრული ნიკაპამდე უკვე გასაგები იყო.მარტლა გამიკვირდა როცა დავინახე უჩვეულო ფორმაში მაანამდე დეკოლტეს არ მაზავდა.და თქვა კიდეც ირაკლი ღიზიანდება ძალიან დაკოლტეს უნდა დავემშვიდობო ამხელა ძ...ზე დახურულიც გამომწვევია და ნუ მანერვიულებ სახლიდან გასვლის პერიოდშიო. ხუმრობა ხუმრობად მაგრამ ლალი იმდენად თავისუფლების მოყვარულია ელემენტარულ შეზღუდვასაც ვერ აიტანდა დიდხანს არარსებულია მასეთი ძლიერი ქალები არ ემორჩილებიან დირექტივებს...
18:38 / 23-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
კარიერა არა კვახი, მე ამ კაცთან ცხოვრებას ავირჩევდი, ყველას თავის ჭკუა აქვს, ამ კარიერის გამოა ამდენი ოჯახები რომ ინგრევა, მერე სხვას ირთავენ Mერე იმასაც ცილდებიან და ასე შემდეგ, თითქოს მანამდე არ იციან რომ ერთდროულად ორივეს ვერ ააწყობენ. კარიერა კარგია, მაგრამ კარგი ქმარი და ოჯახი ჯობია.
18:16 / 23-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS