- ნუკი, ნიკა გრიგოლიასთან ერთად გადაცემა ''კოქტეილს'' ამზადებ. სამსახური დასვენებაში ხელს ხომ არ შეგიშლის?
- ნიკაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ წლებია, ზაფხულში ბათუმში მივდივარ მეგობრებთან ერთად დასასვენებლად და ტრადიციას არც ამჯერად დავარღვევ.
- ზღვაზე წასვლის წინ როგორც წესი განსაკუთრებულად
- ზედმეტი კილოგრამები მაწუხებს, მაგრამ არანაირი დიეტის დაწყებას არ ვგეგმავ. ცურვა და გარუჯვა, როგორც წესი ზედმეტ კილოგრამებს კარგად ებრძვის. ბათუმში ჩასვლიდან მეორე დღეს, როცა უკვე შეფერილი ხარ, ზედმეტი კილოგრამები აღარ ჩანს ცუდად.
- როგორ საცურაო კოსტიუმზე შეაჩერე არჩევანი?
- მომწონს მთლიანი საცურაო კოსტიუმები, მაგრამ არჩევანი გავაკეთე ცალ-ცალკე, რადგან ზაგარი ამ შემთხვევაში უფრო კარგად ჩანს. ვიყიდე ვარდისფერი და ბრჭყვიალა საცურაო კოსტიუმი და ერთი სული მაქვს როდის წავალ ბათუმში და როდის მოვირგებ.
- გაქვს საოცნებო დასასვენებელი ადგილი?
- ასეთ შემთხვვაში ოცნებები არ მაქვს ხოლმე, შეიძლება სურვილი მქონდეს.
- დასვენებასთან დაკავშირებული სურვილი გაქვს, რომლის ასრულებაც დიდ თანხასთანაა დაკავშირებული?
- ძალიან მომწონს ლამაზი და გრძელი სანაპიროები, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ბათუმში დასვენება ძალიან მიყვარს და თუ სურვილი მექნება, შეიძლება ღვიძლი გავყიდო და დავისვენო (იცინის). ვხუმრობ, ღვიძლის გარეშე გამიჭირდება... მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, უცხოეთში დასვენებაც, ამის დიდი სურვილი რომ მქონდეს.
- როგორც ვხვდები, მთაში დასვენებას ზღვაზე დასვენება გირჩევნია.
- მთაში ზამთარში მიყვარს დასვენება და ზაფხულში ჩემთვის ზღვას არაფერი შეედრება.
სალომე დადიანი




















