21 ივლისი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძე „X ფაქტორის“ ფინალს ეხმაურება - „ახლა წამოვა შემოტევის ტალღა...“
ყოველთვის ვიხიბლები იმით, რაც ჯანსაღია და რასაც ნიჭიერება ჰქვია
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე პროექტ ''X ფაქტორის'' დამთავრებას შემდეგი სტატუსით ეხმაურება.

''ერთმა ქალბატონმა, მაშინ როცა სრულიად ობიექტურად და გულწრფელად აღვნიშნე და მოვიწონე ''რუსთავი 2''-ზე ერთ-ერთი გადაცემა, ნიშნის მოგებით მომწერა, რაღაც ამ ბოლო დროს მოიხიბლეთ ''რუსთავი 2''-ო?! 

მე ყოველთვის ვიხიბლები იმით, რაც ჯანსაღია და რასაც ნიჭიერება ჰქვია. ყოველგვარი გათვლების გარეშე!.. როდის განიკურნება ნეტავ საქართველო სენისგან, რასაც უკვე სახელსაც ვერ დაარქმევ. ზიზღის, ერთმანეთის ვერ ატანის, ხშირად მოვლენების მხოლოდ ცუდი წახნაგით
დანახვის, კარგზე კი სრული დაბრმავების, სხვისი ჭირით სიხარულის, დაცემულის კიდევ უფრო გათელვის და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ამგვარის ეთობლიობა!...

რა თქმა უნდა, ამის სახელი ჯერ არ მოგონილა და მაინცდამაინც საქართველოში უნდა დაერქვას ამას რაღაც ახალი სახელი?! ახლა წამოვა შემოტევის ტალღა. როგორ, აბა 13 ივნისის მაგალითი რა იყო?! და ა.შ...იცით რა, აბა ჰკითხეთ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღედაღამ იქ იყვნენ (მათ შორის ჩემი შვილებიც) და ერთად ყოფნის და თანადგომის გასაოცარ მაგალითს იძლეოდნენ,  ჩაიდინეს თუ არა გმირობა?

სათითაოდ ყველა გეტყვით რომ ეს მათი მოქალაქეობრივი ვალი იყო! მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი თავმდაბლობისა და ამავდროულად დიდი ადამიანობის წინაშე! მაგრამ მოდით, ნურც იმას უარვყოფთ,რომ ხშირად ვცოდავთ კიდეც!  

არ შეიძლება, ხმამაღლა ვთქვათ და ერთმანეთს გავუზიაროთ ის, რაც ჩვენივე გამოსასწორებელია! რატომ ჩემო ძვირფასებო?! რატომ დავკარგეთ ობიექტურობის გრძნობა?.. ან რატომ ვაძლევთ თავს უფლებას, სხვას ავუკრძალოთ და ვაქილიკოთ მის მიერ გულწრფელად შეფასება და მისივე თანამემამულის ნიჭიერებით აღფრთოვანების გამოხატვა?!

მე არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი დიდი სიხარულის განცდა, როცა პროექტს ''× ფაქტორს'' ვადევნებდი თვალს! დიახ, შეძლებისდაგვარად ხშირად ვუყურებდი და რაც ყველაზე მეტად მხიბლავდა.  

ეს იყო ბევრი ნიჭიერი ქართველის ხილვა და მოსმენა! ან რატომ არ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თითქმის ყველა მათ პროექტს, დაწყებული პროდიუსერებით, რეჟისორებით, ოპერატორებით, ხმის რეჟისორებით-დამთავრებული ...არც ვიცი, ვინ ვთქვა-მაღალი-პროფესიონალიზმის ბეჭედი აქვს დასმული?!

ყოჩაღ!... (რა თქმა უნდა, არის ხარვეზებიც... ეს უფრო გარკვეულ ფლიგელში კომპეტენტურობას ეხება.....მაგრამ...) უკვე ვიცი, რა მოხდება. ახლა ნახეთ თავდასხმა! ამას ჩასაფრებულები აუცილებლად პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ!

არა ბატონებო, არავითარი პოლიტიკა! მითუმეთეს მე ისევ გამაჩნია ჩემი აზრი და პრინციპი, რომ სწორედ იქ ვიდექი, სადაც უნდა ვმდგარიყავი, მაგრამ ნიჭიერების აღიარებას რად უნდა პოლიტიკა?! ეს ხომ ძალიან მარტივია. გაახილე თვალი და აღიარე რა!!!

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მეამაყება ამდენი ნიჭიერი ქართველის ასე ობიექტურად წარმოჩენა, ყველა ტურში რა კარგად წარმოაჩინეს თავი... ხალხურის ტური შესანიშნავი იყო და არა მარტო ხალხურის... იდეაში ბევრი პოზიტივის მოტანა იყო და ნამდვილად მიაღწიეს! ეს სხვა არხის კონკურსებზე ჯერ მიუღწევადია... იქ ჯერ არაობიექტურობის, არაკომპეტენტურობის, სასაცილო დაპირისპირებების, პროვინციული გამოხტომების, სმს- ბის ყიდვა-გაყიდვის ბაზრის მოსპობის, ხალხის მოტყუების და ა.შ.

კიდევ ბევრი პრობლემის გადალახვაა საჭირო და მერე იქნებ მიაღწიონ სამართლიან და ჯანსაღ კონკურსებს, სადაც მართლა ნიჭიერები გამოვლინდებიან! და სადაც ბოლო სიტყვას მართლა ხალხი იტყვის სამართლიანად!...ეს ისე!... ამ უსაყვარლესმა და დიდი სიკეთის მატარებელმა გიგომ ხომ ყველაფერს გვირგვინი დაადგა!!!

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მონაწილეს და რა თქმა უნდა, ამ სამ უნიჭიერეს ახალგაზრდას დიდი გამარჯვებას! (ჩვენს მარიამ ჯანჯღავას, რომელმაც თავადვე გამცნოთ- ჩვენს სტუდიაში 3 წლის მოვიდა და 9 წელი იზრდებოდა) ბევრ წარმატებას გისურვებთ!

მე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივრად მიგულეთ!... წინსვლა და მომავალი გამარჯვებები!'', - წერს მომღერალი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
თამრიკოოოოოოო
რას მიირთმევთ ამისთანას
05:38 / 22-07-2015
გამოხმაურება / 0 /
დიეტა
დიახ ქალბატონო თამრიკო დადქით დიეტაზე მეც გამიფიქრებია ხშირად... ადამიანი როც გიყვარს წონას არ აქვს მნისვნელობა მაგრამ მაინც დადებითად მოქმედებს ფორმაში ყოფნა, თვითშეფასებასაც ამაღლებს... გირჩვდით მეც. წარმატებები..
01:21 / 22-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვეთანხმები თამრიკოს! ჩინებული პროექტი იყო,ისევე,როგორც ბევრი სხვა,რომელსაც ეს არხი მთელი გულმოდგინებით აკეთებს! მე ვთვლი,რომ ამ არხზე ბევრი პროფესიონალი მუშაობს და საკმაოდ კარგად იციან თავიანთი საქმე! გაიხარე ჩემო კარგო ობიექტურობისათვის! კარგის დანახვა ყველგან უნდა შეგვეძლოს!
23:53 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
საქართველო
გეთანხმებით ქალ. თამრიკო სიმართლის თქმა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ შეგწევს ძალა თქვა რაც მართლა კარგია, ამიტომ მიყვარს მეც რუსთავი 2, აქ სიმართლის ღაღადია და არა ფარისევლების.
22:26 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა დ.
გეთანხმებით, ქალბატონო თამრიკო, რაც ,,იქს ფაქტორში'' ვიხილეთ, იყო საოცარი მუსიკალური ზეიმი! აღფრთოვანებული ვარ! მეამაყება, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდების არსებობა ჩვენს ლამაზ საქართველოში!
20:58 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
წონა
თამრიკო დაიკელი წონაში.დაიკელი.დაიცავი დიეტა.ჯანმრთლობა და სილამაზეა ნორმალური წონა
16:20 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
100% გეთანხმებით!!!!!!!!!!
16:20 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
მართალი ხართ როდის უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი სულ დაპირისპირება და ლანძღვა და გინება ისმის ამას ახალი თაობა უსმენს მემგონი ყველაფერი ცუდი გადამდებია რაც არ მინდა.ყველა თუ ისე იმსჯელებს როგორც თქვენ Yველაფერი კაარგად იქნება.
15:35 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სსსსსსსსსსს
ყველამ ალალად რომ გამოთქვას ის, რასაც ნამდვილად გრძნობს,ალბათ რაღაც გამოგვივა.................
15:20 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ცჯკ
ვგიჟდები რუსთავი 2ზე.პროფესიონალწბი.ინიჭიერესი და განათლებული ადამიანების გუნდი.სიამოვნებაა ამ არხის ყურება.გვარამიას რესპექტი.ნიტოშტო იმედისსამარცხვინპერთი ერთშიიმიტომებრძვიან ამ არხს.ბრავპ.ბრავისიმოგვარამია მიყვარხარ და მინდა ჩემუ შვილები თქვენსავით ერუდირებული.კულტურული და განათლებულები გაიძარდონ
15:14 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS