21 ივლისი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძე „X ფაქტორის“ ფინალს ეხმაურება - „ახლა წამოვა შემოტევის ტალღა...“
ყოველთვის ვიხიბლები იმით, რაც ჯანსაღია და რასაც ნიჭიერება ჰქვია
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე პროექტ ''X ფაქტორის'' დამთავრებას შემდეგი სტატუსით ეხმაურება.

''ერთმა ქალბატონმა, მაშინ როცა სრულიად ობიექტურად და გულწრფელად აღვნიშნე და მოვიწონე ''რუსთავი 2''-ზე ერთ-ერთი გადაცემა, ნიშნის მოგებით მომწერა, რაღაც ამ ბოლო დროს მოიხიბლეთ ''რუსთავი 2''-ო?! 

მე ყოველთვის ვიხიბლები იმით, რაც ჯანსაღია და რასაც ნიჭიერება ჰქვია. ყოველგვარი გათვლების გარეშე!.. როდის განიკურნება ნეტავ საქართველო სენისგან, რასაც უკვე სახელსაც ვერ დაარქმევ. ზიზღის, ერთმანეთის ვერ ატანის, ხშირად მოვლენების მხოლოდ ცუდი წახნაგით
დანახვის, კარგზე კი სრული დაბრმავების, სხვისი ჭირით სიხარულის, დაცემულის კიდევ უფრო გათელვის და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ამგვარის ეთობლიობა!...

რა თქმა უნდა, ამის სახელი ჯერ არ მოგონილა და მაინცდამაინც საქართველოში უნდა დაერქვას ამას რაღაც ახალი სახელი?! ახლა წამოვა შემოტევის ტალღა. როგორ, აბა 13 ივნისის მაგალითი რა იყო?! და ა.შ...იცით რა, აბა ჰკითხეთ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღედაღამ იქ იყვნენ (მათ შორის ჩემი შვილებიც) და ერთად ყოფნის და თანადგომის გასაოცარ მაგალითს იძლეოდნენ,  ჩაიდინეს თუ არა გმირობა?

სათითაოდ ყველა გეტყვით რომ ეს მათი მოქალაქეობრივი ვალი იყო! მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი თავმდაბლობისა და ამავდროულად დიდი ადამიანობის წინაშე! მაგრამ მოდით, ნურც იმას უარვყოფთ,რომ ხშირად ვცოდავთ კიდეც!  

არ შეიძლება, ხმამაღლა ვთქვათ და ერთმანეთს გავუზიაროთ ის, რაც ჩვენივე გამოსასწორებელია! რატომ ჩემო ძვირფასებო?! რატომ დავკარგეთ ობიექტურობის გრძნობა?.. ან რატომ ვაძლევთ თავს უფლებას, სხვას ავუკრძალოთ და ვაქილიკოთ მის მიერ გულწრფელად შეფასება და მისივე თანამემამულის ნიჭიერებით აღფრთოვანების გამოხატვა?!

მე არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი დიდი სიხარულის განცდა, როცა პროექტს ''× ფაქტორს'' ვადევნებდი თვალს! დიახ, შეძლებისდაგვარად ხშირად ვუყურებდი და რაც ყველაზე მეტად მხიბლავდა.  

ეს იყო ბევრი ნიჭიერი ქართველის ხილვა და მოსმენა! ან რატომ არ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თითქმის ყველა მათ პროექტს, დაწყებული პროდიუსერებით, რეჟისორებით, ოპერატორებით, ხმის რეჟისორებით-დამთავრებული ...არც ვიცი, ვინ ვთქვა-მაღალი-პროფესიონალიზმის ბეჭედი აქვს დასმული?!

ყოჩაღ!... (რა თქმა უნდა, არის ხარვეზებიც... ეს უფრო გარკვეულ ფლიგელში კომპეტენტურობას ეხება.....მაგრამ...) უკვე ვიცი, რა მოხდება. ახლა ნახეთ თავდასხმა! ამას ჩასაფრებულები აუცილებლად პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ!

არა ბატონებო, არავითარი პოლიტიკა! მითუმეთეს მე ისევ გამაჩნია ჩემი აზრი და პრინციპი, რომ სწორედ იქ ვიდექი, სადაც უნდა ვმდგარიყავი, მაგრამ ნიჭიერების აღიარებას რად უნდა პოლიტიკა?! ეს ხომ ძალიან მარტივია. გაახილე თვალი და აღიარე რა!!!

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მეამაყება ამდენი ნიჭიერი ქართველის ასე ობიექტურად წარმოჩენა, ყველა ტურში რა კარგად წარმოაჩინეს თავი... ხალხურის ტური შესანიშნავი იყო და არა მარტო ხალხურის... იდეაში ბევრი პოზიტივის მოტანა იყო და ნამდვილად მიაღწიეს! ეს სხვა არხის კონკურსებზე ჯერ მიუღწევადია... იქ ჯერ არაობიექტურობის, არაკომპეტენტურობის, სასაცილო დაპირისპირებების, პროვინციული გამოხტომების, სმს- ბის ყიდვა-გაყიდვის ბაზრის მოსპობის, ხალხის მოტყუების და ა.შ.

კიდევ ბევრი პრობლემის გადალახვაა საჭირო და მერე იქნებ მიაღწიონ სამართლიან და ჯანსაღ კონკურსებს, სადაც მართლა ნიჭიერები გამოვლინდებიან! და სადაც ბოლო სიტყვას მართლა ხალხი იტყვის სამართლიანად!...ეს ისე!... ამ უსაყვარლესმა და დიდი სიკეთის მატარებელმა გიგომ ხომ ყველაფერს გვირგვინი დაადგა!!!

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მონაწილეს და რა თქმა უნდა, ამ სამ უნიჭიერეს ახალგაზრდას დიდი გამარჯვებას! (ჩვენს მარიამ ჯანჯღავას, რომელმაც თავადვე გამცნოთ- ჩვენს სტუდიაში 3 წლის მოვიდა და 9 წელი იზრდებოდა) ბევრ წარმატებას გისურვებთ!

მე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივრად მიგულეთ!... წინსვლა და მომავალი გამარჯვებები!'', - წერს მომღერალი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ნოდო
მაინც რა მოგწონთ ამ შოუში ის გარყვნილობა,რაც სცენიდან იღვრება თუ ის რასაც ჟიურში ეწევიან.
16:29 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
რა მნიშვნელობა აქვს რომელი მთავრობის მხარდამჭერია?! როგორ შეიძლება მთავრობის ასე ფანატიკური სიყვარული? ახალგაზრდები მათი ნიჭიერებით შეაფასეთ და არაიმით რომელ არხზე გადის მათი გამოსვლები. მიყვარხართ ჩვენო ნიჭიერო მომავალო თაობა!გაიხარეთ და გამრავლდით! გიყვარდეთ ერთმანეთი.მტრის ხატს ნუ ეძებთ.ჩვენ ყველა ქართველები ვართ!
10:10 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სოს
ეეეეეეეეე!ქოც-მონებოოოოო!ყველაფერს რომ პოლიტიკას უკავშირებთ,კონკურსი შეაფასეთ!!!კონკურსიიიიიი!!!!
19:18 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
შავი
ჩემო თეკლა ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს მითუმეყტეს როცა ხარ ქალი თანაც საზოგადო ფიგურა.ეს არის მწარე სიმართლე
17:25 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
იმათ, ვინც დიეტებზე და წონაზე ლაპარაკობთ: ალბათ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი! და მეტი არც არაფერი იცით. დიდი უსამართლობაა, რომ თქვენ კომპიუტერებთან ჯდომის საშუალება გაქვთ. ალბათ ვინმეზე პარაზიტობთ, თორემ ასეთი ცოდნით თოხიც არ მოგივიდოდათ...
12:46 / 25-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
შემთხვევით ვუყურე და არ გადავრეულვარ, რუსთავს საერთოდ არ ვუყურებ, ვუყურებდი მაშინ, მიშას დროს რომ გამოეცხადებიათ მაგალითად როგორ გააუპატურეს თეთრაძე დუბინკით, როგორ მოკლ;ეს გვურგვლიანი, როგორ აწამებდნენ პატიმრებს, როგორ ძარცვავდნენ ადამიანებს, და რა ვიცი, დანაშაულთა უზარმაზარი ჩამონათვალი, ამათზე არაფერს გვამცნობდნენ, ახლა ახლა ყველაფერი კანონზომიერადაა, არცერთი არხი არ იხევს უკან სიმართლის თქმისთვის, მაშინ რუსთაველები მიშას ქების მეტს არაფერს არ აკეთებდნენ.უყურეთ გვარამიას და დატკბით.ახლაც აქეთ, ქართველებს მასთან საერთო არაფერი გვაქვს.
16:38 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
GB
ქართული დედა ენის დამმახინჯებელ საიტის მოდერატორებისათვის გზავნილი,ორფოგრაფიული შესწორებებით:ქაქანი-ქაქნი,რამაა-რამაამ,მუხლდაჩოქილი-მოხლდაჩოქილი,იმფერიის-იმდერიის,გამოუსწორებლად-გამოყსწორებლად,ხალხი-ხახი.ქართველთა ერთ ერთი საბრძოლო იარაღის !ენისა დედისა"დაკნინება სასაცილო სულაც არაა,სატირალია საამაყო აი ია-ს ,ვ აი დედა-ს, სათანადოდ ვერ გამოყენება უსწავლელობისა გამო.
13:35 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლონდონი-სითი.
ქაქნი და კეთება ორი უმრავლეს შემთვევაში ურთიერთ გამომრიცხავი რამაამეს ოლალაუ" საბჭოთა,უვარგისი,მექრთამე,ბლატით,მედროვეობით მცხოვრებთა მიერ გამოზრდილი,მოხლდაჩოქილი უფხო,იმდერიის მიერ გამოყსწორებლად დამონებულთა წარომადგენელია,რასა არ უნდა ამბობდეს-საქმეებით ამგვარი ხაი ზიროა!მამულისათვის,ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისათვის,თავგანწირვით,ბრძოლისუნარიანობით-არაფრისმაქნისები.ყველა წყებას მორგებულნი,ათწლობით არაფრის მომტანნი,მარტო ყბედობის ოსტატნი
12:24 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
"როდის განიკურნება ნეტავ საქართველო სენისგან, რასაც უკვე სახელსაც ვერ დაარქმევ. ზიზღის, ერთმანეთის ვერ ატანის, ხშირად მოვლენების მხოლოდ ცუდი წახნაგით დანახვის, კარგზე კი სრული დაბრმავების, სხვისი ჭირით სიხარულის, დაცემულის კიდევ უფრო გათელვის და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ამგვარის ეთობლიობა!..." ვერასოდეს სანამ ხელისუფლება იქნება ხალხის წამქეზებელი ამ ზიზღისა.
08:35 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
მარტლაც მაგარი გადაცემა იყო უმრავლოს საქარტველოს ტამრიკოსნაირი საგად მოაზროვნე ადამიანები
00:28 / 24-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS