დავინტერესდით, მხოლოდ მიშა მესხი რაგორ აღმოჩნდა მამულიჩას სასამართლო პროცესზე.
- მიშა, შენ და მამულიჩა
- ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით. პიროვნულად ძალიან შემეცოდა. ვიცი, რასაც ნიშნავს პატიმრობა. წინა ხელისუფლების დროს რამდენიმე თვე ციხეში გავატარე, პოლიტპატიმარი ვიყავი და მესმის, რას ნიშნავს პატიმრობაში ყოფნა, მით უფრო მამულიჩასნაირი ადამიანისთვის. რომელიც მთელ თავის დროს მოგზაურობაში და გართობაში ატარებდა და ახლა უცებ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. მამულიჩა არ მემეტება ციხისთვის.
- მან აღიარა დანაშაული.
- მოსამართლეს შეეძლო 55 დღიანი პატიმრობა არ მიესაჯა. მოსამართლის საქმიანობაზე ახლა საუბარს არ დავიწყებ. მინდა, მამულიჩას ჯანმრთელობა და ციხიდან მალე გამოსვლა ვუსურვო.

- მეუღლეს სოფოს არ ჰქონდა სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი?
- სოფოს მთელი დღის განმავლობაში ბევრი საქმე აქვს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მამულიჩას. ვფიქრობთ, არც ერთს არ უნდა გაუხარდეს ვინმეს დაჭერა, მით უფრო მამულიჩასი.
- იცოდით, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო?
- სიმართლე გითხრათ გამიკვირდა ეს რომ გავიგე. ჩემთან მამულიჩას არც ჰეროინზე და არც სხვა რომელიმე ნარკოტიკზე არ უსაუბრია. იმედს ვიტოვებ, რომ ის მალე თავისუფალი იქნება.
სალომე დადიანი




















