20 ივლისი, 2015
კახა მამულაშვილი ბრალს აღიარებს - რეპორტაჟი სასამართლო დარბაზიდან
დღეს სასამართლო კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მთავარი პროკურატურა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას, ბრალდებული პროდიუსერის ადვოკატი კი გირაოს ითხოვს. როგორც მამულაშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მათი მოთხოვნაა კახა მამულაშვილი სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.

რაც შეეხება კახა მამულაშვილს, მან სასამართლოზე ბრალი სრულად აღიარა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესს ბრალდებულის ცნობილი მეგობრები არ ესწრებიან. იქ მხოლოდ სოფო ბედიას მეუღლე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდაა. სასამართლო პროცესს არც ბრალდებული პროდიუსერის მეუღლე, ლელა წურწუმია ესწრება.

მოსამართლის გადაწყვეტილება,
დააკმაყოფილებს ის პროკურორის მოთხოვნას, ანუ შეუფარდებს

თუ არა მამულაშვილს პატიმრობას, თუ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს ბრალდებულს, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS