19 ივლისს მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის ქალიშვილი, ელენე ორი წლის გახდა.
ელენეს დაბადების დღე მცხეთაში გადაუხადეს. სტუმრებს მოწვეული მსახიობები პრინცი და პრინცესა ართობდნენ. ელენემ ორი წლის იუბილე ფერიას ფორმაში გამოწყობილმა გაატარა. დაბადების დღეს ელენეს მამა შემდეგი სტატუსით ულოცავს.
„დღეს ჩემი პატარა პრინცესას, ელენე კუტალაძის დაბადების დღეა. მინდა ვუსურვო, რომ მშობლებზე ბევრად უფრო წარმატებული იყოს, იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი.
ის მეორე ქალია ჩემს ცხოვრებაში ვისითაც აღფრთოვანებული ვარ.





















