19 ივლისი, 2015
ირაკლი კუტალაძე ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს - „ის მეორე ქალია ჩემს ცხოვრებაში...“
ელენემ ორი წლის იუბილე  ფერიას ფორმაში გამოწყობილმა გაატარა
19 ივლისს მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის ქალიშვილი, ელენე ორი წლის გახდა.

ელენეს დაბადების დღე მცხეთაში გადაუხადეს. სტუმრებს მოწვეული მსახიობები პრინცი და პრინცესა ართობდნენ. ელენემ ორი წლის იუბილე  ფერიას ფორმაში გამოწყობილმა გაატარა. დაბადების დღეს ელენეს მამა შემდეგი სტატუსით ულოცავს.

„დღეს ჩემი პატარა პრინცესას, ელენე კუტალაძის დაბადების დღეა. მინდა ვუსურვო, რომ მშობლებზე ბევრად უფრო წარმატებული იყოს, იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი.

ის მეორე ქალია ჩემს ცხოვრებაში ვისითაც აღფრთოვანებული ვარ.
პირველი, რაღა თქმა უნდა, დედაჩემია.“ - წერს კუტალაძე.

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
არ მგონია რიგით მეორე იგულისხმა, ალბათ ის თქვა რომ აქამდე მარტო ერთი ქალი იყო -დედამისი და ახლა ორია.
00:37 / 22-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მ.ი.
მე კი ვფიქრობ არცერთმა კაცმა ''რიგით'' არ უნდა გათვალოს დედა და ცოლ-შვილი. ყველას ადგილი უნდა მოუნახოს თავის გულში, ისე რომ არცერთმა არ იგრძნოს ''მეორე ხაზზე დგომა''. მე პატივს ვცემ ჩემი შვილის არჩევანს და ვცდილობ მათი ერთმანეთის სიყვარულს, ბედნიერად ყოფას ხელი შევაშველო. ესაა ჩემი სიხარული.
15:38 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
აი, თურმე რატომ დაშორდნენ. თუკი ამ კაცისთვის შვილი ნომერ 2-ია, ნინი ალბათ მთლად აფსაიში იყო! პატარას კი ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ ბედნიერებას.
01:01 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
100%-ით ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს,რომელიც ნამდვილი ქალი და უაღრესად შეგნებული ადამიანია და მინდა ბევრნი იყონ ასეთები! მეც ასევე,უდიდესი სიამოვნებით დავუთმობ ჩემი შვილის გულში მის მეუღლეს პირველ ადგილს და უპრობლემოდ გადავალ მეორეზე,ქალიშვილის ყოლის შემთხვევაში გადავინაცვლებ მესამეზე და კმაყოფილი და ბედნიერი ვიქნები იმით,რომ კაცი გავზარდე და არა ქალაჩუნა!!!
20:28 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
??????????????????????????????????????
მეორე ქალიო??? როგორ, ქალიშვილმაც ვერ გადასწია დედა მეორე ადგილზე???? მე პირადად ჩემი ვაჟის მეუღლეს სიამოვნებით დავუთმობდი პირველ ადგილს და გადავიჩოჩებდი მეორეზე, ქალიშვილი რომ შეეძინებათ, მერე მესამეზე და მერე მშვიდად წავალ ამ ქვეყნიდან.
14:05 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გაიზარდე ბედნიერი გოგო. უფალი გფარავდეს.
00:58 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS