28 ივლისი, 2013
სკანდალი - შორენა ბეგაშვილი თიკო სადუნიშვილს პასუხობს: "შენ რა გგონია ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი..."
სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით? წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც თიკო სადუნიშვილს „იმედზე“ გადაცემა „თბილისი ლაივი“ მიჰყავდა. სწორედ მაშინ მოხდა დაპირისპირება თიკოსა და შორენა ბეგაშვილს შორის. ერთ-ერთ საღამოზე უცხო მამაკაცთან ერთად მისულ შორენას მიკროფონიანი თიკო შეეჩეხა და ჰკითხვა თუ ვინ იყო ეს მამაკაცი. შორენამ უპასუხა, რომ იგი მისი შეყვარებული იყო. - მაშინ აკოცეთ
ერთმანეთს, - შესთვაზა ბეგაშვილს თიკომ. - კამერის წინ? - გაუკვირდა შორენას. - კამერის წინ უარესები არ გაგიკეთებია? - უპასუხა გადაცემის წამყვანმა.

მოგვიანებით, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გავიდა, თიკოს ამ რეპლიკას პროდიუსერმა შორენას ეროტიკული კადრები დაადო ერთ-ერთ ფილმიდან. როგორც ამბობენ, შორენა თიკოს ამის მერე დასანახად ვერ იტანს.

თიკო სადუნიშვილმა სწორედ ეს დეტალები გაიხსენა  ინტერნეტტელევიზია HOT.GE-თან ინტერვიუში და აღიარა, რომ შორენას ეს ფაქტი ძალიან ეწყინა. ინტერნეტში ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შორენა ბეგაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
Rating
„თიკო, საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების სამ წამს (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა (მაგრამ შენ პირს რა დახურავს). ტელეკამერების წინ მე ბევრი რამე გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის. და შენ რა გგონია ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი? სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით? წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები? იფიქრე ბევრი სანამ შენ აზრებს გადმოაფრქვევ. ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული“.
Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
ქეთა
სხვის საქმესში ყველა მაგარია.საკუთარ თავს მიხედოს ყველამ.
21:12 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ვიქნები ობიექტური და ვიტყვი, რომ შორენამ სტილი შეიმუშავა, ჭკვიანი გოგოა, გაიკეტა ოპერაციები (მისი ბავშობის ფოტო რომ ვნახე შევწუხდი, ქურთის გოგო მეგონა) თავს უვლის, გალამაზდა, გახდა პოპულარული და თავიც დაიფასა,შვილსაც კარგად უვლის, გიჟდება, რაც ძაან დასაფასებელია. თუ ძალიან მდიდარი არ არის ვინმე არც კი გაიხედავს, რადგან ფიქრობს რომ N1 სექსუალური ქალია საქართველოში და მას საუკეთესო შეეფერება ყველა და ყველაფერი. დებს ულამაზეს ფოტოებს ხალხს აგიჟებს და თუ ვინმემ რამე აკადრა დასცინის და ხაზს უსვამს თავის სილამაზეს.
20:59 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატ
სჰორენა მაგარი გოგოა ტიკოსი კი რა მოგახსენოტ? ტიკო სანამ ტალახს ისვრი წინ დაიხედე რამდენი გაცხია
20:32 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
D.
იო მაზა ფაქააა ))
19:42 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კუსა
კოშმარიია,როგორ ლანძღავენ ერტმანეტს
19:37 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ვგიჟდები შორენაზე! გული მერევა თიკოზე რა კოშმარი გოგოა!!
19:23 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევან
ციხეში ვატო ყიფიანს ხვდებოდაო, ასე ამბობდნენ ადრე, მერე არ ვიცი ვისთან დადიოდა.
19:23 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS