28 ივლისი, 2013
სკანდალი - შორენა ბეგაშვილი თიკო სადუნიშვილს პასუხობს: "შენ რა გგონია ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი..."
სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით? წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც თიკო სადუნიშვილს „იმედზე“ გადაცემა „თბილისი ლაივი“ მიჰყავდა. სწორედ მაშინ მოხდა დაპირისპირება თიკოსა და შორენა ბეგაშვილს შორის. ერთ-ერთ საღამოზე უცხო მამაკაცთან ერთად მისულ შორენას მიკროფონიანი თიკო შეეჩეხა და ჰკითხვა თუ ვინ იყო ეს მამაკაცი. შორენამ უპასუხა, რომ იგი მისი შეყვარებული იყო. - მაშინ აკოცეთ
ერთმანეთს, - შესთვაზა ბეგაშვილს თიკომ. - კამერის წინ? - გაუკვირდა შორენას. - კამერის წინ უარესები არ გაგიკეთებია? - უპასუხა გადაცემის წამყვანმა.

მოგვიანებით, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გავიდა, თიკოს ამ რეპლიკას პროდიუსერმა შორენას ეროტიკული კადრები დაადო ერთ-ერთ ფილმიდან. როგორც ამბობენ, შორენა თიკოს ამის მერე დასანახად ვერ იტანს.

თიკო სადუნიშვილმა სწორედ ეს დეტალები გაიხსენა  ინტერნეტტელევიზია HOT.GE-თან ინტერვიუში და აღიარა, რომ შორენას ეს ფაქტი ძალიან ეწყინა. ინტერნეტში ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შორენა ბეგაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
Rating
„თიკო, საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების სამ წამს (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა (მაგრამ შენ პირს რა დახურავს). ტელეკამერების წინ მე ბევრი რამე გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის. და შენ რა გგონია ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი? სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით? წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები? იფიქრე ბევრი სანამ შენ აზრებს გადმოაფრქვევ. ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული“.
Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
გვანციიი
ვაა შორენა ყოჩაღ..მასე უნდა მაგას!!!":)))))
22:45 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
სირცხვილია გოგონებო,მესმის რომ ერთმანეთს გული ატკინეთ,მაგრამ საქვეყნოდ ასე გამეტება ნამეტარია!
22:39 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგუსია
აბსოლუტურად გეთანხმები მიშა :)))))
22:13 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ცუცა
სადუნიშვილმა გაიჩალიჩა, ყველაფრის ღირსია. მე მაგალითად, შორენა ძალიან მომწონს, ღირსეული ადამიანი ჩანს. სადუნიშვილის რა მოგახსენოთ, სუფთა ალქაჯია, ცოცხი აკლია, რომ მოახტეს და გაფრინდეს.
22:03 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
თიკო რა ნარკომანი იყოოო??? :0 აბა რა წამალზეა ლაპარაკი???? ისე შორენა რომ მაგარი გოგოა რათ უნდა თქმა.ყველამ იცის საუკეთესო დედაა და არც არავინ ამბობს მასზე,რომ ბო...ია.უბრალოდ მსახიობია და თავის საქმეს აკეთებს,ამას საქართველოში ქვია ბო...ობა,თორემ საზღვარგარეთ ვარსკვლავი ჰქვია ასეთ ქალს.
21:58 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ამჯერად ცამდე მართალი ხარ შორენა !
21:52 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მთელმა საქართველომ იცის,რა ბინძური ქალია თიკო სადუნიშვილი.და როგორც ჩანს ბოღმიანიც რადგან არარაობაა და სხვისი წარმატება და სილამაზე შურს.
21:35 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
მე არცერთს არ ვიცნობ პირადად მაგრამ როცა ერთი ქალი მეორეს ასე არცხვენს და ტალახს ესვრის პასუხის გაცემა აუცილებელია.თორემ უ....ო ეგონები
21:31 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
თიკო ცნობილი თავხედი და არამზადაა, ყველას დასცინის ეს სიმახინჯე. არც შორენაზე არვგიჟდები, მაგრამ ამ გოგოს ბევრი რამე აქვს დასაფასებელი, ჟმერთმა ხელი მოუმართოს...
21:29 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარ
რა გოიმობაა როლის წამოძახება არადა ბომონდად მოაქვს თავი თიკოია ინდაურს
21:20 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS