28 ივლისი, 2013
სკანდალი - შორენა ბეგაშვილი თიკო სადუნიშვილს პასუხობს: "შენ რა გგონია ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი..."
სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით? წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც თიკო სადუნიშვილს „იმედზე“ გადაცემა „თბილისი ლაივი“ მიჰყავდა. სწორედ მაშინ მოხდა დაპირისპირება თიკოსა და შორენა ბეგაშვილს შორის. ერთ-ერთ საღამოზე უცხო მამაკაცთან ერთად მისულ შორენას მიკროფონიანი თიკო შეეჩეხა და ჰკითხვა თუ ვინ იყო ეს მამაკაცი. შორენამ უპასუხა, რომ იგი მისი შეყვარებული იყო. - მაშინ აკოცეთ
ერთმანეთს, - შესთვაზა ბეგაშვილს თიკომ. - კამერის წინ? - გაუკვირდა შორენას. - კამერის წინ უარესები არ გაგიკეთებია? - უპასუხა გადაცემის წამყვანმა.

მოგვიანებით, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გავიდა, თიკოს ამ რეპლიკას პროდიუსერმა შორენას ეროტიკული კადრები დაადო ერთ-ერთ ფილმიდან. როგორც ამბობენ, შორენა თიკოს ამის მერე დასანახად ვერ იტანს.

თიკო სადუნიშვილმა სწორედ ეს დეტალები გაიხსენა  ინტერნეტტელევიზია HOT.GE-თან ინტერვიუში და აღიარა, რომ შორენას ეს ფაქტი ძალიან ეწყინა. ინტერნეტში ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ შორენა ბეგაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
Rating
„თიკო, საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების სამ წამს (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა (მაგრამ შენ პირს რა დახურავს). ტელეკამერების წინ მე ბევრი რამე გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის. და შენ რა გგონია ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი? სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით? წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები? იფიქრე ბევრი სანამ შენ აზრებს გადმოაფრქვევ. ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული“.
Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 67 /
ნილა
შორენა არაჩვეულებრივი გოგოა.გარეგნულად და შინაგანად ულამაზესი,თქვენ კი გარეგნულად და შინაგანად მახინჯები ხართ,აბა ტქვენნაირ მახინჯ სულს ლამაზი სხეული არ ექნება.ტქვენ იმას ვერ პატიობთ მახინჯებო ამ გოგოს რომ ლამაზია,ისე იბოგმებით რომ ტიტქოს შორენამ წაგართვათ სილამაზე.გადაგვარებულებო!
13:23 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქრისტი
აუ რა ბოღმა და ნაგავი ხალხი ხართ!შორენა ბეგაშვილს თიკო ჯობია?თვალებში ვერ იყურებით?ჯერ გარეგნობას თავი დავანებოთ,შორენა არასდროს არავის მიმართულებით არ ისვრის დამამცირებელ რეპლიკებს თუ არ გამოიწვევენ და გააღიზიანებენ!ასე რომ ნუ იწვევთ ამ ქალს!თიკო მაგარი ბოღმა ხარ და რაც არ უნდა ილაპარაკო შორენას ვერასდროს ვერ აჯობებ მაგის იმედი ტყუილად არ გქონდეს! ყველას თავისი ცხოვრება აქვს და როგორ წარმართავს მას ეს მისი გადასაწყვეტია..ფრთიანი ანგელოზები არავინ არ ხართ ასე რომ კრიტიკას შეეშვით და ყველამ თქვენს ცხოვრებას მიხედეთ!
11:58 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ბაზარს უფრო გავს ვინდრე ბომონდს)))ბაზრის ქალებივით იქცევიან
11:55 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
თქვე საცოდავებო, შორენა ძალიან მიყვარხარ და თიკოს მართლა დაავიწყდა წარსული, კარგია რომ შეახსენე.
10:07 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელუკა
მთელი უბედურება კი ჩემო კარგებო იცით რაშია??? იმაში, რომ ჩვენ თვითონ ვაპიარებთ მათ ,,ვაი ბომონდს" !!!!
01:41 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ოჰო, დაერივნენ ბოზები ერთმანეთს
01:00 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
G-G
საღოლ შორენა! ძალიან კარგად უპასუხა! ეს სადუნიშვილი დიდი ბოროტი და ენაჭარტალა ვინმეა. თანაც-გოიმი
00:02 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ან
ორი ნაგავი! და ეს არის რეიტინგის მქონე ადამიანები და ბომონდი ქართული! სხვა ვერავინ ნახეთ, ვიზეც დაწერდით?
00:00 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
შორენამ თავისი დაბალი დონე გამოაჩინა აი ამ სტატუსით ყოჩაღ თიკო რომ არ დაეცი მის დონემდე და სტატუს სტატუსით რომ არ უპასუხეე.
21:33 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
შევწუხდით და ამ ერთი დაიგივე ხალხით, ვის აინტერესებს ვინ ვისი საყვარელია, არ მოგბეზრდათ...
21:30 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS