18 ივლისი, 2015
მამულიჩას დაკავებას შოუბიზნესის ცნობილი სახეები ეხმაურებიან - „მამულიჩას ადგილი ციხეში არაა...“
პროდიუსერ კახა მამულაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება
მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამულიჩა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს და მისი დაკავების ამსახველი კადრებიც გავრცელდა, სოციალური ქსელში პროდიუსერს მეგობრები სიყვარულს უხსნიან.

„მე შენ მიყვარხარ“, - წერს ნინი ქარსელაძე მამულიჩას, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„მეც მიყვარხარ, მამუ“, - თიკა ჯამბურია.

„რამდენიც გინდათ ავრცელეთ კადრები, მამულიჩას ადგილი ციხეში არაა“,  - ნოე სულაბერიძე.

„ჩემი ძმა ხარ, მიყვარხარ. მე შენს გვერდით ვიქნები სულ“ - დაწერა სოციალურ ქსელში
პიანისტმა თათია შარანგიამ და მისი სტატუსი მაკა ზამბახიძის მეუღლემ ვახო ჭუმბურიძემ გაიზიარა.

ლელა წურწუმია სააგენტო „კვირასთან “ საუბრისას მეუღლის  დაკავებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მეუღლე გერმანიაშია და გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

ჟურნალისტთან საუბრისას ლელა ამბობს, რომ ბევრ კახა მამულაშვილს იცნობს და მათ შორის ერთი მეყვავილეა... 

პროდიუსერ კახა მამულაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
მანანა
მიყვარს როგორც კარგი შემოქმედი და კარგი ადამიანი მაგრამ თუ ნამდვილია რასაც აბრალებენ უნდა პასუხი აგოს
20:41 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ციხისთვის არ მემეტება :(((
20:09 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ემზარი
დააკავონ მერე და ისწავლის 11 წელი ჭკუას... შოუ ბიზნესის წარმომადგენელზე მეცინება :D
19:12 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS