18 ივლისი, 2015
მამულიჩა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს
შსს-მ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილია (მამულიჩა).

მომხდართან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და
პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.

კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ქეთი
დიდიხნის დასაჭერი იყო..
10:23 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ყველა ბარიგა ციხეშიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!
08:43 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მე ვერდავიწყებ ვინმეს განსჯას ..მაგრამ ორი შვილის დედავარ და ნამდვილად არმინდა რომ ჩემი შვილების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე ვინმე ფუფუნებაში ცხოვრობდეს .როგორ აღწევენ ამ გასაცოდავებულ საქართველოში ასეთ უზრუნველ ცხოვრებას?.უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ამსაქმიანობას ეწევა. და სწორედ ელიტაზე უნდა მიიტანოს სამართალდამცველებმა ეჭვი ..ნარკო ბარიგებს არუჭირთ და არფიქრობენ დღე როგორ გაიტანონ დაღამებამდე...
09:20 / 19-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
აი, რა წესია ახლა ეს პროვოკაციული ინფორმაცია. ვინც ამას წერს იმან ხომ იცის ვინ კახა.მ-ზეა ლაპარაკი? ან მოგვაწოდეთ ჭეშმარიტი ინფორმაცია, ან თავი დაგვანებეთ. რას მიედ-მოედებით. თუ ეგ მამულიჩაა და არც ეგ მიკვირს ძალიან. თქვით, რა თუ ამბობთ ქრისტიანულად სათქმელი. ისაა? აბა გამოიცანით| იბიომატ.
21:49 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS