15 ივლისი, 2015
განო მელითაურის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში : „ საკუთარ თავს გავუნაპირდი, მიპოვნე რა...“
დღეებმა მასხრად აიგდეს ბავშვობა, ზაფხულის მომიხდა დათმობა განო მელითაურმა „ფეისბუქზე“ ლექსი გამოაქვეყნა, რომელმაც მისი მეგობრების მოწონება დაიმსახურა. 
„დღეები დღეებს გაუნაპირდნენ
მიზნებმა საწადელს რომ ვერ მიაღწიეს
აზრებით დატენილ ზარბაზნებს დასცილდნენ
დღე დღეს განაპირებული მისდევდა
დათმობა მიწევდა...
უკვე მეორე, მესამე ..
მეოთხე დღეს
სამოთხე მესიზმრა
მერე გათენდა
დღეებმა იმედი ისევ გამიცრუეს
დღეების ნეტა რა ბრალია
ხელებით ვიშორებ უმზეო ამინდებს
გარეთ ზამთარია
-შენ ვერ დაინახე შენ ვერ დააფასე
ყველა მართალია
დღეებმა დღეებით დამიწყეს ვაჭრობა
მზის დარტყმა მივიღე,დამწვრობა
დღეებმა
მასხრად აიგდეს ბავშვობა
ზაფხულის მომიხდა დათმობა
გავიწელე
დღეებბმა მასწავლეს მოთმენა
შემმატეს მხნეობა,
ვისწავლე საკუთარი სისუსტეების მოსმენა
ცოტა გავიზარდე
მერე
დღემ დღე შვა მასზე უფრო გრძელი,სანდო აზრიანი
დღე მის წინამორბედს აღარ დაემონა
გულზე სევდის ბურთი დამეკონა
გავხდი ბრაზიანი
მერე ისევ ახალი წრე
ახალი დღე
დღეებმა დღეები გაცვალეს
დღეებმა მოწყენა მაცალეს
უშენო დღეებმა დამღალეს
უშენო დღეებმა გამლახეს
ვეღარ გავილაღე
ისე დავიღალე
მეც დღედ ვიქეცი
და საკუთარ თავს გავუნაპირდი,
მიპოვნე რა...!“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ოჰოოოო
მშვიდობია ''ტატა''
14:23 / 22-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
გადაირიეთ ხალხო?რა გრამატიკა?გოგო გაუბედურდა. განო ღმერთმა გაგაძლიეროს
10:59 / 22-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
არა გრცხვენიათ, ჩასაფრებულებო???რა სჯობია სიყვარულის ამბავის დაუსრულებლად მოსმენას, რომლის დასარული ასეთი არ უნდა ყოფილიყო!!!!თქვენ რომ იცოდეთ, რა არის სიყვარული, თქვენ რომ იცოდეთ რა არის მონატრება, ტკივილი, მარტოობით გამოწვეული სევდა რომ ბუდობდეს თქვენში, შეგებრალებოდათ ამ სტრიქონების ავტორი კოტეს არყოფნის გამო!!! სხვა მხრივ? სხვა მხრივ რა სჭირს შესაბრალისი, 3 შვილის დედას საყვარელი ადამიანისგან??? ლექსი???ლექსი მისი გულის კვნესაა, რომელიც მართლაც ჩვენ გაგვანდო...ჩვენ მოგვწონს, რა ორთოგრაფიული შენიშვნებიც არ უნდა გქონდეთ!!! თქვენც წერეთ და გამოიტანეთ სამსჯავროზე...მაგრამ წერა მხოლოდ ბოღმით შეგიძლიათ და მებრალებით ასეთებო! განო,შენ ძლიერი ქალი ხარ!
11:33 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ფილოლოგი
ქართული გრამატიკა არ გცოდნია ლელა. ამ ზმნის საწყისი ფორმა არის "პოვნა" მართალია.მაგრამ სხვადასხვა პირში გამოიყენება შემდეგნაირად: ვიპოვე,იპოვე,იპოვა,მ ი პ ო ვ ე, გიპოვე,გიპოვა.გვიპოვა.ვიპოვოთ,გვიპოვეთ."მიპოვნე" არასწორია.მიპოვე სწორია
11:11 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ოჯახის წევრებო
ფურცელი სახლში გექნებოდათ, იქ დაწერილს წაიკითხავდით. და თAნ საქმე იმაშია, რაD უნდა წარა-მარა იმის გამეორება რომ უყვარდა? გავიწყდებათ ხოლმე? ა დ ა მ ი ა ნ ი .
16:51 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
და რატომ გგონიათ რომ ვინმე რამეს გეკითხებათ?წაიკითხე,მოგეწონა?იგრძენი რამე?ვერ იგრძენი და კიდევ ერთხელ მიხვდი რა ცარიელი ხარ? ნუ ახვევ სხვას შებს აზრებს. არ ხარ კრიტიკოსი.მითუმეტეს სხვისი გრძნობების. არ არის შენი გადასაწყვეტი ვინ სად უნდა იგრძნოს შვება ფურცელზე თუ იქ სადაც ერთ დროს ერთად სუნთქავდნენ. შენ.... ადამიანი გქვია, მაგრამ არ ხა4 სინამდვილეში... ყველა ვისაც შეუძლია სხვისი ცხოვრება აკრიტიკოს, თითოეულ ნაბიჯსა და მარცვალს უკირკიტოს მინდა ვუთხრა:შესაცოდები ხართ,მაგრამ ვერ შეგიბრალებთ იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ყველა გრძნობას, მილიმეტრსა და გოჯს თავისი მეპატრონე ჰყავ,თქვენისთანა გულღვარძლიანებისთვის არ მაქვს დრო და ადგილი. უბრალოდ შემეშინდა ამ პოსტის ქვეშაც კი ასეთი უგულობა რომ დამხვდა,სხვისი სულის ტკივილის მაყურებელს კრიტიკისთვის რომ მოგიცლია არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ მინდა იცოდე და ყველა შენისთანამ მინდა იცოდეს -----შენ ხარ არრა ადდამმიანნი----- განო, შენ ბედნიერი ქალი ხარ! შენ ხომ ყ ელასგან განსხვავებით იცი რომ აუცილებლად გიპოვის!
16:43 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა დ.
განოსაც თუ კრიტიკულად მიუდგებოდით, არ მეგონა, ყოველშემთხვევაში ჯერ. ,, მიპოვნეა'' სწორი ფორმა, რადგან საწყისი მისი არის ,,პოვნა''. ეს, ერთი და მეორე, ლექსი განომ აქ იმიტომ დაპოსტა, რომ ჩვენ, მათი ოჯახის გულშემატკივრებს, კიდევ ერთხე4ლ გვითხრას, როგორ უყვარდა კოტე...ჩვენი კოტე..
14:01 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
diana
Eh gano gano
12:08 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გრამა
მიპოვე სწორია და არა მიპოვნე
09:29 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
................
მე მაინც ვფიქრობ ეს ''ლექსი'' ფურცელზე უნდა დაწერილიყო და არა აქ.
23:06 / 16-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS