13 ივლისი, 2015
სოფი სააკაშვილმა Славянский базар-ზე მესამე ადგილი აიღო: „მეტის საშუალება არ მომცეს“
21 ქვეყნიდან სამეულში ვართ,  გილოცავთ მომღერალი სოფი სააკაშვილი Славянский базар- ზე მონაწილეობდა. პირველი საკონკურსო დღის მერე სოფი მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა. ვიტებსკში იმყოფებოდა სოფის დედა მაია ყარყალაშვილიც, რომელიც წლების წინ კონკურსზე მეორე ადგილზე გავიდა.

Славянский базар-ზე მაია ყარყარაშვილის ძველი წარმატება გაიხსენეს, დედა-შვილი სცენაზე ერთად მიიწვიეს და სთხოვეს ქართული სიმღერა ერთად ემღერათ.

"თბილისოს" დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

"დღეს დაჯილდოებაა. 3-ე ადგილი ავიღეთ და მიხარია, რომ საპრიზო ადგილი დავიკავეთ. 21 ქვეყნიდან სამეულში ვართ,  გილოცავთ! 

პ.ს. მეტი მინდოდა, თუმცა ამის
საშუალება არ მომცეს. მადლობა მიყვარხართ საქართველო!" - წერს სოფი "ფეისბუქზე".

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS