ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი მოადგილეები დანიშნა. ერთ-ერთი მათგანი მაიდნელი აქტივისტი იულია მარუშევსკაიაა, რომელიც კიევში მიმდინარე აქციების დროს თითქმის მთელმა მსოფლიომ ვირუსული ვიდეოს წყალობით გაიცნო.
გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის თქმით, იულია ბოლო წელი ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მარუშევსკაიას და მეორე მრჩეველს- ავღანეთის ომის ვეტერანსა და ბიზნესმენს ვლადიმის ჟმაკს - სახელმწიფო სამსახურში გამოცდილება აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მან ხელისუფლებაში ახალი, სუფთა და კომპეტენტური ადამიანების მოყვანა შეძლო.

იულია
სალომე დადიანი




















