დავით ნარმანია (რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი):
- ვფიქრობ, მართლაც ღირსეულმა გაიმარჯვა. ის თითქმის ყველა დასმულ შეკითხვას სწორად პასუხობდა - პრაქტიკულად, კითხვა არ ჩაუგდია. ''ეტალონმა'' თავისი არსებობის შვიდი წლის თავზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა,
ალუდა გოგლიჩიძე (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე):
- შთამბეჭდავი და საინტერესო გადაცემა შედგა. ''ეტალონი'' და ანალოგიური გადაცემები, რომლებიც მიმართულია მოზარდების მოტივირებისკენ, წიგნიერების სტიმულირებისკენ, ძალიან დასაფასებელია. ბუნებრივია, ჩვენი სამინისტრო, მინისტრი და მისი გუნდის წარმომადგენლები მხარს ვუჭერთ მსგავს პროექტებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წიგნიერების ის მაჩვენებელი, რომელიც ამჟამად გვაქვს საერთაშორისო კვლევების მიხედვით, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიცვალოს და გაუმჯობესდეს.
თეონა სეხნიაშვილი:
- წლის გადამწყვეტი თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობდი, მერე შედარებით დავმშვიდდი და ისე ვითამაშე, თუმცა გამარჯვებას მაინც არ ველოდი (იღიმის). შვიდი წელია ''ეტალონს'' ვუყურებ და ამ გადაცემაში გამარჯვება ყოველთვის მინდოდა. ამ პროექტმა ძალიან ბევრი მომცა და უსაზღვროდ გახარებული ვარ.
''ეტალონის'' გადამწყვეტ თამაშს მაყურებლები ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ეთერში იხილავენ 27 ივლისს 18:00 სთ-ზე.
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



















