26 ივლისი, 2013
სკანდალი - ''ახალი ტალღის'' კუბელი მონაწილე მთლად კუბელიც არ არის?!..
იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ''მაია ლუბიმაია'' მოისმინოთ, რომელიც ინტერნესივრცეში დევს რამდენიმე წუთის წინ ჩვენს საიტს დაუკავშირდა რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ კარგად ჩახედული ადამიანი, რომელმაც იურმალაში მიმდინარე ''ახალი ტალღის'' კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. როგორც ამბობენ, ქალების გულთამპყრობელ მაჩოს, რობერტო კელ ტორესს, რომელსაც ჟიური ასე დაუღალავად უწევს 11-იანებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვოკალური მონაცემებით არ ბრწყინავს, რუსული ასე კარგად ორ კვირაში იურმალაში არ უსწავლია.

თურმე, ნუ
იტყვით და კონკურსის ფავორიტი, რომელიც ქართველ მონაწილეს, სალომე ქათამაძეს 4 ქულით უსწრებს, დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. წყარომ იმის შესახებაც მოგვახსენა, სად სწავლობს კუბელი კონკურსანტი, მოსკოვის საერთაშორისო კულტურის ინსტიტუტში. მისი პედაგოგებიდან კი ბევრი ჟიურიში ზის! 

ალბათ, სწორედ ამით არის გამოწვეული ის მაღალი ქულები, რომლებსაც კუბელი კონკურსანტი იმსახურებს. გარდა ამისა, ტორესი ივენთკომპანიაში მუშაობს და სხვადასხვა კლუბში გამოდის სამღერლად, კორპორატიულ საღამოებზე, სადაც უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი.

იხილეთ ვიდეო

ასე რომ, ხმები მისი იურმალაში პირდაპირ კუბიდან აღმოჩენის შესახებ ცოტა გაზვიადებულია.
ბუნებრივია, მას აქვს ''ფეისბუქის'' გვერდი, სადაც უწერია, რომ კუბელი გახლავთ და საცხოვრებელ ადგილად გერმანია აქვს მითითებული, სინამდვილეში კი რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ''მაია ლუბიმაია'' მოისმინოთ.

იხილეთ ვიდეო

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
მაია
კარგით რაა,რას მიედ-მოედებით.ეს კონკურსი იყო ბოლოსდა-ბოლოს.სალომეც და კუბელიც ძალიან ძლიერები იყვნენ და ორივე პირველ ადგილზე ხო არ გავიდოდა?იქ რომ რაღაც სხვა პრივილეგიებით ყოფილიყო ამდენი რუსი იყო კონკურსანტი და ერთერთს მაინც გაიყვანდნენ.ასე რომ ძალიან სამართლიანად შეაფასა ჯიურიმ.
12:30 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სალომეს უდავოდ ძლიერი ხმა აქვს,მაგრამ ცხენივით ქალია.კონკურსზე რომ გადიხარ ყველაფერი უნდა გიწყობდეს ხელს.რობერტოს კი ხმაც მაგარი ჰქონდა,რეპერტუარიც და ვიზუალიც.ასე რომ...
15:08 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მედე
მაგრა მღეროდა ეგ კუბელი და ხმა ქონდა ძაან სასიამოვნო!
16:12 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სალომეს აშკარად სჯობდა, ღირსეულად გაიმარჯვა
20:02 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
კუბელი მაგარი იყო, ძალიან მომეწონა
20:01 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS