26 ივლისი, 2013
სკანდალი - ''ახალი ტალღის'' კუბელი მონაწილე მთლად კუბელიც არ არის?!..
იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ''მაია ლუბიმაია'' მოისმინოთ, რომელიც ინტერნესივრცეში დევს რამდენიმე წუთის წინ ჩვენს საიტს დაუკავშირდა რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ კარგად ჩახედული ადამიანი, რომელმაც იურმალაში მიმდინარე ''ახალი ტალღის'' კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. როგორც ამბობენ, ქალების გულთამპყრობელ მაჩოს, რობერტო კელ ტორესს, რომელსაც ჟიური ასე დაუღალავად უწევს 11-იანებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვოკალური მონაცემებით არ ბრწყინავს, რუსული ასე კარგად ორ კვირაში იურმალაში არ უსწავლია.

თურმე, ნუ
იტყვით და კონკურსის ფავორიტი, რომელიც ქართველ მონაწილეს, სალომე ქათამაძეს 4 ქულით უსწრებს, დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. წყარომ იმის შესახებაც მოგვახსენა, სად სწავლობს კუბელი კონკურსანტი, მოსკოვის საერთაშორისო კულტურის ინსტიტუტში. მისი პედაგოგებიდან კი ბევრი ჟიურიში ზის! 

ალბათ, სწორედ ამით არის გამოწვეული ის მაღალი ქულები, რომლებსაც კუბელი კონკურსანტი იმსახურებს. გარდა ამისა, ტორესი ივენთკომპანიაში მუშაობს და სხვადასხვა კლუბში გამოდის სამღერლად, კორპორატიულ საღამოებზე, სადაც უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი.

იხილეთ ვიდეო

ასე რომ, ხმები მისი იურმალაში პირდაპირ კუბიდან აღმოჩენის შესახებ ცოტა გაზვიადებულია.
ბუნებრივია, მას აქვს ''ფეისბუქის'' გვერდი, სადაც უწერია, რომ კუბელი გახლავთ და საცხოვრებელ ადგილად გერმანია აქვს მითითებული, სინამდვილეში კი რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ''მაია ლუბიმაია'' მოისმინოთ.

იხილეთ ვიდეო

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
ქეთი
რა სისულელეა გერმანიაში ცხოვრობს :D
19:51 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
სალომეს ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს ასეთი უგემოვნების ზეიმი რომ არის? არც ქარტული სიმღერა იყო მოსაწონი, შემოგველია ქარტველებს სიმღერები? ის გუნდი რომელმაც სალომე მოამზადა, საერთოდ ჩამოსაშორებელია ასეთ საქმიანობას.
18:49 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მერეეეეე?????????
17:58 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
კნატოს ვეთანხმები....ქ
17:57 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლინდა
კარგი სიმღერა იყო კარგი შესრულებით არ იკო ცუდი თუმცა კუბელ შემსრულებელზე მართლაც რაარი სკანდალური ვერ მივხვდი
17:35 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კნატო
რა არის მერე ეხლა მაგაში სკანდალური,ლიკა რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოს სახელით გავიდა იურმალაზე 2009ში.მაშინ რატომ არ ატეხეთ ყვირილი.შეერჩიათ ამ გოგოსთვის ნორმარული რეპერტუარი და არა ისეთი რაც გუშინ ამღერეს,კიდევ კარგი ქულები დაწერეს.
17:24 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS