26 ივლისი, 2013
სკანდალი - ''ახალი ტალღის'' კუბელი მონაწილე მთლად კუბელიც არ არის?!..
იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ''მაია ლუბიმაია'' მოისმინოთ, რომელიც ინტერნესივრცეში დევს რამდენიმე წუთის წინ ჩვენს საიტს დაუკავშირდა რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ კარგად ჩახედული ადამიანი, რომელმაც იურმალაში მიმდინარე ''ახალი ტალღის'' კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. როგორც ამბობენ, ქალების გულთამპყრობელ მაჩოს, რობერტო კელ ტორესს, რომელსაც ჟიური ასე დაუღალავად უწევს 11-იანებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვოკალური მონაცემებით არ ბრწყინავს, რუსული ასე კარგად ორ კვირაში იურმალაში არ უსწავლია.

თურმე, ნუ
იტყვით და კონკურსის ფავორიტი, რომელიც ქართველ მონაწილეს, სალომე ქათამაძეს 4 ქულით უსწრებს, დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. წყარომ იმის შესახებაც მოგვახსენა, სად სწავლობს კუბელი კონკურსანტი, მოსკოვის საერთაშორისო კულტურის ინსტიტუტში. მისი პედაგოგებიდან კი ბევრი ჟიურიში ზის! 

ალბათ, სწორედ ამით არის გამოწვეული ის მაღალი ქულები, რომლებსაც კუბელი კონკურსანტი იმსახურებს. გარდა ამისა, ტორესი ივენთკომპანიაში მუშაობს და სხვადასხვა კლუბში გამოდის სამღერლად, კორპორატიულ საღამოებზე, სადაც უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი.

იხილეთ ვიდეო

ასე რომ, ხმები მისი იურმალაში პირდაპირ კუბიდან აღმოჩენის შესახებ ცოტა გაზვიადებულია.
ბუნებრივია, მას აქვს ''ფეისბუქის'' გვერდი, სადაც უწერია, რომ კუბელი გახლავთ და საცხოვრებელ ადგილად გერმანია აქვს მითითებული, სინამდვილეში კი რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ''მაია ლუბიმაია'' მოისმინოთ.

იხილეთ ვიდეო

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
საქართველოს აქვს 8,10,10 დანარჩენი 11ები,კუბელს 10,9 და 11ები. ბევრჯერ დავტვალე და ერთი და იგივე შედეგი გამოვიდა
10:07 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
4ით კი არა 2 ქულით გვისწრებს გამოთვალეთ აბა აშკარად შეცდომით იყო ქულები დათვლილი,კუბა 121+118,საქართველო120+117
10:02 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
დიტუ დიტუ რა სკანდალური ინფო მოგვაწოდა ამ სტატიის ავტორმა პირდაპირ შოკში ჩაგვაგდო ხალხი :)))))) საცოდავი ტორესი როგორი უნიჯო ყოფილა თურმე :)))))ვაი შენს პატრონს უბედურს ვინც შენ ამ სტატიის გამოქვეყნების უფლება მოგცა :)))))
04:17 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
Aუუ რა უარგისი ხალხი ვართ ეს ქართველები ეს კუბელი ბიჭი მაგრად მღერის რა ნაგლი უნდა იყოო როო თქვა არ გამოირჩევა ვოკალური მონაცემებითო რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობს მაგრად კი მღEრის დ. Iმსახურებდა ინ ქულებს
02:23 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამ
ძალიან კარგად მღერის.დავტკბიიი რომ ვუსმენდი.ნამდვილად სჯობს ყველას.
00:10 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
,,,,,,,,,,
ვოკალური მონაცემებით არ გამოირჩევაო? სასაცილოა.... საოცრად კარგი ვოკალი აქვს. და ობიექტურად ვაღიაროთ, რომ სალომეს ბევრად სჯობია.
00:01 / 27-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
kargi vokaluri monacemebi aqvs magram salomec ar chamouvardeba piriqit agemateba. aq imazea saubari rom iq rus konkursantebs privilegia aqvt. ramdeni rusic gamovida veravin ver mgeris ertis garda magram tavs iklaven da 11bs uweren!
23:42 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლანა
არ ვიცი მაგით რის მიღწევას ცდილობთ?რა არის მაგაში სკანდალური ეგრე მელაძეები ქართველები რომ არიან სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა შეიძლება მათაც დააბრალოს მოკერძოებულობა.და ობიექტურობას რატომ კარგავდ მთლად?სალომე ძალიანკარგი მომღერალია და ვგულშემატკივრობ მაგრამ არც ის არის სწორი კუბელზე რომ ამბობთ ვოკალური მონაცემებით არ ბრწყინავსო მაინცდამაინც უნდა იყვიროს ადამიანმა რომ კარგ ვოკალურ მონაცემებში ჩაუთვალოთ?მაგ კუბელსაც ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები აქვს ამის დაუნახაობა არაადეკვატურობაა უბრალოდ.
22:15 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირა
ყველამ კარგად იცის რა დონის კონკურსია ახალი ტალღა. მიუხედავად იმისსა რომ იურმალაში ტარდება უფრო რუსული კონკურსია ვიდრე საერთაშორისო. ასეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღება თავის დამცირებაა რადგან იქ მხოლოდ ვოკალით და ნიჭით არავინ შეგაფასებს. გოიმი ქართველები ნუ დადგებით ხოლმე და ნუ იკვლევთ რაღაცეებს, თავდანვე კარგად იცოდით რა დონის კონკურსია და ეხლა ჩუმად იყავით. მე რო მკითხო ქართველები არც უნდა იღებდნენ მანდ მონაწილეობას.მაგრამ ოღონდ სადმე გაუშვი ჩვენი ხალხი და..ახლა იდექით და ჩაატარეთ გამოძიება ვინ ვინ ყოფილა.
20:48 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ძალიან მაგრად მგერის სალომე რას გავდა გუშინ კუბელი მომღერლის ნამღერი? გადაირიეთ? სალომესთან ახლოსაც ვერ მივა ვერავინ
20:00 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS