26 ივლისი, 2013
სკანდალი - ''ახალი ტალღის'' კუბელი მონაწილე მთლად კუბელიც არ არის?!..
იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ''მაია ლუბიმაია'' მოისმინოთ, რომელიც ინტერნესივრცეში დევს რამდენიმე წუთის წინ ჩვენს საიტს დაუკავშირდა რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ კარგად ჩახედული ადამიანი, რომელმაც იურმალაში მიმდინარე ''ახალი ტალღის'' კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. როგორც ამბობენ, ქალების გულთამპყრობელ მაჩოს, რობერტო კელ ტორესს, რომელსაც ჟიური ასე დაუღალავად უწევს 11-იანებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვოკალური მონაცემებით არ ბრწყინავს, რუსული ასე კარგად ორ კვირაში იურმალაში არ უსწავლია.

თურმე, ნუ
იტყვით და კონკურსის ფავორიტი, რომელიც ქართველ მონაწილეს, სალომე ქათამაძეს 4 ქულით უსწრებს, დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. წყარომ იმის შესახებაც მოგვახსენა, სად სწავლობს კუბელი კონკურსანტი, მოსკოვის საერთაშორისო კულტურის ინსტიტუტში. მისი პედაგოგებიდან კი ბევრი ჟიურიში ზის! 

ალბათ, სწორედ ამით არის გამოწვეული ის მაღალი ქულები, რომლებსაც კუბელი კონკურსანტი იმსახურებს. გარდა ამისა, ტორესი ივენთკომპანიაში მუშაობს და სხვადასხვა კლუბში გამოდის სამღერლად, კორპორატიულ საღამოებზე, სადაც უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი.

იხილეთ ვიდეო

ასე რომ, ხმები მისი იურმალაში პირდაპირ კუბიდან აღმოჩენის შესახებ ცოტა გაზვიადებულია.
ბუნებრივია, მას აქვს ''ფეისბუქის'' გვერდი, სადაც უწერია, რომ კუბელი გახლავთ და საცხოვრებელ ადგილად გერმანია აქვს მითითებული, სინამდვილეში კი რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობს. იმის დასამტკიცებლად, რომ ტორესს რუსულ შოუბიზნესთან კავშირი აქვს, შეგიძლიათ, მისი რუსული სიმღერა, ''მაია ლუბიმაია'' მოისმინოთ.

იხილეთ ვიდეო

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
კატო
კარგი გამოსვლა ქონდა კუბელს მაგრმა კუტუნიოს 9 ქულა მაინც რომ დაეწერა ორივე პირველ ადგილს გაიყოფდა რაც ეს 2 წლის წინ მოხდა ასე რომ 8 იყო ჩემი აზრით წინასწარ გათვლილი,ამ ეს კუბელი მაგონებდა ბექსიურ სერიალებში რომ სიმღერის ქავერები იმ მომღერლებს ასე რომ დიდი აღმოჩნა ჩემთვის არ იყო პირადად
11:51 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
lasha
სალომე რომ მაგარია ამაში სადავო ნამდვილად არაფერია,მაგრამ იმის მტკიცება რომ კუბელი ვერ მღეროდა ეს უბრალოდ სასაცილოა.ორი ქართველი ჟიურიშია და სხვებსაც შეუძლიათ იგივე თქვან ასე რომ ობიექტურები ვიყოთ.
01:27 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
ნუ გაახურეთ რაა,ძაან მაგარი ბიჭი იყო.პირდაღებული ვუყურებდი და ვუსმენდი,უმაგრესი ბიჭია და ღირსი იყო გამარჯვების,სალომე კი მართლაც ჩვენი სიამაყეა
00:50 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
აშკარად წაართვეს,ჩვენ ყველას თავზე ვევლებით და მაგიტომაც "გვიფასებენ"."აგვახიეს" პირველი ადგილი და დაგვჩაგრეს!!!"მაჩო" არა "შვანცკი"!!!
19:56 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
გუშინ კუბელის გამოსვლა და ის რუსული სიმღერა იყო სრული იდიოტიზმი,საშინლად შეასრულა.პირველი დღის გარდა არცერთი გამოსვლა არ იყო კარგი,მესამე საერთოდ კატასტროფა.
18:43 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ძალიან აქტუალური გახდა კუბელის გამრჯვება და სალომეს "დამარცხება"...ყველამ ვიცით,რომ სალომე უდავოდ ნიჭიერია,მაგრამ მოდით რა შევარგოთ იმ ბიჭს გამარჯვებაა..საქართველოს,რომ გაემარჯვა ხომ იტყოდნენ 2 ქართველი რომ ზის ჯიურში,ამიტომ გაიმარჯვო... ასე,რომ დავკმაყოპილდეთ მეორე ადგილით...კუბელს კი ვულოცავ ამ დიდ წარმატებას....ღმერთმა შეარგოსს..!!!!სალომე შენ ძალიან მაგრი ხარ და მომავალში გისურვებ უამრავ წარმატებას!!!
17:48 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ცისნამ :)) უთეგენათალე გემოვნებაში და მუსიკის მცოდნეობაში ზუსტად ჩახედული რომ ვარ და ძალიან მაგრად რომ მესმის მუსიკა მაგიტომაც ვამბო ეს კუბელი მაგრად მღერის დიდი ვოკალური მონაცემები აქვს და გირჩევ რაც არ გესმის იმაზე არ უნდა ილაპარაკო თორე ნამდვილად დასაცინი ობიექტი აღმოჩნდები.რა მნიშვნელობა აქვს კუბელია,რუსი,თუ უკრაინელი ნიჭის დანახვა და აღიარება უნდა შეგვეძლოს
16:19 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ცისნამი
სონაჯან, ვალნავატსა პეტკეჩე, ასობენნა ბანჩკა
15:37 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ცისნამი
ტასო ბავშვობაში დათვმა ხომ არ დაგაბიჯა ყურზე ფეხი? აბა რამ მოგაწონა ამ ვითომ კუბელი ძალად მომღერალი მაჩოს ნამღერი? ეტყობა აზრზე არ ხარ მუსიკის,
15:32 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა1
მანანა გენაცვალე, შენ შეიძლება მართლაც მატრაკვეცა ხარ, მაგრამ მთლიანად ერს რატომ აყენებ შეურაცხყოფას? ჩვენ ვერკვევით სიმღერაში და ვიცით, რომ ეს ე.წ. კუბელი დიდი ვერაფერი მომღერალია, აგერ სტატიაც დაიდო ამის დასტურად, რომ მიკერძოებული იყო ჟიური, რათ უნდა ამას ახლა ამდენი ფილოსოფოსობა?
15:27 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS